შესაძლებელია, ეგონათ, რომ შემოაკვდათ… შემდეგ არის წყალში გადაგდებული - ბრალდებულის ადვოკატის განცხადება
14:48, 10 Jul, 2020     505
19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით დაკავებული ძიუდოისტის, გიგა ტატიაშვილის ადვოკატი გიორგი ყიფშიძე, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზთან დაკავშირებით ექსპერტიზის დასკვნას ეხმაურება.

მისი თქმით, რასაც ელოდა ის არის.

"დაზიანებებსაც ველოდი. აშკარაა, რომ დაზიანებები აქვს, სავარაუდოდ, შემდეგ არის წყალში გადაგდებული. ასეთ ვერსიას თუ გავათამაშებთ. არარეალისტურია ის, რომ ნაცემი თვითონ წყალში გადავარდა, ჩანთა თავისით შეხტა ზემოთ და მსგავსი რაღაცები.

შესაძლებელია, ეგონათ, რომ შემოაკვდათ. მიუხედავად ექსპერტიზის კატეგორიულობისა, მაინც მიმაჩნია, რომ რაღაც ნაწილი ღია დარჩა. მეტი დეტალიზაცია გვჭირდება იმისათვის, რომ დასკვნა დადო.

ცალსახად მგონია, რომ ეს ადამიანი უგონო მდგომარეობაში წყალში ვერ აღმოჩნდებოდა.​ ეს არის ჩემი აზრი, როგორ აღმოჩნდა იგი წყალში, ეს უკვე საზოგადოებამ განსაზღვროს“,- აღნიშნავს გიორგი ყიფშიძე.

მისივე თქმით, კვალიფიკაციის საქმე ახლა ფრთხილად არის გადასახედი.

"ზუსტად არ ვიცი საბოლოოდ რა მუხლს დასვამენ, მაგრამ განზრახ მკვლელობის თემა შეიძლება სადაო გახდეს, რადგან არ არის გამორიცხული, მაგალითად ეს იყო სხეულის დაზიანება. პრობლემა ის არის, რომ ჩვენ მტკიცებულება არ გვაქვს იმის, რომ ვინმემ ცალსახად იგი წყალში გადააგდო“,- განაცხადა ადვოკატმა.






მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
“შურისძიება გინდოდა, მოახერხე, კმაყოფილი ხარ?“ - სკანდალური წერილი თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში
თამარს კომპანიისთვის გასუფთავებული ლეპტოპი უნდა დაებრუნებინა - კომპანია ზეგ-ის დირექტორი
ბაჩანა ლობჟანიძე ბაჩალიაშვილის კომპიუტერის გახსნაში მონაწილეობდა - კომპანია ZAG-ის ადვოკატი
თამარ ბაჩალიაშვილის ხელფასი 4 500 ლარამდე იყო - ZAG-ის დირექტორი
პარტია "რეფორმერის" წევრი მაია კუკავა: საქართველოში უმუშევარი ადამიანის დასადგენად საკმაოდ მკაცრი კრიტერიუმებია შემუშავებული
"თამუნას ჰყავდა ერთი შეყვარებული და ეს ბაჩანა ლობჟანიძე არაა, როცა მას შევხვდი დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ჩემგან ინფორმაციას იღებდა" - ინტერვიუ თამარ ბაჩალიაშვილის უახლოეს მეგობართან (ვიდეო)
3 დაღუპული და 2 დაშავებული – უმძიმესი ავარია გურამიშვილის გამზირზე
ბოშების დაპირისპირება ინგოროყვას კლინიკაში - ნაავარიევი მოზარდების მშობლები ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ
სისხლიანი დაპირისპირება წალენჯიხაში - მამაკაცი მეზობელმა დაჭრა
23 წლის პროგრამისტის საქმე - პროკურატურა ბაჩალიაშვილის ოჯახთან შეხვედრის დეტალებს ასაჯაროებს
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42