უმისამართო სროლა გლდანში - ბრალდებული დაკავებულია
09:43, 10 Jul, 2020     325

უმისამართო სროლა გლდანში - შსს-მ ახალგაზრდა მამაკაცი დააკავა. ის პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის დააკავეს. ნივთმტკიცების სახით, ამოღებულია იარაღი.

შეგახსენებთ, სროლის ხმა აკაკი ვასაძის ქუჩაზე გუშინ გვიან ღამით ისმოდა. ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც საპატიმრო რამდენიმე თვის წინ დატოვა, საცხოვრებელ კორპუსთან ცეცხლსასროლი იარაღიდან უმისამართოდ ისროდა.

მომხდარის გამო არავინ დაშავებულა. ადგილზე გვიან ღამემდე მობილიზებული იყო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარება. ადგილზე მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტებიც.

ძალოვანი უწყების ინფორმაციით, გასროლა სავარაუდოდ ე.წ. სასიგნალო იარაღიდან მოხდა.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
“შურისძიება გინდოდა, მოახერხე, კმაყოფილი ხარ?“ - სკანდალური წერილი თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში
თამარს კომპანიისთვის გასუფთავებული ლეპტოპი უნდა დაებრუნებინა - კომპანია ზეგ-ის დირექტორი
ბაჩანა ლობჟანიძე ბაჩალიაშვილის კომპიუტერის გახსნაში მონაწილეობდა - კომპანია ZAG-ის ადვოკატი
თამარ ბაჩალიაშვილის ხელფასი 4 500 ლარამდე იყო - ZAG-ის დირექტორი
პარტია "რეფორმერის" წევრი მაია კუკავა: საქართველოში უმუშევარი ადამიანის დასადგენად საკმაოდ მკაცრი კრიტერიუმებია შემუშავებული
"თამუნას ჰყავდა ერთი შეყვარებული და ეს ბაჩანა ლობჟანიძე არაა, როცა მას შევხვდი დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ჩემგან ინფორმაციას იღებდა" - ინტერვიუ თამარ ბაჩალიაშვილის უახლოეს მეგობართან (ვიდეო)
3 დაღუპული და 2 დაშავებული – უმძიმესი ავარია გურამიშვილის გამზირზე
ბოშების დაპირისპირება ინგოროყვას კლინიკაში - ნაავარიევი მოზარდების მშობლები ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ
სისხლიანი დაპირისპირება წალენჯიხაში - მამაკაცი მეზობელმა დაჭრა
23 წლის პროგრამისტის საქმე - პროკურატურა ბაჩალიაშვილის ოჯახთან შეხვედრის დეტალებს ასაჯაროებს
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42