თიბისიმ და McKinsey & Company-მ ონლაინ კონფერენციას უმასპინძლეს - "ტურიზმი - გზა სექტორის აღდგენისკენ"
ბიზნესი & ეკონომიკა - 12:19, 24 Jul, 2020     2034
თიბისიმ და წამყვანმა გლობალურმა საკონსულტაციო კომპანიამ - McKinsey & Company ერთობლივ ონლაინ კონფერენციას უმასპინძლეს - "ტურიზმი - გზა სექტორის აღდგენისკენ".

შეხვედრაზე, სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, თიბისის კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის უფროსმა - ლევან შავკაციშვილმა, თიბისი კაპიტალის მმართველმა დირექტორმა - მერი ჩაჩანიძემ და McKinsey & Company-ის პარტნიორმა - ნათან საიცმანმა ისაუბრეს.

გამომსვლელებმა განიხილეს ტურიზმის მიმართულებით როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ტენდენციები - როგორ იცვლება ინდუსტრია და როგორ შეიძლება აღდგეს სექტორი.

კონფერენციაზე წარმოდგენილი ადგილობრივი ტენდენციების თანახმად, წინა თვეებთან შედარებით ივლისში შიდა ტურიზმი გაიზარდა. შემცირებული ფასების პირობებში, უკანასკნელ პერიოდში რეგიონალურ სასტუმროებში დატვირთულობა გაზრდილია, თუმცა, ჩაკეტილი საზღვრების გამო, 2019 წელთან შედარებით ვიზიტორების უნაღდო ჯამური ხარჯვა 82%-ითაა შემცირებული.

არსებული ჯავშნებით, ივლისში სასტუმროების დატვირთულობა თბილისში - 4%, ბათუმში - 13%, კახეთში კი 28%-ია. ვიზიტორების მოსაზიდად მომხმარებლებს რეგიონების დიდ სასტუმროებში საშუალოდ 30-45%-მდე ფასდაკლებებით შეუძლიათ სარგებლობა.

ივნისი-ივლისში ქართველი ტურსიტები ძირითადად არჩევანს თბილისთან ახლოს დასვენებაზე აკეთებენ, განსაკუთრებით უქმეებზე. შესაბამისად, წლიური შემცირება უნაღდო ანგარიშსწორებაში კახეთში - 45%, მცხეთა-მთიანეთში კი 54% იყო, მაშინ როდესაც აჭარაში უნაღდო ანგარიშსწორება 75%%-ით არის შემცირებული, თბილისში ოთახების განთავსებიდან მიღებული ბრუნვა კი თითქმის განულებულია.

McKinsey & Company-ს მონაცემების თანახმად, საერთაშორისო ვიზიტორების უმრავლესობის ძირითადი მოთხოვნებია ოთახის საფუძვლიანი დალაგება, 72 საათიანი შუალედი ოთახის ჯავშნებს შორის და ოთახის მომსახურების გაუქმება. ასევე, მათი დაკვირვებით წინასწარი ჯავშნების ხანგრძლივობა საგრძნობლად დამოკლებულია და მომხმარებელი დაჯავშნისას უპირატესობას მოქნილობას ანიჭებს (ჯავშნის გაუქმება ჯარიმის გარეშე).

კონფერენციაზე საკონსულტაციო კომპანიამ ტურზმის სექტორის წარმომადგენლებისთვის რეკომენდაციებიც გააჟღერა, მათ შორის სასტუმროს სივრცეებისთვის ახალი ფუნქციების მინიჭება, სასტუმროში მოკლევადიანი დარჩენის შეთავაზებები და აქციები, ასევე მეტი უსაფრთხოებისთვის მასპინძლობის პროცესის დეტალური გაანალიზება.

თიბისი კაპიტალის მოლოდინით, საქართველოში ტურიზმი 2019 წლის ნიშნულს 2022 წლის ბოლოს დაუბრუნდება.

ქვეყანაში ტურიზმის დაფინანსების და, ზოგადად, სექტორის მხარდაჭერის მიმართულებით, თიბისი ლიდერი ბანკია.

„თიბისი საიმედო პარტნიორია როგორც მცირე და საშუალო ზომის, ასევე მსხვილი, ქსელური ტიპის სასტუმროებისათვის როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში. არსებულ რთულ პერიოდში, თიბისი პარტნიორებს ტურიზმის სფეროდან მათ საჭიროებებზე მორგებული და მოქნილი პირობებით ეთანამშრომლება იმისთვის, რომ სექტორის ამოქმედებას მოთამაშეები მომზადებულები შეხვდნენ და შეუფერხებლად შეძლონ ფუნქციონირება. მსხვილი პროექტების შემთხვევაში, აქტიურად ვეთანამშრომლებით საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს, რაც გვეხმარება დამატებითი რესურსების მოძიებასა და მომხმარებლებისთვის დაფინანსების პირობების გაუმჯობესებაში. ტურიზმის სექტორს სხვა არაერთი ინციატივითაც ვუჭერთ მხარს - მაგალითად, თიბისი საირმის ტურიზმისა და გასტრონომიის აკადემიის „სასტუმროს ოთახების მართვის" პროგრამის მხარდამჭერი გახდა. ამასთანავე, თიბისი კაპიტალი რეგულარულად აწვდის ბაზრის მოთამაშეებს განახლებებს ტურიზმის სექტორში მიმდინარე პროცესებისა და ტენდენციების შესახებ, რაც მათ სწორ დაგეგმარებაში ეხმარებათ", - ლევან შავკაციშვილი, თიბისის კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის უფროსი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42