ევექსი ჰოსპიტლები საკუთარ მომხმარებლებისთვის სამედიცინო მხარდაჭერის პროგრამას აანონსებს
ჯანმრთელობა •  17:56, 30 Apr, 2020     1524

ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიით შექმნილი მდგომარეობის ფონზე მომხმარებლებს შეზღუდული აქვთ წვდომა გეგმიურ სამედიცინო სერვისებზე, რაც მოსახლეობაში დაავადებების გართულების რისკებს ზრდის. ამ გამოწვევების დასაძლევად ევექსი ჰოსპიტლების მხარდაჭერის პროგრამის პირველი ეტაპზე ქსელში არსებულ თვრამეტივე ჰოსპიტლის წამყვანი ექიმები საერთო მიზნის ქვეშ გაერთიანდნენ.

პროგრამის ფარგლებში მომხმარებლები უფასოდ მიიღებენ:

  • ონლაინ კონსულტაციებს დარგის წამყვან სპეციალისტებთან;
  • პირადი ასისტენტის მომსახურებას, რომელიც სამედიცინო სერვისის დაგეგმვასა და საჭირო დოკუმენტაციის შეგროვებას გულისხმობს;
  • თანაგადახდის 500 ლარიან ვაუჩერს ქირურგიულ მომსახურებაზე, რომლის გამოყენებას მომხმარებლები წლის ბოლომდე შეძლებენ.

ევექსი ჰოსპიტლების მომხმარებლებმა ბენეფიტების გასააქტიურებლად ცხელ ხაზზე შეტყობინება 1-ელ ივნისამდე უნდა დატოვონ + (995 32) 2 55 05 05. პროგრამით სარგებლობას მომხმარებლები მთელი ქვეყნის მასშტაბით, ევექსი ჰოსპიტლების ყველა სამედიცინო ცენტრში შეძლებენ.

ხოლო, მათ ვინც არ არის ევექსი ჰოსპიტლების მომხმარებელი და სურთ პროგრამით განსაზღვრული სამედიცინო სარგებლის მიღება, უნდა დარეკონ ცხელ ხაზზე 1-ელ ივნისამდე და მიიღონ დამატებითი ინფორმაცია პროგრამაში დასარეგისტრირებლად.

ეს არის ევექსი ჰოსპიტლების მიერ ინიცირებული პროექტის პირველი ეტაპი. კომპანია განაგრძობს მხარდაჭერის პროგრამაზე მუშაობას და უახლოეს მომავალში მომხმარებლებს მათ საჭიროებაზე მორგებულ კიდევ ბევრ სამედიცინო სარგებელს ეტაპობრივად შესთავაზებს.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ახალქალაქში ისევ სპეცრაზმია მობილიზებული
ტრაგედიამდე 1 კვირით ადრე, ელექტრონულ ფოსტაზე პაროლი იყო შეცვლილი - რამიშვილი
ივანიშვილის მმართველობა ის გამონაკლისია, როდესაც ქვეყანაში მშვიდობა დამყარდა - ირაკლი ღარიბაშვილი
ვისაც სად უნდა იქ გაერთიანდეს, ვოლსკი უალტერნატივოა - კახა კალაძე
ჯანმო: "კორონავირუსის მსოფლიო ვაქცინაციისთვის $100 მილიარდი დოლარის დახარჯვა იქნება საჭირო"
"სასულიერო პირებს, რომლებიც ჩემს ძმას სტუმრობდნენ საპყრობილეში, მღვდელმსახურება შეუჩერეს" - თორნიკე მამალაძე
ვითიბი ბანკი ავტო სესხზე განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს
მეუფე სპირიდონი: რა კორონა, რა მორონა, სადაც ქრისტეა, იქ რა უნდა კორონას და ვირეშმაკობას?!
ძლიერმა მეწყერმა ამაღლებული ბორცვი მოწყვიტა და მძინარე ოჯახები მიწაში ჩაიტანა - შემთხვევა ინდოეთში
ოჯახი მოითხოვს დამნაშავეების უმკაცრესად დასჯას - მირიან ნიკოლაძე
ვარსკვლავების შვილები, რომლებიც ძალიან ჰგვანან ცნობილ მშობლებს - ფოტოკოლაჟი
22 წლის მომღერალს ღვთიმსგმობი სიმღერის გამო სიკვდილით დასჯიან
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42