ანჯელინა ჯოლი 45 წლის გახდა - 20 საინტერესო ფაქტი პლანეტის ერთ-ერთი ულამაზესი ქალის შესახებ(ფოტოკოლაჟი)
18:20, 04 Jun, 2020     17172
დღეს, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და გვალენიანი ქალის, ჰოლივუდის მსახიობის ანჯელინა ჯოლის დაბადების დღეა. ჯოლის 45 წელი შეუსრულდა.

ჯოლის მიღებული აქვს სამი ოქროს გლობუსი, ორი კინომსახიობთა გილდიის პრემია და ოსკარი საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლისთვის.

ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის წყვილს მილიონობით გულშემატკივარი ჰყავს. მათი რომანი 2005 წელს, ფილმ "მისტერ და მისის სმიტების" გადაღებაზე დაიწყო, რომელშიც მსახიობები მთავარ როლებს ასრულებდნენ.

თანაცხოვრების პერიოდში წყვილს სამი შვილი გაუჩნდა. ბრედმა ანჯელინას 2 შვილობილი იშვილა, შემდეგ კი ერთად ბიჭიც იშვილეს. 2014 წელს წყვილმა ოფიციალურად იქორწინა. 2016 წლის სექტემბერში კი მსოფლიოს ულამაზეს და გავლენიან წყვილად აღიარებული ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის შოკისმომგვრელი და სკანდალური განქორწინების შესახებ გახდა ცნობილი.

ბოლო დროს ანჯელინა ჰუმანიტარული საკითხებით უფრო არის დაინტერესებული, ვიდრე სამსახიობო კარიერით. რამდენიმე თვის წინ მისი და ბრედის ერთობლივი ნამუშევრის პრემიერაც შედგა, რამდენიმე დღის წინ კი ცნობილი გახდა, რომ ჯოლი ლონდონის ეკონომიკის სკოლაში ლექციებს ქალთა უფლებებზე წაიკითხავს.

ანჯელინა ხშირად სტუმრობს ლტოლვილების ბანაკებს, აქტიურად არის ჩართული ბავშვების უფლებების დაცვაში. არის გაეროს კეთილი ელჩი.

დასავლურ მედიაში ჯოლის ბავშვობის ფოტოები ვრცელდება ხოლმე, რომელიც მის ბუნებრივ სილამაზესა და განსაკუთრებულობას კიდევ უფრო ამყარებს. ფაქტია, მსახიობი ნებისმიერ ასაკში კვლავ რჩება პლანეტის ერთ-ერთ ულამაზეს ქალად.

გთავაზობთ, რამდენიმე საინტერესი ფაქტს ანჯელინა ჯოლის შესახებ:

ფაქტი 1. მისი სრული სახელია ანჯელინა ჯოლი ვოიტი. მამის გვარზე –ვოიტი, მსახიობმა უარი განაცხადა. ანჯელინამ მამას ოჯახის მიტოვება დღემდე ვერ აპატია.

ფაქტი 2. დაახლოებით 20 ტატუ აქვს.

ფაქტი 3. ანჯელინა ცაციაა. ფილმ „ლარა კროფტი“–ს გადაღებეზე, მისთვის სპეციალური ცაციებისთვის განკუთვნილი პისტოლეტი შეარჩიეს, რომ იარაღის გადატენვა არ გართულებოდა.

ფაქტი 4. ჯოლი ცუდი მხედველობის გამო ატარებს კონტაქტურ ლინზებს.

ფაქტი 5. ენჯის ძალიან უყვარს მულტფილმი დიდყურება, მფრინავ სპლიყვ დამბოზე. ერთ-ერთ ინტერვიუში აღიარა, რომ ანიმაციური ფილმის იმ მონაკვეთზე სადაც დამპო პირველად იწყებს ფრენას ზოგჯერ ტირის კიდევაც

ფაქტი 6 . 14 წლის ასაკში ენჯიმ მოდელად მუშაობა დაიწყო.

ფაქტი 7. ენჯი გადაიღეს ლეგენდარული "The Rolling Stones"–ის სიმღერის „Anybody Seen My Baby“–ს კლიპში.

ფაქტი 8. ჯულია რობერთსისა და კამერონ დიასის შემდგომ, ანჯელინა გახდა მესამე მსახიობი ქალი, რომელმაც მხოლოდ ერთი ფილმისთვის ჰონორარის სახით 20 მილიონ აშშ. დოლარზე მეტი თანხა მიიღო.

ფაქტი 9. ჯოლი იმ მსახიობ ქალბატონთაგან ერთ–ერთი პირველია, რომელმაც ზედეზედ სამი „ოქროს გლობუსი“ მოიპოვა სამ განსხვავებულ ნომინაციაში: მეორე ხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის მინი–სერიალ „ჯორჯ უოლას“–ში (1997წ.), საუკეთესო მსახიობი სატელევიზიო ფილმში „ჯია“ (1998წ.),
საუკეთესო მსახიობი მხატვრულ ფილმში „შეწყვეტილი სიცოცხლე“ (1999წ.) აღსანიშნავია, რომ ზემოთ ნახსენები სამივე როლი, რეალური პერსონების პროტოტიპს წამოადგენდა.

ფაქტი 10. 2000 წელს მსახიობმა, მის კარიერაში პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი „ოსკარი“ მიიღო ქალის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის ფილმში „შეწყვეტილი სიცოცხლე“.

ფაქტი 11. ანჯელინას აქვს ლიცენზია თვითმფრინავის მართვაზე. აქვს დანების საკუთარი კოლექცია.

ფაქტი 13. ერთი პერიოდი შინაური ცხოველის სახით გველიც ჰყავდა...

ფაქტი 13. 2003 წელს ანჯელინა გახდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კორესპონდენტების ასოციაციის („გაერო“) მსოფლიო სამოქალაქო ჯილდოს პირველი მფლობელი, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მშვიდობის ელჩად ყოფნის პერიოდში დევნილთა საქმეებზე გაწეული მუშაობისთვის.

ფაქტი 14. 2004 წელს გახდა კამბოჯის საპატიო მოქალაქე.

ფაქტი 15. ანჯელინა ორჯერ იმყოფებოდა ქორწინებაში. 1996 წელს ის ცოლად გაჰყვა მსახიობ ჯონი ლი მილერს, ქორწინებამ მხოლოდ 1 წელიწადს გასტანა...

2000 წელს ანჯელინა ბილი ბობ ტორტონის მეუღლე გახდა, წყვილი სამი წლის შემდგომ დაშორდა.

ფაქტი 16. 2005 წელს "მისტერ და მისის სმიტების" გადაღებაზე გაიცნო ბრედ პიტი და მათი რომანიც დაიწყო. 2014 წელს მათ იქორწინეს.

ფაქტი 17. ანჯელიანს საქორწილო კაბა მისი შვილების ნახატებით იყო მორთული.

ფაქტი 18. ანჯელინა და ბრედს ექვსი შვილი ჰყავთ, აქედან სამი ნაშვილები
– მედოქს ჩივანი (05.08.01წ.), პაქს ტიენი (29.11.03წ.), ზაჰარა მარლი (08.01.05წ.) და ბრედ პიტთან საერთო, ასევე სამი პატარა : შაილო ნუველი (27.05.06წ), ტყუპები –ნოქს ლეონი და ვივიენ მარშელინი (12.07.08წ.)

ფაქტი 19: მსოფლიოს ულამაზეს და გავლენიან წყვილად აღიარებული ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის შოკისმომგვრელი და სკანდალური განქორინების შესახებ ოფიციალური განცხადება 2016 წლის სექტემბერში გავრცელდა.

ფაქტი 20 ანჯელინას დედა და ბებია მკერდის სიმსივნის შედეგად გარდაეცვალა. პრევენციის მიზნით, ანჯელიამ ორივე მკერდის ამპუტაცია გაიკეთა, ასევე ამოიჭრა საკვერცხეები.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
გზა რომელიც თამარ ბაჩალიაშვილმა გარდაცვალებამდე გაიარა - ვიდეო
თიბისი კაპიტალმა განახლებული, რიგით მეოთხე მაკრო-სექტორული მიმოხილვა წარადგინა
21-ე საუკუნეში, ადამინებს მათ ოჯახებთან ერთად არ უნდა უწევდეთ ცხოვრება ასეთ გაუსაძლის მდგომარეობაში - ირმა ნადირაშვილი
ჩვენი კითხვა ეკონომიკის მინსიტრთან იქნება ის, თუ რა უნდა მოხდეს იმისთვის, რომ ივანიშვილის მთავრობამ ეს თვითკმაყოფილი განწყობა საკუთარი მოქმედებების მიმართ შეცვალოს- გიგა ბოკერია
პარლამენტის წევრი, რომელიც საბიუჯეტო განხილვას ესწრებოდა, პორნოების ყურებით იყო გართული (ფოტო)
კრიზისის ერთადერთი გამოსავალი არის წნეხის სწრაფად დაწევა მოქალაქეებისათვის - გიგა ბოკერია
ქვეყანა რომ მიუახლოვდეს ნატოში ინტეგრაციას, არ უნდა ჰყავდეს მთავრობა, რომელსაც გავრილოვი ჩამოჰყავს ქვეყანაში - სერგი კაპანაძე
პროკურატურა: ბაჩალიაშვილის საქმეზე მტკიცებულებების ფალსიფიკაციის ფაქტზე სამართლებრივი რეაგირება მოხდება
ეს მინისტრი არის ამ ჩაფლავებული ქართული ოცნების გუნდის ერთ-ერთი ყველაზე ჩაფლავებული მინისტრი - სერგი კაპანაძე
ეს არის კრიზისიდან გამოყვანის, გარდამტეხი ცვლილებების კონკრეტული გეგმა დაფიქსირებული კონკრეტული ხელშეკრულებით - გიგი უგულავა
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42