როგორ ინარჩუნებს ფორმას ქართული რაგბის ამომავალი ვარსკვლავი კარანტინის პირობებში
სპორტი - 15:53, 21 Apr, 2020     4395

ახლი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ყოველდღე იმატებს. მთელი მსოფლიო შეთანხმდა იმაზე, რომ ვირუსთან ბრძოლა ვაქცინის გამოგონებამდე მხოლოდ სოციალური დისტანცირებითაა შესაძლებელი. სწორედ ვირუსთან ბრძოლას ემსახურება ეკონომიკის თითქმის ყველა დარგის გაჩერება და ზოგადად ცხოვრების „დაპაუზება“. გამონაკლისი არც სპორტია. მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეჩერებულია ყველა სპორტული აქტივობა: ვარჯიშები თუ ჩემპიონატები. თუმცა სპორტსმენებისთვის ფორმის შენარჩუნება მნიშვნელოვანია. საინტერესოა როგორ ვარჯიშობენ კარანტინისა და თვითიზოლაციის პირობებში ქართველი მორაგბეები.

Newpost.ge ქართული რაგბის ამომავალ ვარსკვლავს, მიხეილ ალანიას ესაუბრა, რომელიც საქართველოს ოცწლამდელთა ნაკრების წევრია და ფრანგული „ორიაკის“ ღირსებას იცავს.

- მოგვიყევით, როგორ და რა პირობებში გაატარეთ 14 დღიანი სავალდებულო კარანტინი სამშობლოში დაბრუნების შემდეგ?

- სამშობლოში დაბრუნებისას მე და ჩემს გუნდელებს მოგვიწია სავალდებულო კარანტინის გავლა. პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო იქ მომუშავე პერსონალს, რადგან ძალიან კარგი პირობები დაგვახვედრეს და 2 კვირის განმავლობაში მაქსიმალურად ზრუნავდნენ, რომ კომფორტში ვყოფილიყავით. სიმართლე გითხრათ გვეგონა, რომ ძალიან გაგვიჭირდებოდა ერთ ოთახში 2 კვირა, თუმცა მარტივად გადავაგორეთ - ცოტა წიგნს ვკითხულობდით და შეძლებისდაგვარად ვარჯიშობდით.

- საფრანგეთში კორონავირუსის გავრცელების კუთხით არსებული რთული მდგომარეობა რა გავლენას ახდენს თქვენზე და თანაგუნდელებზე? არ ითრგუნებით?

- ჩემზე დამთრგუნველად არ მოქმედებს, რადგან ტრავმა მაქვს და ამ პერიოდს მაქსიმალურად ვიყენებ, რომ მოვიშუშო და დავბრუნდე უკეთეს ფორმაში, ვიდრე ვიყავი.

- როგორ ახერხებთ ფორმის შენარჩუნებას და ვარჯიშს საკარანტინე შეზღუდვების პირობებში? რა მნიშვნელობა აქვს სწორ კვებას და ძილს მაქსიმალური შედეგის მიღწევაში?

- ვინაიდან ახლა უნდა დავიცვათ სოციალური დისტანცია და ყველანი ვიყოთ სახლში, ჩემს ოთახში მოვაწყვე პატარა სატრენაჟორო დარბაზი და გადავეწყვე სახლის სავარჯიშო რეჟიმზე. კვირაში ვვარჯიშობ 6 დღე და 1 დღე მაქსიმალურად ვისვენებ. ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია სწორი კვება და დასვენება.

- როგორია სპორტული ცხოვრება საფრანგეთში? როგორია თქვენი დღის წესრიგი და რამდენად შეცვალა იგი კორონავირუსთან დაკავშირებულმა გლობალურმა გამოწვევამ?

- საფრანგეთში ჩემი დღე ძალიან ადრე იწყება, რადგან ახალი ჩასული ვარ და ფრანგული ენის სწავლის პროცესში ვარ. თითქმის ყოველ დღე მაქვს გაკვეთილები. ჩემთვის ფრანგული ენის შესწავლა არის პრიპრიტეტული ჩემი პოზიციიდან გამომდინარე, რადგან მოედანზე სულ მიწევს გუნდელებთან ლაპარაკი. მთელი დღის განმავლობაში დატვირთულები ვართ. გაკვეთილიდან მივდივართ ვარჯიშზე, შემდეგ ისევ გაკვეთილზე და როდესაც გვაქვს დასვენების დრო ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად გამოვიყენოთ აღდგენისთვის. დღის წესრიგი რაც შეეხება, რა თმა უნდა კორონავირუსმა ის შეცვალა, რადგან მოედანზე ვეღარ ვვარჯიშობ, თუმცა ყველაფერს ვაკეთებ რაც სახლის პირობებშია შესაძლებელი. ფრანგული ენის სწავლაში არ მიშლის ხელს, რადგან ყოველ დღე მაქვს ონლაინ გაკვეთილები.

- რას ურჩევთ ახალგაზრდა ქართველ მორაგბეებს?

- ახალგაზრდა ქართველ მორაგბეებს ვურჩევ, რომ პირველ რიგში უყვარდეთ ის საქმე, რასაც აკეთებენ და იშრომონ ძალიან ბევრი და აუცილებლად დაუფასდებათ.

- ამბობენ, პროგნოზი უმადური საქმეაო, მაგრამ თქვენი აზრით, როდის გამნახლდება მსოფლიოს მასშტაბით ნორმალური სპორტული ცხოვრება?

- ჩემი ინფორმაციით ივნისის ბოლოს ფიქრობენ ვარჯიშების განახლებას. ეს რამდენად შესრულდება არ ვიცი, თუმცა ვარაუდობენ რომ ამ დროისთვის ვირუსის პიკი უკვე გადავლილი იქნება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42