“ჯიპიაი ჰოლდინგი” ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალს ანაზღაურებას გაუორმაგებს
12:55, 05 Apr, 2020     1796

კომპანია “მადლობის ფონდს” ქმნის და პირველადი შენატანის სახით 100,000 ლარის კონტრიბუციას აკეთებს.

4 აპრილი, საქართველო, თბილისი: “ჯიპიაი ჰოლდინგი” Covid- 19 -ის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში აქტიურად ერთვება. სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში კომპანია ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალს , აპრილის თვის ანაზღაურებას გაუორმაგებს. “ჯიპიაიში” აცხადებენ, რომ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი იმ ადამიანების დახმარება და დაფასებაა, რომლებიც ვირუსის დასამარცხებლად ბრძოლის წინა ხაზზე დგანან.

COVID-19 თან ბრძოლის ფარგლებში “ჯიპიაი ჰოლდინგმა” “მადლობის ფონდი” დაარსა, სადაც პირველ ეტაპზე 100 000 ლარი გადარიცხა . სამედიცინო პერსონალის ანაზღაურებას კომპანია სწორედ ამ ფონდიდან დაფინანსებს. კომპანიის ხელმძღვანელების განცხადებით, შესაძლოა კომპანიის შენატანი კიდევ გაიზარდოს. “ჯიპიაი ჰოლდინგი” ყველა თანამშრომელს აძლევს შესაძლებლობას მადლობა უთხრას ექიმებს და “მადლობის ფონდში” დამატებით, მისთვის სასურველი თანხა გადარიცხოს. შესაბამისად, სამომავლო აქტივობა კომპანიისა და თანაშრომელთა ერთობლივი კონტრიბუციებიდან დაფინანსდება.

პაატა ლომაძე, ჯიპიაი ჰოლდინგის გენერალური დირექტორი: “ვირუსმა ჩვენი ქვეყანა და მთელი მსოფლიო დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. თუმცა ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლა ჩვენი ექიმების ხელშია, რომლებიც თითოეული ჩვენგანის სიცოცხლისთვის დაუღალავად იბრძვიან. ჯიპიაიმ ეს ფონდი სწორედ მათთვის შექმნა.გვინდა მთელი კომპანიის სახელით მადლობა ვუთხრა მათ. ჩვენმა ექიმებმა უნდა იგრძნონ, რომ ამ ხანგრძლივ ბრძოლაში მათ გვერდით ვართ. ისინი ნამდვილად იმსახურებენ დაფასებას თითოეული გამოჯანმრთელებული პაციენტისა და გადარჩენილი სიცოცხლისათვის.”

თითქმის ერთი თვეა “ჯიპიაი ჰოლდინგი” covid-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით აქტიურ ღონისძიებებს ახორციელებს. კომპანიამ ოფიციალური შეზღუდვების დაწესებამდე იზრუნა თანამშრომლების უსაფრთხოებაზე, უმოკლეს დროში ააწყო დისტანციურ რეჯიმში მუშაობის სისტემა და უკვე მესამე კვირაა მისი 900-ვე თანამშრომელი უწყვეტ რეჟმში, სახლიდან მუშაობს.

კომპანიამ გააფართოვა ციფრული სისტემები და დაზღვეულებს სრული სადაზღვევო სერვისი დისტანციურად შესთავაზა. ჯიპიაის მომხმარებლები დისტანციურად ახერხებენ მიიღონ სამედიცინო და სტომატოლოგიური მომსახურების ანაზღაურება, გაიარონ სატელეფონო კონსულტაცია პირად ექიმთან, პედიატრთან და ვიწრო სპეციალისტთან, 100%-ანი დაფინანსებით. დაზღვეულებს ონლაინ შეუძლიათ მოითხოვონ საგარანტიო წერილი და გადაიხადონ დაზღვევის პრემია.

ნებისმიერ მსურველს შეუძლია შეიძინოს დაზღვევა ონლაინ ან გაიაროს სატელეფონო კონსულტაცია ჯიპიაის წარმომადგენელთან და სიტანციურად გაიფორმოს პოლისი.

ბოლო სამი კვირის განმავლობაში კომპანიამ 120 000-ზე მეტი დისტანციური ოპერაცია განახორციელა.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
გიორგი შაქარაშვილის ბურუსით მოცული მკვლელობა - საქმეში არსებული ერთ-ერთი მანქანა შსს-მ მხოლოდ 2 თვის შემდეგ დალუქა
"ვაშაძის გადაწყვეტილება ივანიშვილის ინტერესებს ემსახურება, ასევე, ძალიან ბევრი შეკითხვაა, თუ ვინ აფინანსებს ამ პოლიტიკურ პროექტს"- სამადაშვილი
"მართვით სუნთქვაზეა" – გოგი თოფაძე დაჭრილი შვილიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე
"როდესაც "ბრეზპრიდელი“ მართავს ქვეყნას, შედეგიც ასეთი დგება... "ოცნების“ მმართველობა მთავრდება" - მიხეილ სააკაშვილი
სისხლიანი დაპირისპირება ბუსა ჟვანიას და ლევან თოფაძეს შორის - გოგი თოფაძეს დღეს გამოკითხავენ
"არსებობს მაღალი საფრთხე წყაროს გამჟღავნებისა, ოქმში ეს პოზიცია დავაფიქსირე" - დავით ქაშიაშვილმა საგამოძიებო უწყება დატოვა
ბუსა ჟვანიას მიერ ლევან თოფაძის დაჭრის საქმეზე გამოკითხვები დაიწყო
პატიმრებმა ციხის დარაჯი სიკვდილისგან გადაარჩინეს- ემოციური ვიდეო
"მთავრობის წევრები და სხვა თანამდებობის პირები, სათანადო პასუხისმგებლობით არ ეკიდებიან პარლამენტის მიერ კონტროლის განხორციელებას" – "საერთაშორისო გამჭვირვალობის" ანგარიში
ქრთამის აღებისთვის გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომელი დააკავეს
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42