თორნიკე ჯანაშვილი "რეფორმერის" გუნდით პოლიტიკაში მიდის - რას სთავაზობს "რეფორმერი" ამომრჩეველს?
18:07, 12 Jul, 2020     436

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს პოლიტიკური პარტია "რეფორმერი", პარტიის პრეზენტაცია 9 ივლისს სასტუმრო რუმსში გაიმართა. "რეფორმერი" სხვადასხვა სფეროს წარმატებულ ახალგაზრდებს აერთიანებს, რომლებიც აქამდე პოლიტიკასთან არ ყოფილან დაკავშირებული და თვლიან, რომ ახალი პოლიტიკური სტანდარტის დამკვიდრების და ცვლილებების დროა. "რეფორმერს" წარმატებული ბიზნესმენი 30 წლის თორნიკე ჯანაშვილი ხელმძღვანელობს. რა გეგმები აქვს "რეფორმერს" ქართულ პოლიტიკაში ამის შესახებ პარტიის ლიდერს თორნიკე ჯანაშვილს გავესაუბრეთ.

რატომ გადაწყვიტეთ პარტია "რეფორმერის" დაფუძნება და პოლიტიკაში ჩართვა?

- ერთი წლის წინ დავაფუძნეთ ახალგაზრდული ორგანიზაცია "რეფორმერი", იმ ადამიანებთან ერთად ვინც ჩემ გვერდით დადგა ბევრი საინტერესო პროექტი განვახორციელეთ, მათ შორის, პატიმრების დასაქმება სოფლის მეურნეობის მიმართულებით, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ბავშვებისთვის პროგრამული ენების შესწავლა და დასაქმება, მზრუნველობამოკლებული ბავშვებისთვის ინფორმაციული ტექნოლოგიების შესწავლა, ჩავატარეთ კონკურსები სტუდენტებისთვის სახელმწიფო ხედვის სტრატეგიებზე. იმის მიუხედავად, რომ ძალიან აქტიურად ვიყავით ჩართული სხვადასხვა პროექტებში, ახალგაზრდული ორგანიზაციის ფორმატი არ იყო საკმარისი იმ პრობლემების გადასაჭრელად და რეალური შედეგების მისაღწევად, რისი მოგვარებაც აუცილებელია. გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდა გამოხმაურებები ადამიანებისგან, ვინც ჩართული იყო ჩვენს პროექტებში, აქტიურად გვადევნებდა თვალს სოციალურ ქსელში და ღიად გამოხატავდა სურვილს, ჩავრთულიყავით პოლიტიკაში.

"რეფორმერი" აერთიანებს ახალგაზრდა პროფესიონალებს, რომლებიც არიან წარმატებულები სხვადასახვა სფეროებში. ჩვენი გუნდის წევრები არიან ანი ჯაფარიძე, გიორგი აბრამიშვილი, დათა ჯანაშვილი, გიორგი ავაზაშვილი, ლაშა პატარაია, მაკო კუკავა და სხვები. ბოლო პერიოდში შემოგვიერთდა ბევრი საინტერესო და ნიჭიერი ახალგაზრდა. ჩვენი მიზანია ჩვენი გამოცდილება და რესურსი გამოვიყენოთ ქვეყნის განვითარებისთვის და დავამკვიდროთ პოლიტიკის ახალი სტანდარტი. რაც დღეს საქართველოში ხდება, არ არის პოლიტიკა. 30 წელია ვუყურებთ ერთი და იგივე სახეებს, რომლებიც გვპირდებიან უკეთეს ქვეყანაში ცხოვრებას, მაგრამ რეალურად ადამიანებისთვის არაფერი იცვლება, ჩვენთვის ადამიანი არის მიზანი და არა მიზნის მიღწევის საშუალება, ცვლილებების დროა! ჩვენი გუნდის არც ერთი წევრი არ ყოფილა დაკავშირებული პოლიტიკასთან, გვაქვს სუფთა წარსული, ჩვენ ვართ ახალი სახეები და სწორედაც რომ ჩვენმა თაობამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ქვეყნის განვითარებაზე.

რას სთავაზობს "რეფორმერი" ამომრჩეველს?

_ ჩვენ არ ვიქნებით სტანდარტული პოლიტიკური პარტია, ძირითადი იდეა არის მოძრაობაში, "რეფორმერი" ყოველთვის დარჩება მოძრაობად, სადაც მთავარი იქნება ადამიანების ჩართულობა გადაწყვეტილებების და მართვის პროცესში. ეს არის პირდაპირი დემოკრატია, მმართველობის საუკეთესო მოდელი, რომელსაც საარჩევნო კამპანიაშიც გამოვიყენებთ. ჩვენი ყველა გადაწყვეტილება და აქტივობა გავა სოციალურ ქსელში - ჩვენს ფეისბუქ გვერდზე : "რეფორმერი". ყველას ექნება შესაძლებლობა პირდაპირ რეჟიმში ადევნოს თვალი გუნდის წევრების საქმიანობას და შემოუერთდეს ჩვენს გუნდს. "რეფორმერი" ღიაა ყველასთვის, განურჩევლად ასაკის, სოციალური სტატუსის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მომავალი და სჯერა, რომ ერთად შრომით წარმატებას აუცილებლად მივაღწევთ. ჩვენ არ ვართ მომავალი. ჩვენ გვინდა შევქმნათ პოლიტიკა დღეს, აქ და ახლა, უკეთესი მომავლისთვის





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ვინ არის ქართველი ბიჭი, რომელსაც უცხოელი ქალიშვილები სექსში ათასობით დოლარს სთავაზობენ
ამერიკელი მეცნიერების გაფრთხილება მარიხუანის მწეველებს- "კანაფის ხშირი მოხმარება იწვევს სისხლძარღვების დაზიანებას, ინსულტს და გულის პრობლემებს"
საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით წალკაში სასათბურე მეურნეობა აშენდება
მძლავრი რუსული დეზინფორმაცია ქართულ ენაზე- აშშ-ს სახელფიწო დეპარტამენტის ანგარიში
აქ, ახლა თიბისის მხარდაჭერით, დავით დავარაშვილის სამეანო-გინეკოლოგიური კლინიკა ახალ მისამართზე გაიხსნა
12 წელი რუსეთ-საქართველოს ომიდან - საქართველოს საგარეო უწყება რუსეთს მოუწოდებს შეწყვიტოს უკანონო, პროვოკაციული მოქმედებები და შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს
ორჭოსანთან ოკუპანტები გამოჩნდნენ
"საუდის არაბეთის ტახტის მემკვირდემ დაზვერვის ყოფილი მაღალჩინოსნის მოკვლისთვის დაქირავებული რაზმი კანადაში გაგზავნა"- BBC
რამდენიმე ოლქში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატების ვინაობა ცნობილია
​ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარე გადადგა - დაპირისპირება "ქართულ ოცნებასთან"?
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42