8 მარტის შეთანხმება მნიშვნელოვანია საქართველოს დემოკრატიისთვის, მწამს, ის წარმატებით შესრულდება - კარლ ჰარცელი
20:59, 04 Jun, 2020     341

8 მარტის შეთანხმება და მისი სულისკვეთება მნიშვნელოვანია საქართველოს დემოკრატიისთვის, მწამს, ის წარმატებით შესრულდება - ამის შესახებ აქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ონლაინ პრესკონფერენციის დროს განაცხადა.
კარლ ჰარცელმა ასევე აღნიშნა, რომ 8 მარტის შეთანხმება ეხებოდა არა მხოლოდ საარჩევნო სისტემის შეცვლას, არამედ მართლმსაჯულებისა და საარჩევნო პროცესებში პოლიტიკური მიკერძოების დაუშვებლობასაც.

„მინდა აღვნიშნო, რომ საქართველო და ევროკავშირი უკვე მრავალი წელია, მუშაობენ მართლმსაჯულების რეფორმაზე და მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვან წარმატებასაც მივაღწიეთ. საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა სტანდარტების გაუმჯობესებაში, მათ შორის მართლმსაჯულების რეფორმაში, თუმცა ამ მიმართულებით მუშაობა უნდა გაგრძელდეს და ამ პროცესში ევროკავშირი საქართველოს კვლავ დაეხმარება. რაც შეეხება მართლმსაჯულების სისტემას, მივიჩნევ, რომ აქ არის ორი მნიშვნელოვანი ასპექტი. პირველია, მაღალი პროფესიული დონის სწრაფვა, ხოლო მეორე, მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა. მართლმსაჯულების დონის მოპოვება მხოლოდ ამ ორი პირობის შესრულების შემთხვევაში შეუძლია. მართლმსაჯულებას უნდა ჰქონდს ნდობა როგორც მოსახლეობის, ასევე სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან. ეს არის ბრძოლა, რომელიც უნდა გაგრძელდეს. ძალიან მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით წარმატებული ნაბიჯების გადადგმა. ეს პრობლემა მარტო საქართველოსთვის არ არის დამახასიათებელი, ამ პრობლემას ბევრი სხვა სახელმწიფოც ებრძვის, თუმცა ის აუცილებლად უნდა გადაიჭრას.

მართლმსაჯულების მიმართ ნდობაზე საუბრისას, მსურს, კიდევ ერთი ასპექტი დავასახელო, რომელიც 8 მარტის შეთანხმებასთან არის დაკავშირებული. ამ დღეს საქართველოში მოქმედმა ყველა პოლიტიკურმა პარტიამ მიაღწია შეთანხმებას, რომელიც ეხებოდა არა მარტო საარჩევნო სისტემის შეცვლას მომავალი არჩევნებისთვის, არამედ მართლმსაჯულებისა და საარჩევნო პროცესებში პოლიტიკური მიკერძოების დაუშვებლობას.

ჩემი აზრით, ეს არის პირობა, რომელიც ძალიან კარგი და მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სწორედ საარჩევნო წელს გამოირიცხოს ასეთი შემთხვევები, გაჩნდეს ნდობა და უზრუნველყოფილ იქნეს კონკურენტუნარიანი, სამართლიანი არჩევნების ჩატარება.

ეს არის ის, რასაც ეს ქვეყანა და მისი მოქალაქეები ნამდვილად იმსახურებენ. გასული კვირის განმავლობაში მე მომეცა შესაძლებლობა, საკუთარი აზრი გამომეთქვა ამ შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებით. ვინაიდან მიმაჩნია, რომ თავად 8 მარტის შეთანხმება და მისი სულისკვეთება ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსა და საქართველოს დემოკრატიისთვის, მწამს, რომ ის წარმატებით შესრულდება“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
გიჟია ეს გოგო, სულ გააფრინა - ნიკა გვარამია
ქვეყანაში კორონავირუსის უკონტროლო გავრცელება დაიწყო? - ბოლო 24 საათში ინფექციის 182 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
19 წლის გოგო, რომელსაც 11 კაცი აუპატიურებდა, უგონო მდგომარეობაში მყოფი მე-6 სართულიდან გადააგდეს
ქვეყანაში კორონავირუსის უკონტროლო გავრცელება დაიწყო? - ბოლო 24 საათში ინფექციის 182 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
კარგად დააკვირდით ფოტოს - 64 წლის ციალა ბექაურს ოჯახი მესამე კვირაა ეძებს
სპეცოპერაცია თბილისსა და მარენულში - დაკავებულია 4 ნარკორეალიზატორი
თავდასხმა ლევან ხაბეიშვილის საარჩევნო შტაბზე - ჩამსხვრეულია შუშები და დაზიანებულია ინვენტარი
ისანში საპროტესტო აქციაზე დაკავებული ქალი გაათავისუფლეს
ისანში საპროტესტო აქციაზე ერთი ადამიანი დააკავეს
საპროტესტო აქცია ისანში - მოსახლეობამ გზა გადაკეტა
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42