როგორ მივიღოთ D ვიტამინი, იწვევს თუ არა მისი დეფიციტი გონებრივ დაქვეითებას და გიცავთ თუ არა კიბოსგან
ჯანმრთელობა •  15:24, 15 Jun, 2020     1741
რამდენად საშიშია D ვიტამინის დეფიციტი ორგანიზმისთვის და როგორ უნდა მოხდეს მისი შევსება წლის განმავლობაში.

მედიკოსებში საკამათო თემაა, D ვიტამინის რა დოზაა საკმარისი ადამიანის ორგანიზმისთვის, განსაკუთრებით კი 40 წელს გადსაცილებულ ასაკში, მათ შორის ქალებში, რომლებსაც მენოპაუზა ეწყებათ და წინაკლიმაქსის პერიოდს განიცდიან.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია D ვიტამინით ორგანიზმის შევსება ონკოლოგიური დაავადებებისა და ინფარქტის რისკების ზრდის თავიდან ასაცილებლად.

D ვიტამინი ცნობილია, რომ უზრუნველყოფს ძვლის კალციუმითა და ფოსფორით გამდიდრებას, რაც ძვლის ზრდასა და მის მინერალურ სიმკვრივეზე მოქმედებს. D ვიტამინის დეფიციტმა, რომელიც კუნთებისა და ძვლების პრობლემებს იწვევს, შეიძლება ბავშვებში რაქიტის, ზრდასრულებში კი - ოსტეომალაციის პროვოცირება გამოიწვიოს. ამ დროს ძვალი უფრო მყიფე ხდება, დეფორმირდება, რაც ძვლის ადვილად მოტეხილობას იწყვევს.

არის თუ არა რეკომენდირებული D ვიტამინის მიღება პროფილაქტიკის მიზნით? - ეს ჯერ კიდევ სადაო საკთხია, თუმცა მისი მიღება აუცილებელია მათთვის, ვისაც ოსტეოპოროზი და კალციუმის ნაკლებობა აქვთ.

რაც შეეხება მზეზე ყოფნას, ცნობილია რომ მზის სხივები D ვიტამინით ორგანიზმის შევსების წყაროა, თუმცა მეორეს მხრივ, უნდა ვუფრთხილდეთ მელანომას წარმოქმნის რისკებს.

ამიტომ, ვეცადოთ, შევარჩიოთ წელიწადის დრო, კანის შეფერილობა, ვიხმაროთ მზისგან დამცავი კრემი და გავითვალისწინოთ სხვა ფაქტორები.

გავრცელებული რეკომენდაციით, სრულიად საკმარისია კვირაში 2-ჯერ (10-დან 15 საათამდე შუაოლედში) მაქსიმუმ 30 წუთამდე დაჰყოთ მზის გულზე, მიუშვიროთ სახე, ხელები, ფეხები და ზურგი.

გაითვალისწინეთ, რომ 6 თვემდე ასაკის ბავშვებისთვის მზის პირდაპირი აბაზანების მიღება რეკომენდირებული არ არის. ასეთ დროს აუცილებელია მზის დამცავი კრემის გამოყენება.

თუმცა ზოგიერთი მონაცემით, სრულიად საკმარისია, კვირაში 2-ჯერ მზეზე 5-დან 30 წუთამდე დაჰყოთ. ეს 10-დან 15 საათამდე შუალედში უნდა მოხდეს. მზეს უნდა მიუშვიროთ სახე, ხელები, ფეხები ან ზურგი. ზოგიერთი მოსაზრებით კი, ნაკლები დროც აბსოლუტურად საკმარისია. 6 თვემდე ასაკის ბავშვებისთვის მზის პირდაპირი აბაზანის მიღება რეკომენდებული არ არის. ამ დროს აუცილებელია მზისგან დამცავი კრემის წასმა.

D ვიტამინის ნაკლებობა გონებრივ დაქვეითებასაც იწვევს.

სტატისტიკის თანახმად, ბრიტანეთში 800 000-ზე მეტი ასაკოვანი ადამიანი იტანჯება ამ სინდრომით და მოსალოდნელია, რომ მათი რიცხვი 2020 წლის ბოლოსთვის მილიონს მიაღწევს.

კვლევებით დადგინდა, რომ ასაკოვანი ადამიანების კანი უკვე ვეღარ გარდაქმნის წარმატებით მზის სხივს D ვიტამინად, ასე რომ ბუნებრივას წარმოიქმნება მისი ნაკლებობა ორგანიზმში.

თუმცა, ექიმები ჯერჯერობით ბოლომდე დამაჯერებლად არ ამბობენ, რომ ასაკოვანი ადამიანისთვის აუცილებელია D ვიტამინის დამატებით მიღება სხვადასხვა პრეპარატის სახით, რადგან მისი ჭარბად არსებობა ადანიანის ორგანიზმში სხვადასხვა დაავადებების გამომწვეი შეიძლება გახდეს.

როგორ ვიკვებოთ რომ ორგანიზმი D ვიტამინით შევავსოთ?

ცნობილია, რომ D ვიტამინის ფართო შემადგენლობით არც ისე ბევრი პროდუქტია ცნობილი. განსაკუთრებით აუცილებელია თევზის და მისი ღვიძლის მიღება, კვირაში ერთხელ მაინც. თევზის სასარგებლო ეფექტი იზრდება, თუ მას რეგულარულად ვიღებთ და მისით სხვა ზიანის მომტან საჭმელს ჩავანაცვლებთ, მაგალითად ცხიმიან ღორის ხორცს. მცირე რაოდენობით D ვიტამინი არის სოკოში, საქონლის ღვიძლში, ყველსა და კვერცხის გულში.

ჩვილ ბავშვებში კვებას რაც შეეხება, ცნობილია, რომ დედის რძე მცირე რაოდენობით შიეცავს D ვიტამინს, რის გამოც არი შემთხვევები, როცა ჩვილ ბავშვებს რაქიტი უვითარდებათ. იგივე შეიძლება მოხდეს ხელოვნური კვების დროს, ამდებად საჭიროა ინდივიდუალური მიდგომები. შესაბამისად, მზის სხივებთან ერთად, შესაძლოა დამატებითი პროდუქტის მიღება დაგჭირდეთ, რომელიც ექიმის მიერ უნდა იყოს დანიშნული.

როგორ გავიგოთ, გვაქვს თუ არა D ვიტამინის დეფიციტი?

ძირითად რისკ-ჯგუფს მიეკუთვნებიან:

- ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო, ქუჩაში იშვიათად არიან;

- 70 წელს გადაცილებული ადამიანები, რადგანაც მათი კანი D ვიტამინს ცუდად გამოიმუშავებს;

- ცხიმის მალაბსორბციის მქონე ადამიანები;

- ადამიანები, რომლებმაც კუჭის შუნტირება გაიკეთეს;

- ოსტეოპოროზის, რაქიტის, სხვადასხვა მოტეხილობის მქონე ადამიანები;

- ჭარბი წონის მქონე ადამიანები.

ყველა ამ კატეგორიის წარმომადგენელს გამოკვლევა სჭირდება, რათა ექიმმა მკურნალობის შესაბამისი კურსი დანიშნოს.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
თუ ხანგოშვილის მკვლელობასთან რუსეთის კავშირი დადგინდება, შესაბამისი რეაქცია გვექნება - გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი
ახალქალაქში ისევ სპეცრაზმია მობილიზებული
ტრაგედიამდე 1 კვირით ადრე, ელექტრონულ ფოსტაზე პაროლი იყო შეცვლილი - რამიშვილი
ივანიშვილის მმართველობა ის გამონაკლისია, როდესაც ქვეყანაში მშვიდობა დამყარდა - ირაკლი ღარიბაშვილი
ვისაც სად უნდა იქ გაერთიანდეს, ვოლსკი უალტერნატივოა - კახა კალაძე
ჯანმო: "კორონავირუსის მსოფლიო ვაქცინაციისთვის $100 მილიარდი დოლარის დახარჯვა იქნება საჭირო"
"სასულიერო პირებს, რომლებიც ჩემს ძმას სტუმრობდნენ საპყრობილეში, მღვდელმსახურება შეუჩერეს" - თორნიკე მამალაძე
ვითიბი ბანკი ავტო სესხზე განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს
მეუფე სპირიდონი: რა კორონა, რა მორონა, სადაც ქრისტეა, იქ რა უნდა კორონას და ვირეშმაკობას?!
ძლიერმა მეწყერმა ამაღლებული ბორცვი მოწყვიტა და მძინარე ოჯახები მიწაში ჩაიტანა - შემთხვევა ინდოეთში
ოჯახი მოითხოვს დამნაშავეების უმკაცრესად დასჯას - მირიან ნიკოლაძე
ვარსკვლავების შვილები, რომლებიც ძალიან ჰგვანან ცნობილ მშობლებს - ფოტოკოლაჟი
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42