იცოდეთ, რომ დაიცვა მოქალაქის ჯანმრთელობა, სიცოცხლე, მშვიდი ყოველდღიური ცხოვრება, ამაზე უფრო დიდი ღირსება არ არსებობს - გიორგი გახარია პოლიციელებს
12:34, 31 May, 2020     295
იცოდეთ, რომ დაიცვა მოქალაქის ჯანმრთელობა, სიცოცხლე, მშვიდი ყოველდღიური ცხოვრება, ამაზე უფრო დიდი ღირსება არ არსებობს - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პოლიციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის 10 თანამშრომელი პრემიერ-მინისტრმა და შს მინისტრმა „განსაკუთრებული დამსახურებისათვის“ მედლით დააჯილდოვა.
„ჩემთვის დიდი პატივია და საამაყოა, მქონდეს შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ მივულოცო პოლიციის დღე თითოეულ თქვენგანს - ოფიცერს, რიგითს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სრულ შემადგენლობას, მესაზღვრეს, მაშველს, მეხანძრეს, ყველას, ბატონო ვახტანგ, თქვენ გილოცავთ პირველ რიგში, როგორც ამ მნიშვნელოვანი უწყების ღირსეულ ხელმძღვანელს. შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩართულია ქვეყნის ცხოვრების ყველა სფეროში. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ღირსება და სამართლიანობა არის უდიდესი ფასეულობა, იმიტომ რომ ყველგან ხართ. ადამიანი, რომელიც ქუჩაში გამოდის, ის სახელმწიფოს პირველ რიგში აღიქვამს თქვენი საშუალებით. აი, ფორმიან ადამიანს ხედავს და მისი ქცევის მოდელი არის სახელმწიფოს მოდელი. ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა. რა თქმა უნდა, ყველა ის პოლიციელი და შსს-ს ყველა თანამშრომელი, რომელმაც თავი გაწირა, როგორც კრიმინალთან ბრძოლაში, ასევე ქვეყნის ინტერესების, ერთიანობის, დაცვის კონტექსტში, ყველა უნდა გვახსოვდეს, ყველას პატივი უნდა მივაგოთ, ყველას ოჯახებზე უნდა ვიზრუნოთ, ყველას შვილებს უნდა მივხედოთ, მარტივი ჭეშმარიტებებია ეს ყველაფერი. ის რაც ჩვენს ღირსებას, პოლიციელის მუნდირის ღირსებას აძლიერებს, ეს არის ის ყოველდღიურად რითიც უნდა ვიცხოვროთ, ვისუნთქოთ და ვიმუშაოთ. ეს არის და ეს. კიდევ ერთხელ გილოცავთ და იცოდეთ, რომ მშვიდობის პირობებში, იმაზე უფრო დიდი ღირსება, ემსახურო შენს ქვეყანას და მოქალაქეს, დაიცვა მისი ჯანმრთელობა, სიცოცხლე, მშვიდი ყოველდღიური ცხოვრება, ამაზე უფრო დიდი ღირსება არ არსებობს“, - განაცხადა პრემიერ- მინისტრმა გიორგი გახარიამ.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
კორონავირუსის 182 ახალი შემთხვევა - ყველაზე ბევრი ინფიცირებული, 129 აჭარაში გამოვლინდა
გიჟია ეს გოგო, სულ გააფრინა - ნიკა გვარამია
19 წლის გოგო, რომელსაც 11 კაცი აუპატიურებდა, უგონო მდგომარეობაში მყოფი მე-6 სართულიდან გადააგდეს
ქვეყანაში კორონავირუსის უკონტროლო გავრცელება დაიწყო? - ბოლო 24 საათში ინფექციის 182 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
კარგად დააკვირდით ფოტოს - 64 წლის ციალა ბექაურს ოჯახი მესამე კვირაა ეძებს
სპეცოპერაცია თბილისსა და მარენულში - დაკავებულია 4 ნარკორეალიზატორი
თავდასხმა ლევან ხაბეიშვილის საარჩევნო შტაბზე - ჩამსხვრეულია შუშები და დაზიანებულია ინვენტარი
ისანში საპროტესტო აქციაზე დაკავებული ქალი გაათავისუფლეს
ისანში საპროტესტო აქციაზე ერთი ადამიანი დააკავეს
საპროტესტო აქცია ისანში - მოსახლეობამ გზა გადაკეტა
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42