შინდისის გმირების უკანასკნელი ფოტო - რუსეთ-საქართველოს 300 წლიანი ომის აგვისტოს ეპიზოდი
13:26, 11 Aug, 2020     3515
ეს ფოტო ერთერთი უკანასკნელია, რომელიც შინდისის გმირებმა გადაიღეს.

აქ 2008 წლის 11 აგვისტოს სენაკის მეორე ბრიგადის ჩვიდმეტი ჯარისკაცი გმირულად დაიღუპა ქართველმა სამხედროებმა, სამშობლოსათვის თავდადების საოცარი მაგალითი დაუტოვეს ერის ისტორიას.

რა მოხდა შინდისში:

2008 წლის 11 აგვისტოს დილის 10 საათზე, რუსეთის 53-ე არმიის 70-ე მოტომსროლელი პოლკი ცხინვალის დასატოვებლად ემზადებოდა. მეომრებს შორის იყო ვინმე დროზდოვი, რომელსაც ბატალიონის მეთაურის (გრიგორი ხარიტონოვი) თქმით, სარატოვში ქართველი მეგობარი ჰყავდა.

არმია ნიქოზისკენ მიდიოდა, უეცრად კოლონა ქართული არტილერიის ცეცხლის ქვეშ მოექცა. ჯარისკაცები თავზარდაცემულები უყურებდნენ როგორ ეკიდა ცეცხლი ტანკებს და მძიმე ტექნიკას, იყვნენ დაღუპულებიც.

II ბრიგადის საშტაბო ასეული სოფელ ყელქცეულადან გორისკენ მიემართებოდა. მათ არ ჰქონდას კავშირგაბმულობა და ასეულის ხელმძღვანელობამ არ იცოდა, რომ გორამდე არცერთი ქართული შენაერთი აღარ იმყოფებოდა.

სოფელ შინდისთან ასეულმა ტანკები შენიშნა, ერთ-ერთ ტანკს ქართული დროშა ქონდა დამაგრაბელი რაც ქართველებმაც შეამჩნიეს და აუღელვებლად გააგრძელეს გზა. უეცრად, რკინიგზასთან, გამაყრუებელი ხმა გაისმა, კოლონის პირველი და ბოლო მანქანა ცეცხლის ალში გაეხვია, შიგ მსხდომებმა გადმოსვლა ვერ მოასწრეს... ასეულის მეთაური მიხვდა, რომ ის ტანკები რუსული იყო და დროშა სატყუარა.

ამ დროს რუსული კოლონა უხალისოდ მიდიოდა და ბატალიონის მეთაური, ხარიტონოვიც სდუმდა. დუმილი რადიოკავშირმა დაარღვია, რომელმაც მათ აცნობა, რომ რუსული დაჯგუფება შინდისთან ქართველების ჩასაფრებაში მოჰყვა და ითხოვდნენ დახმარებას. ხარატონოვი მეომრებთან ერთად შინდისისკენ გაემართა.

შინდისში, რუსების მეთაური გაოგნებული იყო ქართველების წინააღმდეგობით. გრიგორ ხარატონოვმა გადაწყვიტა, რომ ისინი არ ეყოფოდნენ ქართველებს და რადიოკავშირის საშუალებით კიდევ ერთი დამხმარე ჯგუფი და მძიმე ტექნიკა გამოიძახა.

რიცხობრივმა უპირატესობამ ბოლოს მაინც თავისი გააკეთა და ამ უთანასწორო ბრძოლაში ქართველები დამარცხდნენ.

ადგილზე მისული რუსები გაკვირვებულები დარჩნენ.

ხარიტონოვი და მეორე მეთაური გაოგნებულები და გაქვავებულები იდგნენ, გვამები გადათვალეს და მხოლოდ 12 კაცი აღმოჩნდა.

ჯარისკაცი საშა დროზდოვი გაოცებული იდგა და არ სჯეროდა, რომ მათ თითქმის ასეულს, მხოლოდ 12 ქართველი ებრძოდა. ბატალიონის მეთაური ხარატონოვი მდუმარედ იდგა და ნერვიულად ეწეოდა სიგარეტს...

-აი ასეთი ბიჭები, რომ მყოლოდა იქ...- ჩაილაპარაკა და გაბრუნდა. დროზდოვმა კი გაიფიქრა რომ იგი ჩეჩნეთს გულისხმობდა..

შინდისის უთანასწორო ბრძოლას სულ 17 ქართველი შეეწირა, მათ წინააღმდეგ გამოყენებული იქნა თითქმის ყველა სახის იარაღი, ტანკების 125მმ-იანებით დაწყებული ნაღმტყორცნებით სხვადასხვა ქვემეხებით ტყვიამფრქვევებით დამთავრებული..

ესენი კი რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომში დაღუპული შინდისელი გმირები არიან:

მიხეილ დვალიშვილი, მალხაზ აბაშიძე, ამირან შაინიძე, ალექსანდრე ონიანი, რუსლან წულაძე, ზვიად კაცაძე, ილია გაბუნია, რომან ზოიძე, კახა კოშაძე, ემზარ წილოსანი, ფელიქს კაკაურიძე, ვეფხია ჯიშკარიანი, მარლენ ბარამია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, შმაგი კუპატაძე, ნიკოლოზ ფორჩხიძე.

შინდისის ბრძოლის ამსახველი ფოტო:


დაღუპული 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 169 სამხედრო, 14 პოლიციელი და 3 ჟურნალისტი, დაჭრილი 1 747 ადამიანი...

ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი.

150 000 ადამიანი, რომელიც იძულებული გახდა საკუთარი სახლი დაეტოვებინა და 30 ათასი ადამიანი, ვინც დღემდე დევნილობაში რჩება...

ეს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის შედეგია. ომი, რომელიც დღესაც გრძელდება...





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
შიდსით დაავადებულმა პედოფილმა 12 წლის გოგონა გააუპატიურა
"ნაციონალური მოძრაობის" წევრს, ლაშა ცუცქირიძეს 2 უცნობი პირი თავს დაესხა
არაოფიციალური გზით მივიღე, წყაროს დარტყმის ქვეშ ვერ დავაყენებ - დავით ფურცხვანიძე
ფურცხვანიძე არ ასახელებს ფოტომასალების წყაროს და უარი განაცხადა გამოკითხვაზე - პროკურორი
ბევრ ადამიანს უჭირს, მაგრამ ყველაფერი შედარებითია - კახი კალაძე
გასროლა ხაშურში - მოკლულია ახალგაზრდა მამაკაცი
შსს-ს მომსახურების სააგენტოს თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
მეჭიაურის მძღოლის თვითმკვლელობის მცდელობის საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
ინფიცირების მაშინდელი 20 შემთხვევა, დღევანდელ გაზრდილ შემთხვევებზე გაცილებით შემაშფოთებელი იყო, ამოუცნობ პრობლემასთან გვიწევდა გამკლავება - ნათია თურნავა
მადლობა გადავუხადოთ საქართველოს მთავრობას დიდი მხარდაჭერისთვის - რაგბის კავშირი განცხადებას ავრცელებს
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42