ლიტერატურული კონკურსი „ლიტჰაიკერი" - თსუ წიგნისმოყვარულ სტუდენტებს ლიტერატურულ სამყაროში მოგზაურობის კიდევ ერთ შესაძლებლობას აძლევს
განათლება •  15:02, 01 May, 2020     1522

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი წიგნისმოყვარულ სტუდენტებს ლიტერატურულ სამყაროში მოგზაურობის კიდევ ერთ შესაძლებლობას აძლევს და იწყებს ლიტერატურულ კონკურსს „ლიტჰაიკერი“.

პროექტის მიზანია ახალგაზრდების წიგნიერების ხელშეწყობა და კონკურსის ფორმით სტუდენტებისთვის მეტი მხატვრული ლიტერატურის შეთავაზება.

სტუდენტური პროექტის იდეა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს ეკუთვნით. „ლიტჰაიკერს“ წელს უნივერსიტეტი და "სულაკაურის გამომცემლობა" ერთობლივად ახორციელებენ.

ასევე წელს პირველად პროექტში 5 რეგიონული უნივერსიტეტი ჩაერთვება. ლიტერატურულ კონკურსში მონაწილეობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გარდა, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერისტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები მიიღებენ.

კონკურსში ჩართვა სამივე საგანმანათლებლო საფეხურის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებს შეუძლიათ. კონკურსანტები პროექტისთვის შერჩეულ 10 წიგნს წაიკითხავენ და სპეციალურად კონკურსისთვის მომზადებულ ტესტებს დაწერენ. კონკურსის შედეგად გამოვლინდება 3 გამარჯვებული. გამარჯვებულები გამომცემლობის მიერ დაწესებულ პრიზებს მიიღებენ. პირველ ადგილზე გასული სტუდენტი მიიღებს ფულად ჯილდოს 500 ლარის ოდენობით და 500-ლარიან ვაუჩერს, მეორე ადგილზე გასული - 300-ლარიან, ხოლო მესამეადგილოსანი 150-ლარიან ვაუჩერს მიიღებენ. ასევე, დასაჩუქრდებიან თითოეული ტურის გამარჯვებულებიც, რომელთაც თსუ და „სულაკაურის გამომცემლობა“ საჩუქრად წიგნებს გადასცემენ.

შემეცნებითი კონკურსი ყოველწლიური პროექტია და უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის უკვე მეხუთედ ჩატარდება. 2014 წლიდან პროექტის პარტნიორი გამომცემლობა „პალიტრა L“ იყო, ხოლო 2016 წლიდან - გამომცემლობა "წიგნები ბათუმში".

პროექტის წლევანდელი პარტნიორი „სულაკაურის გამომცემლობაა“, რომელიც კონკურსის მონაწილეებს წიგნების შეძენისას სპეციალურ ფასდაკლების აქციას სთავაზობს.

პირველი ტური 16 მაისს იგეგმება.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ამირან გამყრელიძე: ერთმა ახალგაზრდა თანამშრომელმა მომწერა, ბატონო ამირან, კორონა თურმე მთებში ისვენებსო
შსს-ს 11 თანამშრომელს Covid-19 დაუდასტურდა - უწყების საგანგებო განცხადება
ბაღდათში ოჯახს, მოკრეფილი თხილი მოიპარეს - რამდენიმე დღის წინ კი ლობიო, სიმინდი და გოგრა მოიპარეს
თუ ხანგოშვილის მკვლელობასთან რუსეთის კავშირი დადგინდება, შესაბამისი რეაქცია გვექნება - გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი
ახალქალაქში ისევ სპეცრაზმია მობილიზებული
ტრაგედიამდე 1 კვირით ადრე, ელექტრონულ ფოსტაზე პაროლი იყო შეცვლილი - რამიშვილი
ივანიშვილის მმართველობა ის გამონაკლისია, როდესაც ქვეყანაში მშვიდობა დამყარდა - ირაკლი ღარიბაშვილი
ვისაც სად უნდა იქ გაერთიანდეს, ვოლსკი უალტერნატივოა - კახა კალაძე
ჯანმო: "კორონავირუსის მსოფლიო ვაქცინაციისთვის $100 მილიარდი დოლარის დახარჯვა იქნება საჭირო"
"სასულიერო პირებს, რომლებიც ჩემს ძმას სტუმრობდნენ საპყრობილეში, მღვდელმსახურება შეუჩერეს" - თორნიკე მამალაძე
ვითიბი ბანკი ავტო სესხზე განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს
მეუფე სპირიდონი: რა კორონა, რა მორონა, სადაც ქრისტეა, იქ რა უნდა კორონას და ვირეშმაკობას?!
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42