მიხეილ სააკაშვილი მოსკოვს საქართველოს დამორჩილების ახალი გეგმის შემუშავებაში ადანაშაულებს
საზოგადოება - 17:29, 08 Aug, 2012     19250

 

 

მისი თქმით, რუსეთმა გადაწყვიტა, რომ უმჯობესია საქართველოს ქართველთა ხელით დამორჩილება.
„ამ ახალი პუტინური გეგმის გათვლა იმას ემყარება, რომ ქართველები წინააღმდეგობის გაწევით დაიღლებიან, რომ შემართება და საბრძოლო სულისკვეთება დაუჩლუნგდებათ. ამ ახალი გეგმის ავტორებს საქართველოს ისტორია კარგად აქვთ შესწავლილი და იციან, რომ ყოველთვის შეიძლება მოიძებნოს ისეთი ქართველი, რომელიც საკუთარი კეთილდღეობის სანაცვლოდ, დამპყრობელთან შერიგებას დათანხმდება“ - აღნიშნა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ყველა შემთხვევა, როდესაც საქართველო კომპრომისზე წავიდა და გათვლა დამპყრობლის გულმოწყალებაზე გააკეთა, ჩვენი ეროვნულობის სრული გათელვით დამთავრდა.
„საქართველომ საკუთარი დამოუკიდებლობის შენარჩუნება იმიტომ შეძლო, რომ არასდროს დანებდა, არასდროს გადადგა ნაბიჯი უკან და არასდროს გაყვა იმ ქართველებს, რომლებიც დამპყრობლებთან შერიგებას გამუდმებით გვიყიჟინებდნენ“ - განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა და დასძინა, რომ დღეს ქართველებს დამოუკიდებლობის ხუთჯვრიანი დროშა 2008 წლის ომში დაღუპული მებრძოლების გმირობის წყალობით უჭირავთ ხელში.
მისი თქმით, კრემლს საქართველოსთან მიმართებაში, შესაძლოა, ბევრი ოცნება აქვს, მაგრამ ქართველ ხალხს კრემლის ოცნებების გვერდის ავლით, საქართველოს მომავლის თავისი გეგმა გააჩნია და ეს გეგმა, მისივე თქმით, თავისუფლება, განვითარება და წინსვლაა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42