"ოპოზიციიდან ერთი პარტია 12 %-იანი, მეორე კი 3 %-იანია, ასეთ ვითარებაში, მათთვის აზრი დაკარგა არჩევნებმა და გიორგი რურუას საკითხი მხოლოდ საბაბია"- კობახიძე
15:42, 01 Jun, 2020     284
"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ოპოზიციური პარტიებიდან ერთი 12%-იანია, დანარჩენები კი 3%-იანები და ამიტომ მათთვის არჩევნებში მონაწილეობა აზრს კარგავს.

ირაკლი კობახიძემ ამ რეპლიკით ოპოზიციას უპასუხა, რომლებიც 8 მარტის შეთანხმების შესრულებას და "მთავარი არხის" ერთ-ერთი მეწილის გიორგი რურუას გათავისუფლებასმოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ხელისუფლების ოპონენტები საკონსტიტუციო ცვლილებებსმხარს არ დაუჭერენ.

კობახიძე ამბობს, რომ ოპოზიციის მოტივი აბსოლუტურად ცხადი და ნათელია.

"რაც შეეხება იმას, თუ ვის აწყობს ეს ცვლილებები, მათემატიკურად აწყობს, ბუნებრივია, ოპოზიციას იქიდან გამომდინარე, რომ ამ ცვლილებების საფუძველზე ისინი მიიღებენ მეტ მანდატს პარლამენტში, ვიდრე მიიღებდნენ 77/73-ის პირობებში, თუმცა, რეალობაა ასევე ისიც, რომ ისინი ხედავენ, არჩევნებს მათთვის აზრი აქვს დაკარგული. ყველა შემთხვევაში ეს იქნება 77/73-ზე, თუ 120/30-ზე, ისინი მარცხისთვის არიან განწირული ამ არჩევნებში. შესაბამისად, ისინი, სამწუხაროდ, გადართულნი არიან დესტრუქციაზე. როგორც ვიცი, არ აპირებენ საორგანიზაციო კომისიის მუშაობაში მონაწილეობას. გიორგი რურუა არის საბაბი, მიზეზი არის ის, რომ ისინი არჩევნებში აზრს ვერ ხედავენ, იქიდან გამომდინარე, რომ ერთი არის 12%-იანი პარტია, მეორე არის 3%-იანი პოლიტიკური პარტია. ასეთ პირობებში მათთვის აზრი დაკარგა არჩევნებმა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.






მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ქვეყანაში კორონავირუსის უკონტროლო გავრცელება დაიწყო? - ბოლო 24 საათში ინფექციის 182 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
19 წლის გოგო, რომელსაც 11 კაცი აუპატიურებდა, უგონო მდგომარეობაში მყოფი მე-6 სართულიდან გადააგდეს
ქვეყანაში კორონავირუსის უკონტროლო გავრცელება დაიწყო? - ბოლო 24 საათში ინფექციის 182 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
კარგად დააკვირდით ფოტოს - 64 წლის ციალა ბექაურს ოჯახი მესამე კვირაა ეძებს
სპეცოპერაცია თბილისსა და მარენულში - დაკავებულია 4 ნარკორეალიზატორი
თავდასხმა ლევან ხაბეიშვილის საარჩევნო შტაბზე - ჩამსხვრეულია შუშები და დაზიანებულია ინვენტარი
ისანში საპროტესტო აქციაზე დაკავებული ქალი გაათავისუფლეს
ისანში საპროტესტო აქციაზე ერთი ადამიანი დააკავეს
საპროტესტო აქცია ისანში - მოსახლეობამ გზა გადაკეტა
ლუკაშენკომ ლიტვასთან და პოლონეთთან საზღვარი ჩაკეტა
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42