ხარატიშვილის განცხადება, ამომრჩეველთა პირადი ნომრების გამოქვეყნების შესახებ, სიმართლეა
17:26, 28 Sep, 2013     1694

ფაქტ-მეტრი დაინტერესდა შეემოწმებინა, შეესაბამება თუ არა პრეზიდენტობის კანდიდატის ზურაბ ხარატიშვილის განცხადება სიმართლეს. შეგახსენებთ, რომ 2013 წლის 15 სექტემბერს პრეზიდენტობის კანდიდატმა, ზურაბ ხარატიშვილმა, განაცხადა: „იუსტიციის სამინისტრომ გამოაქვეყნა [რეგისტრაციიდან] მოხსნილ ამომრჩეველთა სია პირადი ნომრებით. ეს არის კანონის  და მოქალაქეების პირადი ინფორმაციის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის დარღვევა“.

 

,,ნიუპოსტი“ უცვლელად გთავაზობთ ფაქტ-მეტრის მიერ მომზადებულ მასალას:

2013 წლის 10 სექტემბერს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, რეგისტრაციიდან მოხსნილი მოქალაქეების სრული სია ვებ-გვერდის საშუალებით გამოაქვეყნა. სია შეიცავს რეგისტრაციიდან მოხსნილი პირების მონაცემებს: სახელს, გვარს, დაბადების თარიღს და პირად ნომერს.

 

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მიზანია პერსონალური მონაცემის დამუშავებისას უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა, მათ შორის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა. ამავე კანონის მეორე მუხლის „ა“ ნაწილის მიხედვით, პერსონალურ მონაცემებს წარმოადგენს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს. პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, კერძოდ, საიდენტიფიკაციო ნომრით ან პირის მახასიათებელი ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური ნიშნებით.

 

საიდენტიფიკაციო ნომერში მოიაზრება პირადი ნომერიც (მეორე მუხლის „ს“ ნაწილი). შესაბამისად, უფლებამოსილმა პირებმა უნდა უზრუნველყონ საიდენტიფიკაციო ნომრის დაცვა. აღსანიშნავია, რომ ეს კანონი არ განსაზღვრავს, თუ პირის რომელი ინფორმაცია არის საჯარო.

 

საჯარო ინფორმაციას მიკუთვნებულ ნაწილს საქართველოს საარჩევნო კოდექსი განმარტავს. საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-14 მუხლის 1 ნაწილის „ქ“ პუნქტისა და 1841 4 ნაწილის მიხედვით   საჯარო ინფორმაციას მიეკუთვნება პირის გვარი, სახელი, დაბადების თარიღი, მისამართი საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის მიხედვით, ასევე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირისათვის იურიდიული და ფაქტობრივი მისამართი და ამომრჩევლის ამომრჩეველთა ერთიან სიაში რეგისტრაციის თარიღი და სქესი.

 

ამ ფაქტს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ გამოეხმაურა, რომლის წარმომადგენლებიც აღნიშნავენ, რომ გამოქვეყნებული ინფორმაცია  საქართველოს საარჩევნო კოდექსს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონს ეწინააღმდეგება.

 

დასკვნა

 

როგორც ვხედავთ, საჯარო ინფორმაციას არ მიეკუთვნება პირადი ნომერი, რომელიც ექცევა პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის იურისდიქციაში.

 

შესაბამისად, ჩვენ ვასკვნით, რომ  ზურაბ ხარატიშვილის განცხადება: „იუსტიციის სამინისტრომ გამოაქვეყნა მოხსნილ ამომრჩეველთა სია პირადი ნომრებით. ეს არის კანონის  და მოქალაქეების პირადი ინფორმაციის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის დარღვევა“, არის სიმართლე.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
"რას მაიმუნობთ თქვე საცოდავებო...ფეხებზე მკიდია თქვენი ცარიელი ციფრები… გადადეთ არჩევნები" – ხატია სიჭინავა მთავრობას მიმართავს
"უძვირფასესი საჩუქარი, მადლობა..." - რა აჩუქა ილია მეორემ გიორგი შაქარაშვილის იუბილარ დედას
არჩევნებზე არავინ დაინფიცირდება, საარჩევნო კამპანიის პერიოდი შეიცავს რისკებს - თენგიზ ცერცვაძე
"პატრიოტთა ალიანსის" კველვაში "პატრიოტთა ალიანსი" პირველ ადგილზეა
თუ არ დავიცავთ რეგულაციებს იქნება ისეთი მატება, რომელიც ჯანდაცვის სისტემას წალეკავს - აკაკი ზოიძე
"იმოძრავეთ რაც შეიძლება მეტი, ოთახში იარეთ, ბუქნები აკეთეთ, ყველაფერი რაც ფეხი კუნთებს აამუშავებს..." - ინფექციონისტის რეკომენდაციები კოვიდის სახლში მკურნალობაზე
ახალციხეში კორონავირუსი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების 13 თანამშრომელს დაუდასტურდა
20 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
საარჩევნო ადმინისტრაცია სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების 31 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობას სანიტარიულ-ჰიგიენური წესების სრული დაცვით უზრუნველყოფს
კუბოებით რომ გვემუქრება, გამოჩნდა, რომ პირველი ტალღა გაზაფხულზე არ ყოფილა - გუგავა იმნაძეზე
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42