შავი ზღვის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი სტარტს დღეს ბათუმის საზაფხულო თეატრში აიღებს
კულინარია - 19:01, 31 Aug, 2017     11996
შავი ზღვის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი ტრადიციულად შავიზღვისპირეთში ტარდება და წელს, გურიასთან ერთად აჭარაც მასპინძლობს. ფესტივალი სტრატს დღეს, 31 აგვისტოს, 20:00 საათზე ბათუმის საზაფხულო თეატრში აიღებს. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ქართული ფოლკლორული ჯგუფები იალონი, ფესვები, შილდა, ელესა, ძირიანი, ასევე ფესტივალში მონაწილე შემსრულებლები უკრაინიდან, სომხეთიდან, პოლონეთიდან, იტალიიდან და თურქეთიდან.

ფესტივალის ფარგლებში კონცერტები ასევე გაგრძელდება 1 სექტემბერს, ურეკში. ამავდროულად, მთელი დღის განმავლობაში დაგეგმილია რეპეტიციები Black Sea Arena-ს სცენაზე, სადაც ყველა მონაწილე საკუთარ ნომერს შეასრულებს ხმის და კონცერტის რეჟისორთან ერთად. ფესტივალი 2 სექტემბერს, გრანდიოზული გალა კონცერტით Black Sea Arena-ზე დასრულდება.

წელს ფესტივალი სამ დღის განმავლობაში გაგრძელდება და 7 ქვეყანას უმასპინძლებს. მაყურებლის წინაშე ესპანეთის, იტალიის, პოლონეთის, უკრაინის, სომხეთის, თურქეთისა და საქართველოს ფოლკლორული ანსამბლები წარსდგებიან და თავიანთი ქვეყნის უნიკალურ ხალხურ ტრადიციებს, სიმღერითა და ცეკვით წარმოადგენენ. როგორც ფესტივალის ორგანიზატორები აღნიშნავენ, წელს ფესტივალს დიპლომატიური კორპუსი ოფიციალურ მხარდაჭერას უცხადებს და მის წარმატებულად ჩატარებაში დიდი წვლილი შეაქვს იტალიის, თურქეთი, პოლონეთისა და უკრაინის საელჩოებს. მათივე ძალისხმევითა და მხარდაჭერით გაიზრდება მონაწილე ფოლკლორული ანსამბლების რაოდენობაც.ცეცხლოვან შოუს ესპანელები გვპირდებიან, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჯგუფი “La Moneta & Flamenco” სპეციალური სტუმრის სტატუსით ფესტივალის გალა კონცერტზე, 2 სექტემბერს წარსდგება მაყურებლის წინაშე. მათ შეუერთდებიან საუკეთესო ფოლკლორული გუნდები პოლონეთიდან, უკრაინიდან, სომხეთიდან, თურქეთიდან და იტალიიდან. ყველაფერ ამას კი, რა თქმა უნდა, ქართველი შემსრულებლები მრავალხმიანობითა და ცეცხლოვანი ცეკვებით შეაზავებენ. ფესტივალი, რომლის ავტორი და ორგანიზატორი ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრია, Black Sea Arena-ს, ,,Check in Georgia"-სა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდება.

ხვალ, 1 სექტემბერს Black Sea Arena-ზე ფესტივალის ორგანიზატორები პრესკონფერენციას გამართავენ. ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი გიორგი დონაძე, „ბლექ სი არენა ჯორჯიას” დირექტორი ანა კვლელიშვილი, გურიაში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი მერაბ ჭანუკვაძე და ესპანელი ფოლკლორისტი პოლო ვალეხო შავი ზღვის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალის მნიშვნელობაზე, მონაწილე ქვეყნებსა და ფოლკლორულ ჯგუფებზე, გალა კონცერტის დეტალებსა და მოსალოდნელ შედეგებზე ისაუბრებენ.






მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
კარტოგრაფების საქმე - მშვენიერაძე პროკურატურის მიერ მოპოვებულ ივერი მელაშვილის საუბრის ფარულ ჩანაწერს აქვეყნებს
ნეაპოლში გაუჩინარებული ქართველი ემიგრანტი იპოვეს
"ბოდიში ამას რომ გეკითხები მაგრამ…" – რისთვის მოუხადა მაია ასათიანმა ინდირა ჯგერენაიას ბოდიში?
"დაამთავრა თუ არა სიმღერა, ჩამოვიდა, მოუქნია მუჭი, დააგდო და გაითხლაშა ის..." - ვინ გალახა ინდირა ჯგერნაიამ (ვიდეო)
"უცებ აცხადებენ, რომ უნდა გამოვიდეს, ნანახი არ მყავს ამდენი წელია, შუა სიმღერის დროს ვუთხარი ხო ხარ ღირსი გამოგირთო პლუს ფონოგრამა-თქო..." - რას ყვება ინდირა ჯგერნაია
"ცოტა შიდა ინფორმაცია გამომაქვს, ნიკა გიჟდებოდა შენზე, ის პრიზი სპეციალურად შენთვის..." - რა გაამხილა ია ფარულავამ
"ნინო ჩხეიძის აწეული რეიტინგი არაფერში მჭირდება, შენი წონა ნოტი მაქვს ნაქსეროქსები..." - ინდირა ჯგერნაიას სკანდალური აღიარება
ჯო ბაიდენის ტრაგედიით სავსე ცხოვრება – გზა ცოლისა და ორი შვილის სიკვდილიდან აშშ–ის პრეზიდენტობამდე
წინასაახალწლოდ კახა კალაძემ 5 მილიონზე მეტი ლარის დანამატი გასცა - ფორმულა
კირა ნაითლი მამაკაცი რეჟისორების ფილმებში სექს-სცენებში აღარ ითამაშებს
მამა იოანე უსახსრობის გამო იღუპება - მამა იოანე წკეპლაძე ღვიძლის დაავადებას ებრძვის, მას საზოგადოების დახმარება სასწრაფოდ სჭირდება
GHB დამალევინა... დილით მის ლოგინში შიშველმა გავიღვიძე - აზია არჯენტო "ფორსაჟისა" და XXX-ის რეჟისორს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ფონიჭალაში უცნობმა პირებმა სომხურ სატვირთო მანქანებს ქვები დაუშინეს
"მოგვხედონ, ჩვენც აქ ვართ“ - ფიტნეს ცენტრები მთავრობისგან მხარდაჭერას ითხოვენ
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
ახალციხე შესაძლოა ახალი ინფექციის აფეთქების კერად იქცეს – დღეს ყირიმ–კონგოს ცხელებით 23 წლის ბიჭი დაიღუპა
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42