ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტსა და საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტს შორის
განათლება - 15:40, 08 May, 2020     3393

ევროპის დღეებისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტსა და საქართველოს პარლამენტის კვლევით ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა და საქართველოს პარლამენტის კვლევით ცენტრის დირექტორმა გიორგი ხელაშვილმა მოაწერეს.

თანამშრომლობის მიზანია მხარეებმა ერთობლივი მიზანმიმართული საქმიანობა განახორციელონ ევროპასთან დაახლოების პროცესის ხელშეწყობის, ევროპული ღირებულებების გავრცელების, ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის, კანონშემოქმედებითი საქმიანობის გამჭვირვალეობისა და კარგი მმართველობის მიმართულებით, ასევე, სამართლებრივ დონეზე საჯაროობის პრინციპების განმტკიცებისა და საკანონმდებლო პროცესში საზოგადოების ჩართულობის კუთხით.

მემორანდუმი ოთხი ძირითადი მიმართულებით თანამშრომლობის განხორციელებას ითვალისწინებს: ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების ხელშეწყობა; სამართლებრივი თანამშრომლობა და პოლიტიკური დიალოგი ევროკავშირთან დაახლოებაზე მრგვალი მაგიდის ფორმატში; თანამშორმლობის პროექტები და ანტი–დასავლური პროპაგანდის თავიდან ასაცილებლად მუშაობის გაძლიერება; სტუდენტებისა და მკვლევრებისთვის კომიტეტის საქმიანობის სპეციფიკის გაცნობა და მათი ჩართულობის გაზრდა.

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგის, ასევე, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების საჭიროებიდან გამომდინარე, მემორანდუმით გაფართოვდა თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტსა და საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტს შორის 2011 წელს ხელმოწერილი მემორანდუმით გათვალისწინებული თანამშრომლობის სფეროები.

აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი და კვლევითი ცენტრი თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტებს სხვადასხვა პრაქტიკულ პროექტში მონაწილეობას, ასევე, სტაჟირებას შესთავაზებენ.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ნიგერია ვაქცინის 4 მილიონ დოზას მომავალ კვირას მიიღებს
"პირზე აკრული წებოვანი ლენტი და სხეულზე მიყენებული მრავლობითი დაზიანებები" - ახალციხეში სასტიკი მკვლელობის დეტალები
შარლ მიშელი კიდევ ერთხელ დარწმუნდება იმ უკანონო ქმედებებში, რომელსაც რუსეთი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ახორციელებს - ზალკალიანი
შარლ მიშელს ექნება შესაძლებლობა პარტიების წარმომადგენლებს შეხვდეს და განიხილოს ის გზები, რომელიც აუცილებელია სიტუაციის დეესკალაციისთვის და დიალოგისთვის - ზალკალიანი
ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ ევროკავშირი საქართველოს ახლო მეგობარია - კარლ ჰარცელი შარლ მიშელის ვიზიტზე
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი თბილისშია
ლედი გაგას გატაცებული ძაღლები დაუბრუნეს - დასაჩუქრდა თუ არა მპოვნელი 500 000 დოლარით
შოკისმომგვრელი ისტორია - 8 წლის განმავლობაში ერთად მომუშავე დაქალები დები აღმოჩნდნენ
უიშვიათესი ყვითელი პინგვინი , რომელიც აქამდე ჯერ არავის უნახავს (ფოტოები)
ანტარქტიდას უზარმაზარი ზომის ყინული მასა მოწყდა (ვიდეო)
ბზიანას ტაძრის ჩამონგრეულ სახურავს საქართველოს რუკის ფორმა აქვს (ფოტო)
"საბჭოთა წესები" საზმაუზე - ტელევიზიამ თანამშრომლებს სოციალური ქსელის "გამოყენების წესები" დაუდგინა
რა შეზღუდვები იხსნება ხვალიდან - ჩამონათვალი სრულად
"ვნებები არასდროს კმაყოფილდებიან - გაუმაძღრები არიან" - მიტროპოლიტი შიო
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
ახალციხე შესაძლოა ახალი ინფექციის აფეთქების კერად იქცეს – დღეს ყირიმ–კონგოს ცხელებით 23 წლის ბიჭი დაიღუპა
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42