დაკითხვების სერია პოლიციაში, ამორტიზირებული ლიფტები თბილისში და ახალი ნივთმტკიცებები საქმეში - რა ვითარებაში ჩავარდა 6 წლის ბიჭი შახტაში
18:22, 03 Jul, 2020     505
ვინ არის პასუხისმგებელი გლდანში, ლიფტის შახტაში 6 წლის ბავშვის ჩავარდნის საქმეზე - პოლიციამ გუშინ მომხდარი ფაქტის ირგვლივ გამოძიება აქტიურად დაიწყო.

"ნიუპოსტის" ინფორმაციით, გლდანი-ნაძალადევის სამმართველოში დაკითხვაზე მიიყვანეს იმ ლიფტის ხელოსანი, რომელთანაც კორპუსის ამხანაგობას სამ წლიანი კონტრაქტი ჰქონდა გაფორმებული.

ჩვენი ინფორმაციით, ხელოსანმა პოლიციას უთხრა, რომ ლიფტს შემოწმება ერთი კვირის წინ ჩაუტარდა და არანაირი მნიშვნელოვანი შეფერხება არ ქონია.

რაც შეეხება დაშავებულს, მოზარდის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. 6 წლის ბიჭი, პედიატრიულ „პრივატ კლინიკაში" რეანინმაციულ განყიოფილებაშია მოთავსდებული.

არსებული ინფორმაციით, მოზარდს რამდენიმე ოპერაციის გაკეთება სჭირდება. ქირურგიული ჩარევის ზუსტი დრო კი უახლოეს საათებში, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად გადაწყდება.

რაც შეეხება მომხდარის გარემოებებს, ამაზე საუბარი დაშავებულის ოჯახის წევრებს უჭირთ. ერთ-ერთი ვერსიით, 6 წლის ბავშვი ლიფტის შახტში მაშინ ჩავარდა, როდესაც ის ეზოდან სახლში ადიოდა, თუმცა რომელი სართულიდან მოხდა ვარდნა უცნობია. ვარაუდობენ, რომ არასრულწლოვანი მაოთხე სართულიდან ჩავარდა.

ცნობილია მხოლოდ ის, რომ დაშავებული დედ-მამამ იპოვა, შახტიდან ამოიყვანა და საკუთარი მანქანით მიიყვანა კლინიკაში.

გლდანში, შემთხვევის ადგილზე დღეს გამგებელიც მივიდა. მაღალჩინოსანი ირწმუნება, რომ ლიფტების პრობლემა ამხანაგობის პრეროგატივაა და გამგეობას არ ეხება:

"​გლდანის რაიონის გამგეობის უფლებამოსილებაში არ შედის ლიფტების მონიტორინგი, ჩვენ ვპასუხობთ ამხანაგობის მიერ შემოსულ შეტყობინებებს"- განუცხადა მედიას ბექა მიქაუტაძემ.

შემთხვევა გლდანის მესამე ა მიკრორაიონში საღამოს საათებში მოხდა. ამ დროისათვის შემთხვევის ადგილი ყვითელი ლენტებით არის შემოსაზღვრული.

საგამოძიებო მოქმედებები ადგილზე სამი საათის განმავლობაში ტარდებოდა. როგორც "ნიუპოსტმა" გაარკვია, სამართალდამცველებმა ადგილზე ბავშვის სპორტული ფეხსაცმელი იპოვეს.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ლიფტები თითქმის ყველა სადარბაზოში ამორტიზებულია და მათ რეგულარულ შემოწმებას ითხოვენ.







მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით წალკაში სასათბურე მეურნეობა აშენდება
მძლავრი რუსული დეზინფორმაცია ქართულ ენაზე- აშშ-ს სახელფიწო დეპარტამენტის ანგარიში
აქ, ახლა თიბისის მხარდაჭერით, დავით დავარაშვილის სამეანო-გინეკოლოგიური კლინიკა ახალ მისამართზე გაიხსნა
12 წელი რუსეთ-საქართველოს ომიდან - საქართველოს საგარეო უწყება რუსეთს მოუწოდებს შეწყვიტოს უკანონო, პროვოკაციული მოქმედებები და შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს
ორჭოსანთან ოკუპანტები გამოჩნდნენ
"საუდის არაბეთის ტახტის მემკვირდემ დაზვერვის ყოფილი მაღალჩინოსნის მოკვლისთვის დაქირავებული რაზმი კანადაში გაგზავნა"- BBC
რამდენიმე ოლქში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატების ვინაობა ცნობილია
​ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარე გადადგა - დაპირისპირება "ქართულ ოცნებასთან"?
12 წელი გავიდა, რაც რუსეთი საქართველოს რეგიონებში შეიჭრა, ჩვენი ერთგულება ქართველი მეგობრებისა და პარტნიორების მიმართ ურყევია"- აშშ-ს საელჩო აგვისტოს ომზე
12 წელი რუსეთ-საქართველოს ომიდან - ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა დაღუპულ ჯარისკაცებს პატივი მიაგეს
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42