ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციისა და ქართული უნივერსიტეტების წარმომადგენელთა შორის შეხვედრა გაიმართა
განათლება - 15:28, 22 Jan, 2020     3757
ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის (EUA) წარმომადგენლებმა 20 ქართული უნივერსიტეტის რექტორებსა და ხარისხის სამსახურის ხელმძღვანელებს ევროპულ უნივერსიტეტებში სადოქტორო განათლების კვლევების შედეგები და სამომავლო გეგმები გააცნეს. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ მრგვალი მაგიდასა და დისკუსიაზე ევროპული განათლების გამოწვევებსა და პერსპექტივებზე ისაუბრეს.

თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, სადოქტორო განათლების თემაზე გამართული შეხვედრა საკმაოდ საინტერესო ფორმატისაა და ეს ხელს შეუწყობს საქართველოში სადოქტორო სწავლების განვითარებას. „შეხვედრაზე შემუშავებული რეკომენდაციებზე შემდგომში იმსჯელებენ ევროგაერთიანებაში, სადაც ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციის დასკვნებს სერიოზულ ანგარიშს უწევენ. კარგია, რომ დღევანდელ დისკუსიაში მაქსიმალურად ჩაერთვნენ ქართული უნივერსიტეტები. მნიშვნელოვანია ევროპულ უნივერსიტეტებთან პარტნიორული ურთიერთობების დამყარება,“- აღნიშნა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.

ღონისძიებაზე თსუ ხარისხის სამსახურის ხელმძღვანელმა ირმა გრძელიძემ წარმოადგინა მოხსენება, რომელშიც თსუ-ში სადოქტორო პროგრამების ხარისხის უზრუნველყოფასა და პერსპექტივაზე ისაუბრა.

„მრავალი ევროპული უნივერსიტეტი მონაწილეობდა ამ ვორკშოპის მასპინძლობის კონკურსში. გვიხარია, რომ შეხვედრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იმართება. ჩვენი ვორკშოპი ეხება სადოქტორო სწავლებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მომავალი კვლევებისა და, საერთოდ, ახალგაზრდების განვითარებისთვის,“- აღნიშნა ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ასოციაციის სადოქტორო სწავლების საბჭოს თავმჯდომარემ მარტინ რაიემ.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სადოქტორო განათლების შესახებ სემინარებსა და ვორქშოფებს 120-ზე მეტი ევროპული უნივერსიტეტის წარმომადგენლები ორი დღის განმავლობაში გამართავენ.

EUA-CDE წლიური შეხვედრა დოქტორანტურის საფეხურზე სწავლების ყველაზე მასშტაბური და ყოვლისმომცველი ევროპული შეკრებაა, რომელიც დოქტორანტურაში მიმდინარე ტენდენციებს და მოსალოდნელ პროცესებთან დაკავშირებულ პრაქტიკულ თანამშრომლობას ითვალისწინებს. ეს არის ახალი პარტნიორობისა და ევროპული გამოცდილების გაზიარების კიდევ ერთი შესაძლებლობა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42