თსუ-ში ელექტრონული სწავლება დაიწყო
განათლება - 16:12, 16 Mar, 2020     4886

თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (ISET) 350 სტუდენტს დღეიდან ელექტრონული სწავლების მოდელს სთავაზობს. ელექტრონული სწავლების საერთაშორისო მოდელი უახლეს ტექნოლოგიებზეა დაფუძნებული და ელექტრონული სწავლების სინქრონული და ასინქრონული ელემენტების გამოყენებას (zoom; smartboard; webinar) ითვალისწინებს. ლექციები არის ინტერაქციული, სტუდენტებს საშუალება აქვთ დასვან კითხვები და მონაწილეობა მიიღონ საკლასო დისკუსიებსა და განხილვებში. ონლაინ პლატფორმა ლექციების სინქრონულ რეჟიმში ჩატარების (ე.წ.ლაივსტრიმი) საშუალებას იძლევა. ჭკვიან დაფებს (Smartboards) აქვთ დაფისა და სალექციო მასალის ონლაინ რეჟიმში გაზიარების ფუნქცია.

ელექტრონული სასწავლო პროცესის დაწყებას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე და ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის ხელმძღვანელი თამარ სულუხია გაეცნენ. პირველი ონლაინ ლექცია საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორმა მუჰამედ ასალიმ ჩაატარა.

თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის განცხადებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყველა ფაკულტეტმა ეტაპობრივად დაიწყო დისტანციური სწავლების ელემენტების დანერგვას. 23 მარტიდან ყველა მიმართულებაზე დისციპლინიდან გამომდინარე სხვადასხვა პაკეტებს შევთავაზებთ სტუდენტებს. სასწავლო მასალა და ელექტრონული ლექციები ყველა სტუდენტისთვის იქნება ხელმისაწვდომი- აღნიშნა თსუ რექტორმა. მისივე თქმით, მასალების ატვირთვა ეტაპობრივად სხვადასხვა პლატფორმაზე მიმდინარეობს.

თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის ხელმძღვანელის თამარ სულუხიას ინფორმაციით, ყველა საგანი, რომელიც ამ სემესტრში იყო დაგეგმილი, სტუდენტებს სასწავლო ცხრილის ცვლილების გარეშე ელექტრონულად მიეწოდებათ. „სტუდენტები სახლიდან გაუსვლელად სრულყოფილად ჩაერთვებიან აკადემიურ პროცესში, ლექციები ჩატარდება ონლაინ რეჟიმში, სადაც სტუდენტები სახლიდან დარეგისტრირდებიან, შევლენ სისტემაში და დაესწრებიან ლექციას. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ეს არის webinar, სადაც სტუდენტი იღებს მონაწილეობას ინტერაქტიულ რეჟიმში. მას აქვს საშუალება დასვას შეკითხვა, გამოთქვას მოსაზრება და ა.შ.“ - განაცხადა თამარ სულუხიამ.

ახალი კორონავირუსის ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრთან მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, სააუდიტორიო სწავლება 1 აპრილიდან აღდგება. მანამდე კი, თსუ ფაკულტეტების, პროფესიული განათლებისა და აბიტურიენტთა მოსამზადებელი ცენტრების ადმინისტრაციები აქტიურად მუშაობენ, რომ 23 მარტიდან ელექტრონული სწავლების ელემენტების პილოტირება დაიწყოს. ამასთან, თსუ საბავშვო უნივერსიტეტმა უკვე დაიწყო დისტანციურად ფუნქციონირება.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
"პირზე აკრული წებოვანი ლენტი და სხეულზე მიყენებული მრავლობითი დაზიანებები" - ახალციხეში სასტიკი მკვლელობის დეტალები
შარლ მიშელი კიდევ ერთხელ დარწმუნდება იმ უკანონო ქმედებებში, რომელსაც რუსეთი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ახორციელებს - ზალკალიანი
შარლ მიშელს ექნება შესაძლებლობა პარტიების წარმომადგენლებს შეხვდეს და განიხილოს ის გზები, რომელიც აუცილებელია სიტუაციის დეესკალაციისთვის და დიალოგისთვის - ზალკალიანი
ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ ევროკავშირი საქართველოს ახლო მეგობარია - კარლ ჰარცელი შარლ მიშელის ვიზიტზე
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი თბილისშია
ლედი გაგას გატაცებული ძაღლები დაუბრუნეს - დასაჩუქრდა თუ არა მპოვნელი 500 000 დოლარით
შოკისმომგვრელი ისტორია - 8 წლის განმავლობაში ერთად მომუშავე დაქალები დები აღმოჩნდნენ
უიშვიათესი ყვითელი პინგვინი , რომელიც აქამდე ჯერ არავის უნახავს (ფოტოები)
ანტარქტიდას უზარმაზარი ზომის ყინული მასა მოწყდა (ვიდეო)
ბზიანას ტაძრის ჩამონგრეულ სახურავს საქართველოს რუკის ფორმა აქვს (ფოტო)
"საბჭოთა წესები" საზმაუზე - ტელევიზიამ თანამშრომლებს სოციალური ქსელის "გამოყენების წესები" დაუდგინა
რა შეზღუდვები იხსნება ხვალიდან - ჩამონათვალი სრულად
"ვნებები არასდროს კმაყოფილდებიან - გაუმაძღრები არიან" - მიტროპოლიტი შიო
აქცია რუსთავში - მძღოლებთან შესახვედრად ევაკუატორები და გუბერნატორი ერთად გამოჩნდნენ
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
ახალციხე შესაძლოა ახალი ინფექციის აფეთქების კერად იქცეს – დღეს ყირიმ–კონგოს ცხელებით 23 წლის ბიჭი დაიღუპა
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42