„რაც მოხდა ვხვდები, მაგრამ მინდა ბოლომდე მასე არ იყოს“ – სკანდალური აუდიო ჩანაწერი გიორგი შაქარაშვილის საქმიდან
16:19, 09 Jul, 2020     1389
გარდაცვალებიდან 21-ე დღე და ექსპერტიზის მოლოდინი - ვიდრე დოკუმენტი გამოქვეყნდება, გიორგი შაქარაშვილის საქმეში ახალი დეტალები იკვეთება. "კურიერმა" მოიპოვა საქმის მე-13 ტომი, სადაც ფოტო და აუდიომასალებია, მათ შორის, არასრულწლოვნების სატელეფონო საუბრის ჩანაწერები და სხეულის დაზიანებების ამსახველი კადრები.


"კურიერმა" მოიპოვა ის ფოტომასალები, სადაც ჩანს, რა დაზიანებები მიიღეს ახალგაზრდებმა 18 ივნისის ღამეს. ასევე ის მიმოწერები, რომლებიც 19 ივნისიდან მეგობრებს შორის ხორციელდებოდა და აუდიოჩანაწერი, რომელიც ამოღებულია ბრალდებულ ირაკლი მუმლაძის საქაღალდიდან. უცნობია, ის ახორციელებს თუ არა სატელეფონო ზარს. ერთი წუთის განმავლობაში პირი საუბრობს მომხდარის შესახებ საკუთარ ვერსიებზე, ასახელებს ერთ-ერთ არასრულწლოვანს და ნერვიულობს, რომ არ მოხდეს მისი დაკავება.

"ს.ჩ - მაბოლებ ძმა?
ს:ჩ - დებილს ვგავარ?
----აუუუუუ
სჩ - რა აუ?
ს:ჩ - ანუ მესმის რო შენ სასტავს და ბარნაბას და ვიღაცებს რაღაც უთანხმოება გაქვთ, მაგრამ დანარჩენ ბავშვებსაც შარში ნუ გახვევთ," - აღნიშნულია ჩანაწერში, რომელიც "კურიერმა" მოიპოვა.

"აუ რავი რა ძმა, მე არ ვიცი იქ წესიერად რა მოხდა და როგორ მოხდა, მაგრამ მე ასე მგონია მე, რომ ვყოფილიყავი სხვანაირად მოხდებოდა. ჩემო ... ისე ვნერვიულობ ვერცერთი მელაპარაკებით ნორმალურად რა მოხდა, კი ვხვდები მაგრამ ... ბოლომდე მინდა მასე არ იყოს როგორც ვხვდები. "ლიჟბი" ჩვენები კარგად იყვნენ და "დალშე" ძმა სულ ... ვინ როგორ იქნება. აი ქანაშვილზე, რომ გავიგო რამე მოუვიდა ძმა და ღმერთმა დაიფაროს და "სროკზე" გაიჩითოს... არ ვლაპარაკობ ისეთ რაღაცას, ხომ აზრზე ხარ, რომ ტელეფონში სალაპარაკო არ იყოს. აი კი არ გავგიჟდები, აი .... ძმა. აი, სულ მაგაზე მეფიქრება ძმა ვინც რაზე არ უნდა მელაპარაკოს ძმა, სულ მაგაზე ვფიქრობ "ლიჟბი" კარგად იყოთ თქვენ რა," - აღნიშნულია ჩანაწერში, რომელიც "კურიერმა" მოიპოვა.

შეგახსენებთ, 19 წლის ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება 3 მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა, ძალადობა და ჯგუფური ძალადობის ორგანიზება. საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს მიმართა.19 წლის ფეხბურთელი ბოლოს მცხეთაში, ნარეკვავის დასახლებაში წვეულებაზე იმყოფებოდა. ოთხდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ 22 ივნისს ის მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვალების გარემოებები კვლავ დაუდგენელია, ცხედარს დაზიანებები აღენიშნება.







მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ამერიკელი მეცნიერების გაფრთხილება მარიხუანის მწეველებს- "კანაფის ხშირი მოხმარება იწვევს სისხლძარღვების დაზიანებას, ინსულტს და გულის პრობლემებს"
საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით წალკაში სასათბურე მეურნეობა აშენდება
მძლავრი რუსული დეზინფორმაცია ქართულ ენაზე- აშშ-ს სახელფიწო დეპარტამენტის ანგარიში
აქ, ახლა თიბისის მხარდაჭერით, დავით დავარაშვილის სამეანო-გინეკოლოგიური კლინიკა ახალ მისამართზე გაიხსნა
12 წელი რუსეთ-საქართველოს ომიდან - საქართველოს საგარეო უწყება რუსეთს მოუწოდებს შეწყვიტოს უკანონო, პროვოკაციული მოქმედებები და შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს
ორჭოსანთან ოკუპანტები გამოჩნდნენ
"საუდის არაბეთის ტახტის მემკვირდემ დაზვერვის ყოფილი მაღალჩინოსნის მოკვლისთვის დაქირავებული რაზმი კანადაში გაგზავნა"- BBC
რამდენიმე ოლქში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატების ვინაობა ცნობილია
​ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარე გადადგა - დაპირისპირება "ქართულ ოცნებასთან"?
12 წელი გავიდა, რაც რუსეთი საქართველოს რეგიონებში შეიჭრა, ჩვენი ერთგულება ქართველი მეგობრებისა და პარტნიორების მიმართ ურყევია"- აშშ-ს საელჩო აგვისტოს ომზე
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42