გიორგი შარვაშიძე: „სხვისი ნაშრომი არ მიმითვისებია, რადგან ეს დადგენილება საჯარო დოკუმენტია“
განათლება - 19:58, 22 Jan, 2020     4485
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე გამოეხმაურა მისი დისერტაციის ირგვლივ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას და ნაშრომის იმ ნაწილზე ისაუბრა, რომელიც მისი თქმით, უსაფუძვლო ბრალდებების სამიზნე გახდა.

თსუ რექტორის განმარტებით, დისერტაციაში გამოყენებულია საქართველოს პარლამენტის დადგენილება, რომლის შემუშავებაზეც მუშაობდა ექსპერტთა ჯგუფი მისი ხელმძღვანელობით. „სხვისი ნაშრომი არ მიმითვისებია, რადგან ეს დადგენილება არის საჯარო დოკუმენტი. მე რომც არ ვყოფილიყავი ამ ჯგუფის წევრი და ხელმძღვანელი, ან სხვას გამოეყენებინა დადგენილება, არც ამ შემთხვევაში იქნებოდა პლაგიატი, რადგან საავტორო უფლებები არ ვრცელდება ასეთი სახის დოკუმენტებზე, საკანონმდებლო აქტებზე,“- აღნიშნა გიორგი შარვაშიძემ. მისი თქმით, ოპონენტები მანიპულირებენ როდესაც პარლამენტის დადგენილებას უწოდებენ ბროშურას. „ცხადია, პარლამენტის დადგენილება გამოქვეყნდა „საკანონმდებლო მაცნეში“ და მას ბროშურის ფორმა აქვს. ამ ბროშურის მიუთითებლობა პლაგიატი არ არის“ - განაცხადა რექტორმა. ამასთან, შარვაშიძემ განმარტა, რომ საექსპერტო ჯგუფის გარდა, ამ დადგენილებაზე მუშაობდა საქართველოს პარლამენტის ინტერფრაქციული ჯგუფი, რომელიც იყო ამ დოკუმენტის ძირითადი ავტორი. რექტორის თქმითვე, ეს იყო პარლამენტის მიერ მიცემული დავალება, რომ ინტერფრაქციულ ჯგუფს ამ პერიოდში ეს დოკუმენტი შეედგინა. „ამიტომ ყველაზე მეტი პრეტენზია, ვისაც შეიძლება ჰქონდეს, ამ ჯგუფის წევრები უნდა იყვნენ. მაგრამ, რადგან ეს არის საკანონმდებლო დოკუმენტი, მასზე არ ვრცელდება საავტორო უფლებები და, შესაბამისად, მას ვერც ავტორი ეყოლება“ - ამბობს რექტორი.

როგორც რექტორმა აღნიშნა, ამ საკითხზე დაკავშირებით ის ესაუბრა თსუ აკადემიურ საბჭოს, სენატს, საზოგადოების წარმომადგენლებს და მათ ამ თემასთან დაკავშირებით კითხვები არ დარჩენიათ.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ ბოლო პერიოდში მის წინააღმდეგ გამოთქმულ ბრალდებებთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა. გიორგი შარვაშიძე ყოველივეს უნივერსიტეტის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ ეს ყველაფერი თსუ-ს დისკრედიტაციისკენ არის მიმართული.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42