სტრესის მართვა ეპიდემიების დროს
14:04, 23 Mar, 2020     3484

ნებისმიერ დროს, განსაკუთრებით კი ეპიდემიების დროს, სტრესული აშლილობა, რომლის ძირითადი ნიშნებიცაა გადაჭარბებული ემოცია, პანიკა და შიში, მხოლოდ ხელს უწყობს დაავადების განვითარებასა და მისი არეალის გაფართოებას, - აღნიშნავს აკად. ფ. თოდუას სამედიცინო ცენტრის ნევროლოგი იოსებ ბურდულაძე და რეკომენდაციებს გვთავაზობს.

სტრესი, ჩვენი ცხოვრების თანამდევია და შეიძლება ითქვას, „სასარგებლოც“, რადგან ის ადამიანის ძალების მობილიზებას და ცვალებად სამყაროსთან შეგუებას უწყობს ხელს. მაგრამ თუ სტრესი ძლიერია და დიდხანს გრძელდება, ადამიანი ვერ ახერხებს ადაპტაციას, რასაც მივყავართ ფიზიოლოგიურ და ფსიქიკურ ძვრებამდე.

მეოცე საუკუნის 30-იან წლებში ფიზიოლოგმა ჰანს სელიემ აღწერა, რომ ადამიანის ორგანიზმი ყოველგვარ შინაგან და გარეგან გამღიზიანებლებზე ერთნაირი პირველადი რეაქციით - ერთგვარი დაძაბულობით რეაგირებს.

სტრესი სხვადასხვანაირად მჟღავნდება: მეხსიერების გაუარესებით, ყურადღებისა და კონცენტრაციის დაქვეითებით, განსჯის უნარის შესუსტებით. ამ დროს ადამიანი ყველაფერს ნეგატიური კუთხით ხედავს, გამუდმებით წუხს, აღიზიანებს ყველა წვრილმანი, მიილტვის მარტოობისკენ, ან ეუფლება მარტოსულობის განცდა („მთელი სამყარო ჩემს წინააღმდეგაა“), თავს იჩენს ფიზიკური ტკივილები, უმადობა, უძილობა ან პირიქით - გაძლიერებული მადა, მოჭარბებული ძილიანობა, ოფლიანობის მომატება ან მკვეთრი შემცირება, ფაღარათი, ნერვული ქცევა და სხვა.

სტრესის მრავალი გამომწვევი ფაქტორიდან, აღსანიშნავია მოულოდნელი ფაქტორები, რომლის წინააღმდეგ სამოქმედოდაც ადამიანი მზად არ არის. შეგვიძლია ვთქვათ, რომ სწორედ ასეთი ფაქტორია დღევანდელ რეალობაში გავრცელებული ახალი ვირუსი - COVID-19.

ამას ემატება ყოველდღიური ინფორმაციული სტრესიც - ნეგატიური ინფორმაციის ზეგავლენა ფსიქიკაზე, ანუ იმაზე მეტის, ვიდრე ადამიანს შეუძლია აღიქვას და გადაამუშაოს.

თუ ადამიანი კონცენტრირდება ნეგატიურ ინფორმაციაზე, დიდია რისკი იმისა, რომ ამან უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს ფსიქიკაზე.

აღნიშნულ დროს, ადამიანის ორგანიზმში იზრდება ადრენალინისა და კორტიზოლის გამომუშავება, რის შედეგადაც სისხლში მატულობს გლუკოზის დონე, ვითარდება ტაქიკარდია, არტერიული ჰიპერტენზია, თავის ტკივილი, რასაც ემატება ე.წ. ავტონომიური (ვეგეტატიური) ნერვული სისტემის სიმპტომატიკა და ხშირი პანიკური შეტევები უჰაერობით, თავბრუსხვევით, ყელში ბურთის გაჩხერის შეგრძნებით, შიშისა და უსასოობის განცდით.

თუ სტრესული ფაქტორების არსებობა გახანგრძლივდა, ვითარდება ე.წ „გამოფიტვის“ ფაზა. ამ შემთხვევაში თავისუფალი რადიკალები აზიანებს ორგანიზმის ჯანსაღ უჯრედებს და იზრდება სხვადასხვა, მათ შორის მწვავე ვირუსული დაავადებების განვითარების რისკი.

როგორც ვხედავთ, არსებობს ერთგვარი „მანკიერი წრე“ სტრესულ აშლილობასა და მწვავე დაავადებებს შორის. ერთი მხრივ, დაავადებები იწვევს სტრესულ აშლილობას, ხოლო მეორე მხრივ, დეზადაპტირებული ორგანიზმი ადვილად იქცევა სხვადასხვა დაავადების სამიზნედ. არაფერს ვამბობთ იმაზე, რომ შიშისა და პანიკის დროს ადამიანი ვერ ახერხებს, დაიცვას პრევენციული თუ სამკურნალო ღონისძიებები და პირიქით, ამ პერიოდში ხშირად შეცდომებსაც კი უშვებს.

გირჩევთ, შევინარჩუნოთ სულიერი და ფიზიკური სიმშვიდე ნებისმიერ, განსაკუთრებით, დღევანდელ სიტუაციაში. ჩვენი ემოციური მდგომარეობიდან გამომდინარე არაორგანიზებულობითა და დაუდევრობით, ნუ ვავნებთ ჩვენს თავს და გარშემომყოფებს.

გვახსოვდეს: ნერვიულობა კარგს არაფერს მოგვიტანს!





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ფოთში - ბოკერია, ზუგდიდში - უგულავა და სხვები... - ევროპულმა საქართველომ 14 ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა
რას დაუპირისპირებს ოპოზიცია არჩევნებზე შესაძლო გაყალებებასა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას - სააკაშვილის კომენტარი
კორონავირუსმა დებს ერთმანეთი 50 წლის შემდეგ აპოვნინა
გიორგი შაქარაშვილის ბურუსით მოცული მკვლელობა - საქმეში არსებული ერთ-ერთი მანქანა შსს-მ მხოლოდ 2 თვის შემდეგ დალუქა
"ვაშაძის გადაწყვეტილება ივანიშვილის ინტერესებს ემსახურება, ასევე, ძალიან ბევრი შეკითხვაა, თუ ვინ აფინანსებს ამ პოლიტიკურ პროექტს"- სამადაშვილი
"მართვით სუნთქვაზეა" – გოგი თოფაძე დაჭრილი შვილიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე
"როდესაც "ბრეზპრიდელი“ მართავს ქვეყნას, შედეგიც ასეთი დგება... "ოცნების“ მმართველობა მთავრდება" - მიხეილ სააკაშვილი
სისხლიანი დაპირისპირება ბუსა ჟვანიას და ლევან თოფაძეს შორის - გოგი თოფაძეს დღეს გამოკითხავენ
"არსებობს მაღალი საფრთხე წყაროს გამჟღავნებისა, ოქმში ეს პოზიცია დავაფიქსირე" - დავით ქაშიაშვილმა საგამოძიებო უწყება დატოვა
ბუსა ჟვანიას მიერ ლევან თოფაძის დაჭრის საქმეზე გამოკითხვები დაიწყო
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42