პრემია „საბას“ გამარჯვებულები ცნობილია
კულტურა •  13:04, 09 Dec, 2019     7876

ლიტერატურული პრემია "საბას" რიგით მე-17 საზეიმო დაჯილდოებას გუშინ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიამ უმასპინძლა.

ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ გიორგი კეკელიძე, ხათუნა ცხადაძე, თეა თოფურია, ზაალ ანდრონიკაშვილი და რუსუდან რუხაძე, გამარჯვებულები 8 ნომინაციაში გამოავლინა.

1. საუკეთესო რომანი - აკა მორჩილაძე „კუპიდონი კრემლის კედელთან“

2. საუკეთესო პოეტური კრებული - ზაზა ბიბილაშვილი „ფაზლი“

3. საუკეთესო პროზაული კრებული - ზაალ სამადაშვილი „ოსტატთან შეხვედრა“

4. საუკეთესო პიესა - ალექსანდრე ლორთქიფანიძე „დისტოპიესები“

5. საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი - თემურ ბაბლუანი „მზე, მთვარე და პურის ყანა, მანუშაკა მელოდება“

6. საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა - სულხან სალაძე „უცნობი ძველი აჭარა“

7. უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანი - ნანა ტონია თარგმანისთვის ევრიპიდეს „ჰეკაბე“ და მანანა დუმბაძე თარგმანისთვის ვირჯინია ვულფის „ორლანდო“

8. ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის „საბა“ გადაეცა მთარგმნელ მანანა გიგინეიშვილს

წელს საბას ჟიურიმ ვერ გამოავლინა შორთლისტები წლის საუკეთესო კრიტიკაში და ამ ნომინაციისთვის განსაზღვრული ჯილდო, ასევე, ჟიურის გადაწყვეტილებით, გადანაწილდა ორ სხვადასხვა ნომინაციაზე. ნომინაციაში ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა დაჯილდოვდა ნინო ლომაძის "ვაშლის ბაღები" და ნომინაციაში ლიტერატურული დებიუტი - გიორგი მასხარაშვილი "14 კრისტალის თეორია".

წელს ლიტერატურულ კონკურსში „საბა“ 300-მდე კონკურსანტი მონაწილეობდა, 1 თვის წინ „საბას“ ჟიურიმ 33 ფინალისტი დაასახელა. დაჯილდოების ცერემონიაზე სწორედ ამ ფინალისტებიდან გამოვლინდა გამარჯვებულები, რომლებსაც „საბას“ პრიზები და სოლიდური ფულადი პრემიები გადაეცათ.

გამარჯვებული წიგნების სია და მათი ელექტრონული ვერსიები განთავსებულია „საბას“ ვებგვერდზე saba.com.ge.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
თოფაძემ გამომძიებლებთან აღნიშნა, რომ დაზიანებები ბუსა ჟვანიასთან შეხლა-შემოხლის შედეგად მიიღო, თუმცა, განმარტა, რომ დანა, ან მსგავსი საგანი არ დაუნახავს - ლევან თოფაძის გამოკითხვა დასრულდა
პროკურატურის ვერსიის ერთ-ერთი საფუძველი ამირხანაშვილის ჩვენება იყო - მირიან ნიკოლაძე
"გიორგი ჩაიგდეს ხელში და..." - რატომ მოკლეს მაინცდამაინც შაქარაშვილი?
12 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
ბაჩალიაშვილის Gmail-ი გაიხსნა, ვიღაცას აქვს წვდომა - მიხეილ რამიშვილი
თამარ ბაჩალიაშვილის დედას, შსს-ში ცუდად გახდა - მას სასწრაფოს გამოძახება დასჭირდა
"თელასი" იყიდება - აქციები შესაძლოა რუსულმა "რაო ესმა" იყიდოს
თან ცემეს და თან ჩაახრჩეს წყალში - მირიან ნიკოლაძე გიორგი შაქარაშვილზე
ქართველი კაცის ქართულ მიწასთან ბმა არის სულ სხვა ემოციური სფერო - გახარია
გამომძიებლები ლევან თოფაძეს კითხავენ - მას შესაძლოა, კიდევ ერთი ოპერაცია დასჭირდეს
უბედური შემთხვევა ფონიჭალაში - საცხოვრებელი კორპუსიდან ახალგაზრდა მამაკაცი გადმოვარდა
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42