იზოლირებული კაბინები ეროვნულ გამოცდებზე და ახალი წესები აბიტურიენტებისთვის - რა მოთხოვნებს აყენებს ჯანდაცვის სამინისტრო
განათლება - 12:31, 08 May, 2020     4710
რა მოხდება მაშინ თუ აბურიენტს მისაღებ გამოცდებზე ტემპერატურა დაუფიქსირდება - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია, აცხადებს, რომ იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებსაც რომლებსაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე თერმოსკრინინგით ტემპერატურა დაუფიქსირდებათ, შესაძლოა, სპეციალური კაბინები მოეწყოს.

მისივე განმარტებით, ამ კუთხით, პირველი და უმნიშვნელოვანესი მოთხოვნა კვლავ დისტანცირებაა.

„ახლაც ვმუშაობთ განათლების სამინისტროსთან და დაავადებათა კონტროლის ცენტრთან ერთად, ვამზადებთ იმ მოთხოვნებს, რაც უნდა დაკმაყოფილდეს ეროვნული გამოცდების უსაფრთხოდ ჩატარებისთვის.

აქ არის რამდენიმე კრიტიკული პირობა, რაც უნდა დაკმაყოფილდეს. პირველი ისევ და ისევ რჩება დისტანცირება.

დისტანცია უნდა იყოს საიმედო იმისთვის, რომ არ მოხდეს ინფექციის გავრცელება. სულ მცირე მაგიდების დაშორება უნდა მოხდეს 1,5 – 2 მეტრით.

ასევე გამოვიყენებთ თერმოსკრინინგს. იმაზეც არის საუბარი, რომ ოდნავ ტემპერატურის მატების შემთხვევაში რამდენად იქნება შესაძლებელი შეიქმნას იზოლირებული კაბინები იმ აბიტურიენტებისთვის, ვისაც შესაძლოა, ემოციურ ფონზე დაუფიქსირდეს ტემპერატურის მატება.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ვენტილაციის უზრუნველყოფა საგამოცდო ოთახში. აქ კონდიცირების სისტემის გამოყენება არ არის რეკომენდებული, თუ არ იქნა თანმდევი ვენტილაცია.

სწორედ ახლა ყველაზე რთული გადაწყვეტა იქნება უსაფრთხო ვენტილაცია იმ გარემოში, სადაც აბიტურიენტები ჩააბარებენ გამოცდას.

ბუნებრივი ვენტილაცია არის ყველაზე საიმედო საშუალება, თუმცა, სიცხიდან გამომდინარე შეიძლება ეს ვერ მოხერხდეს. ეს არის ყველაზე დიდი გამოწვევა, რაც ახლა ჩვენს წინაშე დგას“, – განაცხადა გაბუნიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42