უმაროვის მკვლელობა ნიშნავს, რომ ხვალ ჩემთან და გაბუნიასთანაც მოვლენ - ტუმსო აბდურახმანოვი
14:41, 06 Jul, 2020     463

ჩეჩენი ბლოგერის, ტუმსო აბდურახმანოვის განცხადებით, მამიხან უმაროვის მკვლელობა ნიშნავს, რომ ხვალ მასთან და გაბუნიასთანაც მივლენაღნიშნულ საკითხზე, ბლოგერმა "მთავარი არხისთვის" მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

მისი თქმით, ყველა ამ შეკვეთილი მკვლელობის უკან რამზან კადროვი დგას და მკვლელები დაწყებული დავალების ბოლომდე მიყვანას აუცილებლად შეეცდებიან.

"მოკლული მამიხან უმაროვი რამზან კადიროვსა და მის გარემოცვას აქტიურად აკრიტიკებდა, ყველასთვის ცნობილია, რომ მისი ლიკვიდაციისთვის ჯილდოც კი იყო დაკავებული. ბლოგერის მკვლელობის უკან, რა თქმა უნდა, კადიროვი დგას და ამის შესახებ ავსტრიის პოლიციაც ინფორმირებულია. მამიხან უმაროვი პირდაპირ კავშირშია იმ ადამიანებთან, რომლებიც ამ ე.წ. რუსულ ელიტას აკრიტიკებს. დარწმუნებული ვარ, ეს დამნაშავეები ამ წუთასაც კი მხოლოდ იმაზე მუშაობენ, რომ მეც და გაბუნიაც გაგვანეიტრალონ", - აცხადებს ჩეჩენი ბლოგერი.

აბდურახმანოვის განმარტებით, ლიკვიდაციის პირველი გეგმის ჩავარდნა არ ნიშნავს, რომ ისინი დანებდებიან და პირიქით, უფრო გააქტიურდებიან. ამის მაგალითად აბდურახმანოვს ხანგოშვილისა და რუსლან მახაურის მკვლელობა მოჰყავს, როდესაც პირველი გეგმის ჩავარდნის შემდეგ, მეორე ან მესამე ცდაზე მკვლელებმა დავალება მაინც შეასრულეს.

"გიორგი გაბუნიამ საკუთარ უსაფრთხოებაზე უნდა იფიქროს. საქართველო ანალოგიური შემთხვევების დროს უძლურია, რაც ამ ქვეყენას რუსეთისთვის მარტივად ხელმისაწვდომს ხდის. საქართველოში გიორგი გაბუნია უსაფრთხოდ ვერ იქნება, ის რაც ავსტრიაში მოხდა, ხვალ შეიძლება საქარველოში მოხდეს", - ამბობს ტუმსო აბდურახმანოვი.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით წალკაში სასათბურე მეურნეობა აშენდება
მძლავრი რუსული დეზინფორმაცია ქართულ ენაზე- აშშ-ს სახელფიწო დეპარტამენტის ანგარიში
აქ, ახლა თიბისის მხარდაჭერით, დავით დავარაშვილის სამეანო-გინეკოლოგიური კლინიკა ახალ მისამართზე გაიხსნა
12 წელი რუსეთ-საქართველოს ომიდან - საქართველოს საგარეო უწყება რუსეთს მოუწოდებს შეწყვიტოს უკანონო, პროვოკაციული მოქმედებები და შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს
ორჭოსანთან ოკუპანტები გამოჩნდნენ
"საუდის არაბეთის ტახტის მემკვირდემ დაზვერვის ყოფილი მაღალჩინოსნის მოკვლისთვის დაქირავებული რაზმი კანადაში გაგზავნა"- BBC
რამდენიმე ოლქში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატების ვინაობა ცნობილია
​ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარე გადადგა - დაპირისპირება "ქართულ ოცნებასთან"?
12 წელი გავიდა, რაც რუსეთი საქართველოს რეგიონებში შეიჭრა, ჩვენი ერთგულება ქართველი მეგობრებისა და პარტნიორების მიმართ ურყევია"- აშშ-ს საელჩო აგვისტოს ომზე
12 წელი რუსეთ-საქართველოს ომიდან - ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა დაღუპულ ჯარისკაცებს პატივი მიაგეს
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42