მეუფე შიო: როგორც ჩანს, სნეულებებიც ცოდვების გამოა, როგორც გაკვეთილი, მწარე წამალი, საიდანაც უნდა გამოვიტანოთ დასკვნები
რელიგია •  15:43, 19 Jul, 2020     1555

ისე უნდა ვიცხოვროთ, რომ ირგვლივ ადამიანებში დიდი სიყვარული დავთესოთ. იმდენად დიდი სიყვარული უნდა დავთესოთ, რომ ისინი ვალდებულად თვლიდნენ თავს, გაჭირვების ჟამს გვერდით დაგვიდგნენ,- ამის შესახებ სამების საკათედრო ტაძარში, საკვირაო ქადაგებისას პატრიარქის თანამოსაყდრემ, მეუფე შიომ განაცხადა.

მეუფე შიომ ადამიანთა შორის სიყვარულის მნიშვნელობასა და გვერდით დგომაზე გაამახვილა ყურადღება.


“არის ასეთი ამბავი – უფალი იესო ქრისტე მიბრძანდება და ქადაგებს ერთ ოჯახში. მასთან მიჰყავთ მრავალი სნეული, ერთ-ერთი იყო პარალიზებული, რომელიც ოთხმა მეგობარმა თავის საწოლიანად მიაბრძანა უფალთან. როდესაც უფალმმა დაინახა მათი სარწმუნოება, უთხრა, შვილო, ნუ გეშინია, გეპატიება შენი ცოდვები. ეს ბევრ რამეზე გვაფიქრებს. პირველ რიგში, აუცილებელია, ვილოცოთ მოყვასისთვის. სიყვარული აუცილებელია უფლისგან წყალობისთვის. ჩვენც ისე უნდა ვიცხოვროთ, რომ ირგვლივ ადამიანებში დიდი სიყვარული დავთესოთ. იმდენად დიდი სიყვარული უნდა დავთესოთ, რომ ისინი ვალდებულად თვლიდნენ თავს, გაჭირვების ჟამს გვერდით დაგვიდგნენ. შემდეგ, სნეულს უფალი ეუბნება, აიღე საწოლი და გაიარე. მაშ, რა იყო ერთ-ერთი უმთავრესი პირობა, ეს იყო პარალიზებული ადამიანის სულიერი თვისება, მისი სინანული. ჩვენ ხშირად გვეკითხებიან, როგორ უნდა ვთქვათ სწორად აღსარება. ამ ადამიანს ერთი სიტყვაც კი არ დაუძრავს, მაგრამ უფალმა დაინახა, მის სულში როგორი ფერისცვალება მოხდა, რადგან პატიობს ცოდვებს...როგორც ჩანს, სნეულებებიც ცოდვების გამოა, როგორც გაკვეთილი, როგორც მწარე წამალი, საიდანაც ჩვენ უნდა გამოვიტანოთ დასკვნები და დავფიქრდეთ ცხოვრების აზრზე, ჩვენს შეცდომებზე. საბოლოო ჯამში, სახარება გვეუბნება, რომ უმთავრესია, გამოვავლინოთ სიყვარული ერთმანეთისთვის. ამით ჩვენ ვემსგავსებით უფალს“, – განაცხადა მეუფე შიომ.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
თელავის მუნიციპალიტეტში დაკარგული მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
ყალიბდება ლარსის საბაჟოსთან დაკავშირებული კლასტერი – ამირან გამყრელიძე
ამირან გამყრელიძე: ერთმა ახალგაზრდა თანამშრომელმა მომწერა, ბატონო ამირან, კორონა თურმე მთებში ისვენებსო
შსს-ს 11 თანამშრომელს Covid-19 დაუდასტურდა - უწყების საგანგებო განცხადება
ბაღდათში ოჯახს, მოკრეფილი თხილი მოიპარეს - რამდენიმე დღის წინ კი ლობიო, სიმინდი და გოგრა მოიპარეს
თუ ხანგოშვილის მკვლელობასთან რუსეთის კავშირი დადგინდება, შესაბამისი რეაქცია გვექნება - გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი
ახალქალაქში ისევ სპეცრაზმია მობილიზებული
ტრაგედიამდე 1 კვირით ადრე, ელექტრონულ ფოსტაზე პაროლი იყო შეცვლილი - რამიშვილი
ივანიშვილის მმართველობა ის გამონაკლისია, როდესაც ქვეყანაში მშვიდობა დამყარდა - ირაკლი ღარიბაშვილი
ვისაც სად უნდა იქ გაერთიანდეს, ვოლსკი უალტერნატივოა - კახა კალაძე
ჯანმო: "კორონავირუსის მსოფლიო ვაქცინაციისთვის $100 მილიარდი დოლარის დახარჯვა იქნება საჭირო"
"სასულიერო პირებს, რომლებიც ჩემს ძმას სტუმრობდნენ საპყრობილეში, მღვდელმსახურება შეუჩერეს" - თორნიკე მამალაძე
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42