კომპანია Boring Company-მ და Tesla-ს გენერალურმა დირექტორმა და დამფუძნებელმა ილონ მასკმა გამოაქვეყნეს ე.წ. "გვირაბების კომპანიის" ახალი რენდერი (იხ. ფოტო). ეს მასკის ბოლო პროექტია - მიწისქვეშა გვირაბების სისტემა, რომელსაც მნახველები ლას-ვეგასის კონფერენც-ცენტრში გადაყვანა შეუძლია.
კომპანიამ თავისი პროექტი ოფიციალურად გასული წლის ნოემბერში გაუშვა, მაგრამ როგორც პირველ საცდელ გვირაბში ვნახეთ, რომელიც Boring-ის შტაბ-ბინასთან ახლოს მდებარეობს, კონცეფცია ჯერ კიდევ არ არის დახვეწილი, რომ დიდი რაოდენობით ადამიანი А პუნქტიდან B-ში დიდი სისწრაფით გადაიყვანოს.
2018 წელს თავის პრეზენტაციაზე, Boring Company-მ წარმოადგინა სამგზავრო კაფსულები, ე.წ. "ციგურებზე", რომელშიც 8-დან 16 ადამიანამდე ეტევა, რომელთაც ამ გვირაბებში სწრაფად გადაადგილება შეეძლებათ.ამან მნახველებში შოკური ეფექტი გამოიწვია, თუმცა როგორც ჩანს მასკმა იდეა შეცვალა, და "მსუბუქი ავტომობილებისთვის განკუთვნილ ავტონომიურ სატრანსპორტო მანქანებზე" და "მიწისზედა ავტოსაგზაო ლიფტების" პროექტებზე გადაერთო, ოდნავ მოდიფიცირებულ Tesla-ებზე, რომლებიც მიწის ქვეშ მაღალი სიჩქარით დადიან, იმაზე სწრაფად, ვიდრე ჩქაროსნულ ავტომაგისტრალებზე.
სავარაუდოდ, ეს პროექტი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ახალ სახედ არ გადაიქცევა, რადგან 12 ადგილიან კაფსულაზე დასმულ შეკითხვასთან დაკავშირებით მასკმა მოკლე პასუხი გასცა - "მაღალი სიჩქარით გადაადგილებისას ჯობია ადანიანი იჯდეს". მისი თქმით, მომავალი ინდივიდუალური საზოგადოებრივი ტრანსპორტისაა. საუბარია 5-7 ადამიანზე."ლას-ვეგასის მარყუჟი" არ არის ერთჯერადი აქტი, რომელიც მედიის ყურადღების მისაპყრობად გაკეთდა, კონცეფციის ავტორები ირწმუნებიან, რომ სისტემას შეუძლია ორი გვირაბის მეშვეობით, საათში 4400 ადამიანი გადაიყვანოს 250 კმ/სთ სიჩქარით.
თუმცა, აქ არ არის გათვალისწინებული ის დრო, რომელიც დასჭირდება დიდი რაოდენობის ხალხის კაფსულებში ჩასმას, გადმოსმას და სხვა პროცედურებს, სანამ "ტრანსპორტის" ადგილიდან დაძვრა მოხდება.
ასევე, მასკისვე აღიარებით, დასახვეწია ავტოპილოტის სისტემაც.
მოკლედ, ეს ყველაფერი განსხვავდება იმისგან რაც Boring Company-მ 2018 წელს წარმოადგინა და ეს არ არის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რა ფორმითაც მას ჩვენ დღეს ვიცნობთ.
დღეისთვის ლოს-ანჟელესის კონფერენც-ცენტრს წელიწადში 2 მილიონამდე ადამიანი სტუმრობს. შესაბამისად, ამ რაოდენობის სტუმრის ჩასმა 5-7 ადანიანის ტევადობის კაფსულებში საკმაოდ რთული საქმეა, თუმცა, იდეის ავტორებს ამ საკითხის გადაჭრის იმედიც აქვთ.იმედია, ელონ მასკი მიწისქვეშა გვირაბებით არც თუ ისე შორეულ მომავალში გაგვასეირნებს.
მასალის გამოყენების პირობები