თსუ-ს სტუდენტებს „გრანთ თორნთონის“ სტიპენდია გადაეცათ
განათლება - 17:55, 07 Apr, 2020     2863

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 3 სტუდენტი კომპანია „გრანთ თორნთონის“ სტიპენდიანტი გახდა. ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტები თამარ ათოშვილი, ანა ბუხრაშვილი და ელენე ცეცხლაძე სპეციალურ სტიპენდიას 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში მიიღებენ.

როგორც „გრანთ თორნთონის“ მმართველმა პარტიორმა ვახტანგ ცაბაძემ განაცხადა, კომერციული სექტორის ჩართულობა და სტიპენდიების დაწესება სახელმწიფო უნივერსიტეტებში მნიშვნელოვნად გაზრდის სტუდენტების მოტივაციას. მისივე თქმით, „გრანთ თორნთონი“ აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, რაც გულისხმობს სხვადასხვა ლექციებისა და მასტერ-კლასების ჩატარებას სტუდენტებისთვის. ამასთან, წარჩინებულ სტუდენტებს ეძლევათ როგორც სტაჟირების, ისე დასაქმების შესაძლებლობა.

„კომერციული სექტორის ჩართულობა სახელმწიფო უნივერისტეტებში, სტიპენდიების დაწესება და დასაქმების რეალური პერსპექტივა, მნიშვნელოვნად გაზრდის სტუდენტების მოტივაციას, განსაკუთრებით ამ რთულ ეკონომიკურ პერიოდში. ამჯერად სტიპენდიები გადაეცემათ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის, ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულების სამ წარმატებულ სტუდენტს, რომელთაც ასევე მიეცემათ შესაძლებლობა პრაქტიკა გაიარონ და დასაქმდნენ ერთ-ერთ წარმატებულ საერთაშორისო კომპანიაში.“, - აღნიშნა ვახტანგ ცაბაძემ.

ურთერთთანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და შპს „გრანთ თორნთონს“ შორის 2018 წელს გაფორმდა და ერთობლივი პროექტების განხორციელებასთან ერთად ყოველწლიურად მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებისთვის სტიპენდიების დაწესებას, ასევე პროფესიული უნარების განვითარებაში დახმარებას, ასევე საგანმანათლებლო და სამეცნიერო მიმართულებით პრაქტიკის გავლას გულისხმობს.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის გიორგი ღაღანიძის განცხადებით, კომპანია „გრანთ თორნთონი“ ქართული ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობისა და მაღალი პროფესიონალიზმის ბრწყინვალე მაგალითია, მითუმეტეს დღეს არსებულ ვითარებაში. „ვფიქრობ, ეს თანამშრომლობა გარდა სტანდარტულად დადგენილი დადებითი მხარეებისა, წარმოაჩენს იმ ფაქტს, რომ დისტანციურადაც შეიძლება სრულფასოვანი მუშაობა. თსუ-მ დაამტკიცა, რომ ნებისმიერ ამ ტიპის გამოწვევას სწრაფად და ეფექტიანად პასუხობს, ვინაიდან გარდა თავისი მაღალპროფესიონალური პერსონალისა ასეთივე მაღალი პროფესიონალიზმით გამორჩეული პარტნიორები ყავს. კიდევ ერთხელ მადლობა კომპანიას „გრანთ ტორნტონი“,-აღნიშნა გიორგი ღაღანიძემ.

„გრანთ თორნთონის“ სტიპენდიანტი ელენე ცეცხლაძე მიიჩნევს, რომ კომპანიის მიერ დაწესებული სტიპენდია დიდი მოტივაციაა სტუდენტებისთვის, თუმცა კიდევ უფრო მეტად სასიხარულოა, რომ მათ პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობა მიეცემათ. „ეს იქნება ჩვენი პირველი ნაბიჯი მომავალ კარიერაში. დიდი მადლობა თსუ-ს, რომელიც განათლებასთან ერთად ჩვენ პრაქტიკული გამოცდილების მიღების და დასაქმების შესაძლებლობას გვაძლევს, და დიდი მადლობა „გრანთ თორნთონს“ უნივერსიტეტისა და სტუდენტების მხარდაჭერისთვის“,-განაცხადა ელენე ცეცხლაძემ.

„გრანთ თორნთონი“ მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი დამოუკიდებელი აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიების საერთაშორისო ქსელია. „გრანთ თორნთონის“ წევრი ფირმები პროფესიონალური რჩევებით ეხმარებიან დინამიკურ ორგანიზაციებს მათი ზრდა-განვითარების პოტენციალის გამოვლენაში. „გრანთ თორნთონის“ გუნდის წევრები პარტნიორთა ხელმძღვანელობით, მაქსიმალურად იყენებენ საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას იმისათვის, რომ კარგად გაიაზრონ საჯარო, თუ კერძო კომპანიების წინაშე მდგარი გამოწვევები და დაეხმარონ მათ პრობლემების გადაწყვეტაში. „გრანთ თორნთონის“ 56,000-მდე თანამშრომელი, 143-ზე მეტ ქვეყანაში მუშაობს იმისათვის, რომ იყოს გამორჩეული კლიენტების, კოლეგებისა და საზოგადოებისათვის.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ბიტკოინის ფასი სწრაფ ვარდნას განაგრძობს
ნიგერია ვაქცინის 4 მილიონ დოზას მომავალ კვირას მიიღებს
"პირზე აკრული წებოვანი ლენტი და სხეულზე მიყენებული მრავლობითი დაზიანებები" - ახალციხეში სასტიკი მკვლელობის დეტალები
შარლ მიშელი კიდევ ერთხელ დარწმუნდება იმ უკანონო ქმედებებში, რომელსაც რუსეთი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ახორციელებს - ზალკალიანი
შარლ მიშელს ექნება შესაძლებლობა პარტიების წარმომადგენლებს შეხვდეს და განიხილოს ის გზები, რომელიც აუცილებელია სიტუაციის დეესკალაციისთვის და დიალოგისთვის - ზალკალიანი
ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ ევროკავშირი საქართველოს ახლო მეგობარია - კარლ ჰარცელი შარლ მიშელის ვიზიტზე
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი თბილისშია
ლედი გაგას გატაცებული ძაღლები დაუბრუნეს - დასაჩუქრდა თუ არა მპოვნელი 500 000 დოლარით
შოკისმომგვრელი ისტორია - 8 წლის განმავლობაში ერთად მომუშავე დაქალები დები აღმოჩნდნენ
უიშვიათესი ყვითელი პინგვინი , რომელიც აქამდე ჯერ არავის უნახავს (ფოტოები)
ანტარქტიდას უზარმაზარი ზომის ყინული მასა მოწყდა (ვიდეო)
ბზიანას ტაძრის ჩამონგრეულ სახურავს საქართველოს რუკის ფორმა აქვს (ფოტო)
"საბჭოთა წესები" საზმაუზე - ტელევიზიამ თანამშრომლებს სოციალური ქსელის "გამოყენების წესები" დაუდგინა
რა შეზღუდვები იხსნება ხვალიდან - ჩამონათვალი სრულად
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
ახალციხე შესაძლოა ახალი ინფექციის აფეთქების კერად იქცეს – დღეს ყირიმ–კონგოს ცხელებით 23 წლის ბიჭი დაიღუპა
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42