"გაუქმდეს თუ არა სრულიად გამოცდები, ალბათ, ამაზე საუბრის გაგრძელება არც ღირს, უპრიანი არ იქნებოდა გადავადებაც" - მაია მიმინოშვილი
განათლება •  19:55, 01 May, 2020     1825

გაუქმდეს თუ არა სრულიად გამოცდები და ყველა მსურველი ჩაირიცხოს უმაღლეს სასწავლებელში, ალბათ ამაზე საუბრის გაგრძელება არც ღირს - ამის შესახებ მაია მიმინოშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საღამოს ნიუსრუმი“ განაცხადა.მაია მიმინოშვილის თქმით, არ იგეგმება არც გამოცდების გადავადება, რადგან არავინ იცის რა მოხდება მომავალში.
„საუბარია იმასთან დაკავშირებით, გაუქმდეს თუ არა სრულიად გამოცდები და ყველა მსურველი ჩაირიცხოს უმაღლეს სასწავლებელში, ალბათ ამაზე საუბრის გაგრძელება არც ღირს და დამეთანხმებით, რომ ეს ნამდვილად არ იქნება გამართლებული, თუნდაც იმ მიზეზის გამო, რომ ძალიან ბევრი მცდელობა იყო იმასთან დაკავშირებით, რომ სასწავლო პროცესი არ ჩავარდნილიყო, შემოღებულ იქნა ე.წ ონლაინკურსები და სასწავლო პროცესები ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს და არ გამოცხადდა აკადემიურ წლად, რაც ნამდვილად ძალიან სწორი გადაწყვეტილებაა. ბუნებრივია, უმაღლეს სასწავლებლები ისევ ელოდებიან სტუდენტებს, მათ უნდა განაახლონ ეს პროცესი, როგორიც არ უნდა იყოს რეალობა მომავალში და ამ აბიტურიენტებს ნამდვილად სჭირდებათ შერჩევის კონკრეტული სისტემა. ახლა არანაირი დრო არ არის იმის, რომ ახალ სისტემაზე დაიწყოს სამინისტრომ ფიქრი, მე ლოჯისტიკურ ნაწილს ვგულისხმობ. გამოცდების გადავადებაც უპრიანი არ იქნებოდა იმიტომ, რომ ჯერჯერობით არ ვიცით მომავალში როგორ იქნება ვითარება. ღმერთმა ქნას ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიაროს, მაგრამ როგორც სპეციალისტები გვეუბნებიან, ნუ შევიქმნით იმის ილუზიას, რომ კორონავირუსი დამარცხდება ივლისში, აგვისტოში ან სექტემბერში. ბუნებრივია, ბევრ რამეს შეუშლის ხელს გამოცდების გადავადება და მეორე მხრივ, ეს არ არის გამოსავალი“, - განაცხადა მაია მიმინოშვილმა.




მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
თოფაძემ გამომძიებლებთან აღნიშნა, რომ დაზიანებები ბუსა ჟვანიასთან შეხლა-შემოხლის შედეგად მიიღო, თუმცა, განმარტა, რომ დანა, ან მსგავსი საგანი არ დაუნახავს - ლევან თოფაძის გამოკითხვა დასრულდა
პროკურატურის ვერსიის ერთ-ერთი საფუძველი ამირხანაშვილის ჩვენება იყო - მირიან ნიკოლაძე
"გიორგი ჩაიგდეს ხელში და..." - რატომ მოკლეს მაინცდამაინც შაქარაშვილი?
12 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
ბაჩალიაშვილის Gmail-ი გაიხსნა, ვიღაცას აქვს წვდომა - მიხეილ რამიშვილი
თამარ ბაჩალიაშვილის დედას, შსს-ში ცუდად გახდა - მას სასწრაფოს გამოძახება დასჭირდა
"თელასი" იყიდება - აქციები შესაძლოა რუსულმა "რაო ესმა" იყიდოს
თან ცემეს და თან ჩაახრჩეს წყალში - მირიან ნიკოლაძე გიორგი შაქარაშვილზე
ქართველი კაცის ქართულ მიწასთან ბმა არის სულ სხვა ემოციური სფერო - გახარია
გამომძიებლები ლევან თოფაძეს კითხავენ - მას შესაძლოა, კიდევ ერთი ოპერაცია დასჭირდეს
უბედური შემთხვევა ფონიჭალაში - საცხოვრებელი კორპუსიდან ახალგაზრდა მამაკაცი გადმოვარდა
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42