""ტვ პირველის" ჟურნალისტმა 112-ში ცრუ ზარი განახორციელა" - ნინო გიორგობიანის საგანგებო განცხადება
23:06, 09 Jul, 2020     780

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ნინო გიორგობიანი ექსპერიმენტის ჩატარების მიზნით "ტვ პირველის" ჟურნალისტის მიერ 112-ში ცრუ შეტყობინების გაგზავნას ეხმაურება და პოსტს აქვეყნებს.
გიორგობიანმა ჟურნალისტს მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის განცდა და მედია სტანდარტი დაუწუნა და განაცხადა რომ, როცა ცრუ ზარს ახორციელებს ვინმე, მინიმუმ იმას უნდა იაზრებდეს, რომ შესაძლოა ამ დროს გადაუდებელი დახმარება სხვას რეალურად სჭირდებოდეს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შემოვიდა ზარი მოქალაქის მიერ, რომელმაც გააკეთა შეტყობინება ჩხუბთან დაკავშირებით. შემთხვევის ადგილზე მისულ პოლიციას ადგილზე დახვდა ტელეკომპანია პირველის ჟურნალისტი თამთა დოლენჯაშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ მან გააკეთა ცრუ შეტყობინება. მისივე თქმით, შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით ჩაატარა ექსპერიმენტი.
რომ არაფერი ვთქვათ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობაზე და ელემენტარულ მედია სტანდარტზე, მაშინ როდესაც ცრუ შეტყობინებას აკეთებს ნებისმიერი მოქალაქე, მინიმუმ იმას უნდა იაზრებდეს, რომ შესაძლოა ამ დროს გადაუდებელი დახმარება სხვას რეალურად სჭირდებოდეს" - წერს ნინო გიორგობიანი.




მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
“შურისძიება გინდოდა, მოახერხე, კმაყოფილი ხარ?“ - სკანდალური წერილი თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში
თამარს კომპანიისთვის გასუფთავებული ლეპტოპი უნდა დაებრუნებინა - კომპანია ზეგ-ის დირექტორი
ბაჩანა ლობჟანიძე ბაჩალიაშვილის კომპიუტერის გახსნაში მონაწილეობდა - კომპანია ZAG-ის ადვოკატი
თამარ ბაჩალიაშვილის ხელფასი 4 500 ლარამდე იყო - ZAG-ის დირექტორი
პარტია "რეფორმერის" წევრი მაია კუკავა: საქართველოში უმუშევარი ადამიანის დასადგენად საკმაოდ მკაცრი კრიტერიუმებია შემუშავებული
"თამუნას ჰყავდა ერთი შეყვარებული და ეს ბაჩანა ლობჟანიძე არაა, როცა მას შევხვდი დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ჩემგან ინფორმაციას იღებდა" - ინტერვიუ თამარ ბაჩალიაშვილის უახლოეს მეგობართან (ვიდეო)
3 დაღუპული და 2 დაშავებული – უმძიმესი ავარია გურამიშვილის გამზირზე
ბოშების დაპირისპირება ინგოროყვას კლინიკაში - ნაავარიევი მოზარდების მშობლები ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ
სისხლიანი დაპირისპირება წალენჯიხაში - მამაკაცი მეზობელმა დაჭრა
23 წლის პროგრამისტის საქმე - პროკურატურა ბაჩალიაშვილის ოჯახთან შეხვედრის დეტალებს ასაჯაროებს
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42