ჩვენ ბედნიერი ვართ, რომ მადლი უხვად ეფინება საქართველოს - ილია მეორე
რელიგია •  13:33, 14 Jun, 2020     1826

14 ივნისს მართლმადიდებლური ეკლსია ყოველთა წმინდათა დღესასწაულს ზეიმობს. სადღესასწაულო წირვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ აღავლინა.
წირვის შემდეგ ილია მეორემ მრევლს ქადაგებით მიმართა.

„ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს, დღეს არის ყოველთა წმიდათა დღესასწაული. საქართველო მდიდარია წმინდანებით. საქართველო ეძებდა უცხოეთში სიმდიდრეს კი არა, ოქროსა და ვერცხლს კი არა, ეძებდა მადლსა. წმინდა სამება აძლევდა მადლსა და ჩვენ ბედნიერი ვართ, რომ მადლის ქვეყანაა, მადლი უხვად ეფინება საქართველოს.

როცა მე ვიყავი ბათუმში მოძღვარი მე ვნახე ჩვენებით ჩემი ძმა გარდაცვლილი და მე ვეკითხები მას: თეიმურაზ, ლოცულობ ჩემთვის? ვლოცულობო და მიჩვენა საქართველოს დიდებაზე. ეს ხალხიო, ეს ეზოო, ყველა ლოცულობს შენთვისო. ეს ძლიერი ხატია საქართველოს დიდება. ამიტომ ყოველ ოჯახში უნდა იყოს ეს ხატი. დიდ დახმარებას მიიღებთ თქვენ და საქართველო.

რა არის წმინდანი? -დღეს არის ყოველთა წმინდანთა დღესასწაული. წმინდანი, რომელიც არ არის კმაყოფილი დღით არსებული მდგომარეობით და წმინდანი ეს არის ის ადამიანი, რომელიც ცდილობს დღეს იყოს უკეთესი, ვიდრე ის იყო გუშინ. სულიერ კიბეზე ადის წმინდანი. მე გისურვებთ თქვენ ყველას, რომ ჩვენ ყველანი ავიდეთ სულიერ კიბეზე. მრავალი მაგალითი არის ჩვენს წინაშე. მაგალითად, წმინდა ნიკოლოზი, რომელიც ეხმარება არაქრისტიანებსაც, ყველას ეხმარება. წმინდა ნიკოლოზს უწოდებენ „სწრაფი დამხმარე“ და „სასწაულთმოქმედი“. მე პირადად არაერთხელ მიმიღია დახმარება წმინდა ნიკოლოზისა. წმინდა ნიკოლოზი, წმინდა გიორგი, წმინდა ნინო და ყოველნი წმინდანნი შეგეწიოთ თქვენ და საქართველოს“, - განაცხადა პატრიარქმა.






მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ივანიშვილის მმართველობა ის გამონაკლისია, როდესაც ქვეყანაში მშვიდობა დამყარდა - ირაკლი ღარიბაშვილი
ვისაც სად უნდა იქ გაერთიანდეს, ვოლსკი უალტერნატივოა - კახა კალაძე
ჯანმო: "კორონავირუსის მსოფლიო ვაქცინაციისთვის $100 მილიარდი დოლარის დახარჯვა იქნება საჭირო"
"სასულიერო პირებს, რომლებიც ჩემს ძმას სტუმრობდნენ საპყრობილეში, მღვდელმსახურება შეუჩერეს" - თორნიკე მამალაძე
ვითიბი ბანკი ავტო სესხზე განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს
მეუფე სპირიდონი: რა კორონა, რა მორონა, სადაც ქრისტეა, იქ რა უნდა კორონას და ვირეშმაკობას?!
ძლიერმა მეწყერმა ამაღლებული ბორცვი მოწყვიტა და მძინარე ოჯახები მიწაში ჩაიტანა - შემთხვევა ინდოეთში
ოჯახი მოითხოვს დამნაშავეების უმკაცრესად დასჯას - მირიან ნიკოლაძე
ვარსკვლავების შვილები, რომლებიც ძალიან ჰგვანან ცნობილ მშობლებს - ფოტოკოლაჟი
22 წლის მომღერალს ღვთიმსგმობი სიმღერის გამო სიკვდილით დასჯიან
მირიან ნიკოლაძე: ოჯახი მიიჩნევს, რომ შაქარაშვილის მკვლელობის ფაქტი გახსნილია
ყაზბეგში საზღვრის დაცვის 5 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42