ჰოსპიტალების ქსელი "ევექსი" საგანგებო განცხადებას ავრცელებს
ჯანმრთელობა - 19:55, 08 Mar, 2020     4313

ევექსი ჰოსპიტლების არცერთი თანამშრომელი ინფიცირებული არ არის - ამის შესახებ განცხადებას ჰოსპიტალების ქსელი "ევექსი" ავრცელებს. მათი თქმით "ევექსის" არცერთი თანამშრომელი კორონა ვირუსით დაინფიცირებული არ არის და ამის შესახებ მედიაში გავრცელებული ინფორმაციები არ წარმოადგენს სიმართლეს.
"მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ხშირად ვრცელდება დაუზუსტებელი ინფორმაცია, რასაც საზოგადოება შეცდომაში შეყავს. ჩვენს სათაო ოფისის შენობაში, სადაც საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის რამდენიმე კომპანია: ევექსი ჰოსპიტლები, ევექსი კლინიკები და გეფაა განთავსებული, 5 მარტს გეფას ერთ თანამშრომელში დაფიქსირდა კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევა. აღნიშნული პირი პირადი ვიზიტით იმყოფებოდა იტალიაში. საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ, მან გაიარა პროტოკოლით გაწერილი პროცედურა სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე და შემოწმების მომენტში ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნა. საქართველოში დაბრუნების მეორე დღეს, 2 მარტს, აღნიშნული პიროვნება გამოცხადდა სამსახურში და თანამშრომლების გარკვეულ წრესთან (15 ადამიანი) ჩაატარა საქმიანი შეხვედრები, იმ დროისთვის მას ვირუსისთვის დამახასიათებელი კლინიკური სიმპტომები არ აღენიშნებოდა. დაინფიცირებული პირი ოფისში იმყოფებოდა მხოლოდ 2 მარტს. 3 მარტიდან კი, მას შემდეგ, რაც მის მეგობარს, რომელთანაც იტალიაში იმყოფებოდა, ტემპერატურის მატება აღენიშნა, ის ოფისში აღარ მოსულა.
მასთან შემხებლობაში მყოფი ყველა პირი იდენტიფიცირებულია, იმყოფება თვითიზოლაციაში და არის დაავადებათა კონტროლის ცენტის დაკვირვების ქვეშ. ევექსი ჰოსპიტლებიდან აღნიშნულ პიროვნებასთან კონტაქტი ჰქონდა მხოლოდ 2 პირს, რომლებიც ასევე დაუყოვნებლივ მოექცნენ თვითიზოლაციაში. არცერთ მათგანში, ამ ეტაპისთვის, ვირუსი გამოვლენილი არ არის, რასაც ევექსი ჰოსპიტლების თანამშრომლებში ვირუსით დაინფიცირების რისკი ფაქტობრივად 0-მდე დაყავს.
ამ შემთხვევის შემდეგ ერთადერთი დაინფიცირებული პირი, რომელიც ევექსი ჰოსპიტლების სახელთანაა კავშირში, საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის დირექტორი და ევექსი ჰოსპიტლების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ გამყრელიძეა, რომელმაც საკუთარი სტატუსი გუშინ თავადვე საჯარო გახადა. ასევე, იდენტიფიცირებულია ნიკოლოზ გამყრელიძესთან შემხებლობაში მყოფი ყველა კონტაქტი და ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

გვინდა, გამოვეხმაუროთ ყველა იმ დაინტერესებულ პირს, რომელიც აქტიურად აშუქებდა კორონავირუსთან დაკავშირებულ მოვლენებს და ვთხოვოთ, თავი შეიკავონ დაუზუსტებელი და ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან. ევექსი ჰოსპიტლების არცერთი თანამშრომელი ინფიცირებული არ არის. გამომდინარე იქიდან, რომ კომპანიის კუთვნილი სამედიცინო დაწესებულებები ევექსი ჰოსპიტლების სახელის ქვეშ ოპერირებენ, მოსახლეობას ექმნება მცდარი ინტერპრეტაცია, თითქოს ვირუსი სამკურნალო დაწესებულებებშია გავრცელებული, რაც მღელვარების საფუძველს ქმნის.
დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელება ნეგატიურად მოქმედებს როგორც საზოგადოებაზე, ასევე - კომპანიებში დასაქმებულ თანამშრომლებზე.
პატივისცემით
ლიკა." - ვკითხულობთ განცხადებაში.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42