პრემიერი აშშ-ს კონგრესის გადაწყვეტილებაზე: "ერთი ამბავი კი არ უნდა ავტეხოთ... ზოგიერთი ვაი პოლიტიკოსი უცხოელი პარტნიორების შიდა დაპირისპირებებში ჩართვას ცდილობს"
10:59, 10 Jul, 2020     256
პრემიერმინისტრის გიორგი გახარიას თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ ამერიკის კონგრესის საბიუჯეტო კომიტეტის კანონპროექტთან დაკავშირებით მოსაზრებები უნდა მოისმინოს და დემოკრატიზაციის პროცესი ისე გააგრძელოს, როგორც აქამდე.

"ეს არის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც კომიტეტებს გადის. რა თქმა უნდა, არაფერი სასიამოვნო ამაში არაა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყველას გვესმის, რომ ის პუნქტები, რომელიც იქ ჩამოთვლილია, საქართველო ყოველდღიურად პროგრესირებს და ეს ჩვენმა კოლეგებმა ძალიან კარგად იციან, როგორც ჩანს, ის შიდა პოლიტიკური მაღალი ტემპერატურა წინასაარჩევნო, ჩვენი შიდა დაძაბულობა გარეთაც გადის",- თქვა გახარიამ.

მთავრობის ხელმძღვანალი ამ შემთხვევაშიც ისრებს ოპოზიციისკენ იშვერს.

"ზოგიერთი ჩვენი ვაი პოლიტიკოსის გამო ხდება მცდელობები, რომ ჩვენი უცხოელი პარტნიორები იყვნენ ჩათრეული შიდა პოლიტიკურ დაპირისპირებებში" - თქვა გახარიამ.

მისითქმით, ქვეყანაში ახლა წინასაარჩევნო პერიოდია და არის მცდელობა, ქვეყნის შიგნითა არსებული დაძაბულობა, ქვეყნის გარეთაც გავიდეს:

"როგორც ჩანს, ჩვენი შიდა დაძაბულობა პოლიტიკური, გარეთაც გადის. ასეთი ბევრი შემთხვევა იყო. ზუსტად ასეთი საუბრები მახსოვს როდესაც საუბარი იყო საკონსტიტუციო ცვლილებებზე საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, მაგრამ ყველას კარგად გვახსოვს, რომ ამ ცვლილებების მიღების შემდგომ ჩვენი საერაშორიუსო პარტნიორების შეფასებები იყო შესანიშნავი, მათ ძაან კარგად დაინახეს, რომ ქართული დემოკრატია პროგრესირებს" - ამბობს გახარია.

რაც შეეხება მთავრობის გეგმებს, გახარიას თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ ამერიკის კონგრესის საბიუჯეტო კომიტეტის კანონპროექტთან დაკავშირებით მოსაზრებები უნდა მოისმინოს.

"უფრო მეტი კომუნიკაცია უნდა გვქონდეს, უფრო მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ შიდა პოლიტიკურ კონტექსტში რა ხდება, მოკლედ რომ გითხრათ, ეს არის მცდელობა წინასააჩევნო პერიოდში შიდაპოლიტიკურ კონტექსტში ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ჩართვის, რაც ჩვენთვის გასაგებია, ჩათვალეთ, რომ დღეს ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა ის კი არ არის, რომ ამ საკანონმდებლო ინიციატივაზე ერთი ამბავი ავტეხოთ, არა, ეს უნდა მოვისმინოთ და გავაგრძელოთ ჩვენი დემოკრატიზაციის პროცესი ზუსტად ისე, როგორც ვაკეთებდით აქამდე", - თქვა გიორგი გახარიამ.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
“შურისძიება გინდოდა, მოახერხე, კმაყოფილი ხარ?“ - სკანდალური წერილი თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში
თამარს კომპანიისთვის გასუფთავებული ლეპტოპი უნდა დაებრუნებინა - კომპანია ზეგ-ის დირექტორი
ბაჩანა ლობჟანიძე ბაჩალიაშვილის კომპიუტერის გახსნაში მონაწილეობდა - კომპანია ZAG-ის ადვოკატი
თამარ ბაჩალიაშვილის ხელფასი 4 500 ლარამდე იყო - ZAG-ის დირექტორი
პარტია "რეფორმერის" წევრი მაია კუკავა: საქართველოში უმუშევარი ადამიანის დასადგენად საკმაოდ მკაცრი კრიტერიუმებია შემუშავებული
"თამუნას ჰყავდა ერთი შეყვარებული და ეს ბაჩანა ლობჟანიძე არაა, როცა მას შევხვდი დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ჩემგან ინფორმაციას იღებდა" - ინტერვიუ თამარ ბაჩალიაშვილის უახლოეს მეგობართან (ვიდეო)
3 დაღუპული და 2 დაშავებული – უმძიმესი ავარია გურამიშვილის გამზირზე
ბოშების დაპირისპირება ინგოროყვას კლინიკაში - ნაავარიევი მოზარდების მშობლები ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ
სისხლიანი დაპირისპირება წალენჯიხაში - მამაკაცი მეზობელმა დაჭრა
23 წლის პროგრამისტის საქმე - პროკურატურა ბაჩალიაშვილის ოჯახთან შეხვედრის დეტალებს ასაჯაროებს
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42