"დიახ, ეს კანონპროექტია, რომელსაც აუცილებლად დაამტკიცებენ" - მეთიუ ბრაიზა ვაშინგტონის სანქციებზე
19:25, 09 Jul, 2020     487

შეერთებული შტატების კონგრესი კანონპროექტს აუცილებლად დაამტკიცებს - ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწემ მეთიუ ბრაიზამ, "მთავარ არხთან" საუბრისას განაცხადა.
ბრაიზას თქმით, აღნიშნული კანონპროექტი ძალიან მსუბუქი პასუხია, იმ ყველაფრის მიმართ, რაც საქართველოში ხდება.

"ეს კანონპროექტია, ეს არის წარმომადგენელთა პალატის კანონპროექტი. იქნება სენატის ვერსიაც, ასე რომ ეს ჯერ არ არის ამბის დასასრული, სენატისა და კონგრესის პოზიციაც კი კომიტეტი შეაჯამებს, ასე მუშაობს ამერიკის საკანონმდებლო სისტემა, ამ პროცესს მიეცემა მსვლელობა. მანამდე კი - დიახ, ეს კანონპროექტია, რომელსაც აუცილებლად დაამტკიცებენ, რადგან ეხება სახელმწიფო დეპარტამენტისა და თავდაცვის სამინისტროს ოპერაციების ხარჯებს. რაც შეეხება თქვენს საგარეო საქმეთა მინისტრს, რომელიც ამბობს, რომ ეს რეპორტია - დიახ, ეს არის მიმართვა სახელმწიფო მდივნის მიმართ, რომელმაც უნდა წარმოადგინოს ანგარიში საქართველოს შესახებ, მიმდინარეობს თუ არა დემოკრატიის განმტკიცება, კორუფციასთან ბრძოლა, დაცულები არიან თუ არა ადგილობრივი და უცხოური კომპანიები ოლიგარქიული ჩარევისაგან და არის თუ არა კანონის უზენაესობა ქვეყანაში. თუკი დეპარტამენტი იტყვის, რომ ყველაფერი გამოსწორდა, ეს ზომა არ ამოქმედდება. მაგრამ თუკი იტყვის, რომ ასე არ არის, მაშინ 135 მილიონიდან 15 პროცენტი გაიყინება, ეს უკვე არის სანქცია. ჩემი აზრით, ძალიან მსუბუქი პასუხი, ძალიან, იმ ყველაფრის მიმართ, რაც ხდება, რადგან იმის მიუხედავად, რაც ხდება საქართველოს შიდა პოლიტიკაში, რომლის შესახებაც მე დამიჯერეთ, ინფორმირებული ვარ ვაშინგტონში, საქართველო ძალიან პოპულარულია, სწორედ ამით აიხსნება ის, რომ სანქციები ამ ეტაპზე უფრო მკაცრი არ არის, - ამბობს ამერიკელი დიპლომატი მეთიუ ბრაიზა.






მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
“შურისძიება გინდოდა, მოახერხე, კმაყოფილი ხარ?“ - სკანდალური წერილი თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში
თამარს კომპანიისთვის გასუფთავებული ლეპტოპი უნდა დაებრუნებინა - კომპანია ზეგ-ის დირექტორი
ბაჩანა ლობჟანიძე ბაჩალიაშვილის კომპიუტერის გახსნაში მონაწილეობდა - კომპანია ZAG-ის ადვოკატი
თამარ ბაჩალიაშვილის ხელფასი 4 500 ლარამდე იყო - ZAG-ის დირექტორი
პარტია "რეფორმერის" წევრი მაია კუკავა: საქართველოში უმუშევარი ადამიანის დასადგენად საკმაოდ მკაცრი კრიტერიუმებია შემუშავებული
"თამუნას ჰყავდა ერთი შეყვარებული და ეს ბაჩანა ლობჟანიძე არაა, როცა მას შევხვდი დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ჩემგან ინფორმაციას იღებდა" - ინტერვიუ თამარ ბაჩალიაშვილის უახლოეს მეგობართან (ვიდეო)
3 დაღუპული და 2 დაშავებული – უმძიმესი ავარია გურამიშვილის გამზირზე
ბოშების დაპირისპირება ინგოროყვას კლინიკაში - ნაავარიევი მოზარდების მშობლები ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ
სისხლიანი დაპირისპირება წალენჯიხაში - მამაკაცი მეზობელმა დაჭრა
23 წლის პროგრამისტის საქმე - პროკურატურა ბაჩალიაშვილის ოჯახთან შეხვედრის დეტალებს ასაჯაროებს
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42