გაძლიერებულ ბრძოლას სარწმუნოებასთან, ფასეულობებთან პატრიარქი სიკეთით, სიყვარულით უპირისპირდება და არა აგრესიით - მეუფე დანიელი
რელიგია •  14:16, 26 Jul, 2020     780

სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვა აღევლინა. წირვის შემდეგ ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა, მეუფე დანიელმა სამების საკათედრო ტაძარში იქადაგა.
მეუფე დანიელმა ყურადღება გაამახვილა პატრიარქის ღვაწყლსა და კორონავირუსის დროს მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომლის გამოც საქართველოში აღდგომა დღეს მრევლისთვის ტაძრები არ დაიკეტა.

„ მე-19 საუკუნეში, როცა საქართველოში შემოდიოდა უკვე სული უწრმუნოებისა, სული ღვთის ბრძოლისა, ეროვნული ფასეულობების უარყოფისა, სწორედ მაშინ ღმერთმა მოუვლინა საქართველოს წმინდა ილია მართალი, ილია ჭავჭავაძე, რომელიც აღიმართა ვითარცა სალი კლდე ამ ბოროტი მანქანების წინააღმდეგ და არ არის შემთხვევითი, რომ მას ერქვა ილია, რადგან სწორედ თეზბიტელის შემართებით მხნედ ებრძოდა იგი ყოველგვარ ანტიეროვნულ, ანტიქრისტიანულ ფასეულობებს. მის გვერდში იბრძოდა აკაკი წერეთელი და დასი მთელი ჩვენი ღირსეული მამულიშვილებისა. არ არის გასაკვირი, როცა მე-20 საუკუნის დასასრულს ჩვენ მოგვივლინა ეკლესიის წინამძღოლად უფალმა პატრიარქი, რომლის სახელი არის ილია, თეზბიტელის სახელი. ისიც ასევე კიდევ უფრო გაძლიერებულ ბრძოლას სარწმუნოებასთან, სულიერ ფასეულობებთან დაუპირისპირდა და უპირისპირდება თავისი სიკეთით, არა აგრესიით, სიყვარულის, სიწმინდის მაგალითებით და ბოროტი ძალა ცდილობს, რომ როგორმე ჩრდილი მიაყენონ ამ ღვაწლს, ისევე როგორც ცდილობდნენ ილიასთვის ჩრდილი მიეყენებინათ და ეს არის ცნობილი ბოროტი ძალის იარაღი სიკეთის მიმართ ცილისწამება. აბსურდია ის ცილისწამებები, რომელიც იყო ილია მართალის წინააღმდეგ, ჩვენი დიდი პატრიარქის წინააღმდეგ, რადგან მისმა საქმეებმა ჩვენი ერი გამოიყვანა იმ სულიერი უძლურებიდან, რომელშიც იყო ჩვენი ქვეყანა მე-19 და განსაკუთრებით მე-20 საუკუნეში და რომ ჩვენი ერი ფეხზე დადგა. ამის ნიშანი იყო წლევანდელი წელი, როცა მთელს მსოფლიოში შეწყდა რელიგიური მსახურება და მართლმადიდებელ ეკლესიებში აიკრძალა მრევლის მისვლა, აღდგომას მხოლოდ საქართველოში იყო ისეთი მრევლი, რომელიც არ შეუშინდა განსაცდელს და იდგა და ადიდებდა უფალს აღდგომას. ეს არის გამარჯვება, ეს არის პატრიარქის ღვაწლის ნაყოფი“, - განაცხადა მეუფე დანიელმა.






მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
შსს-ს 11 თანამშრომელს Covid-19 დაუდასტურდა - უწყების საგანგებო განცხადება
ბაღდათში ოჯახს, მოკრეფილი თხილი მოიპარეს - რამდენიმე დღის წინ კი ლობიო, სიმინდი და გოგრა მოიპარეს
თუ ხანგოშვილის მკვლელობასთან რუსეთის კავშირი დადგინდება, შესაბამისი რეაქცია გვექნება - გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი
ახალქალაქში ისევ სპეცრაზმია მობილიზებული
ტრაგედიამდე 1 კვირით ადრე, ელექტრონულ ფოსტაზე პაროლი იყო შეცვლილი - რამიშვილი
ივანიშვილის მმართველობა ის გამონაკლისია, როდესაც ქვეყანაში მშვიდობა დამყარდა - ირაკლი ღარიბაშვილი
ვისაც სად უნდა იქ გაერთიანდეს, ვოლსკი უალტერნატივოა - კახა კალაძე
ჯანმო: "კორონავირუსის მსოფლიო ვაქცინაციისთვის $100 მილიარდი დოლარის დახარჯვა იქნება საჭირო"
"სასულიერო პირებს, რომლებიც ჩემს ძმას სტუმრობდნენ საპყრობილეში, მღვდელმსახურება შეუჩერეს" - თორნიკე მამალაძე
ვითიბი ბანკი ავტო სესხზე განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს
მეუფე სპირიდონი: რა კორონა, რა მორონა, სადაც ქრისტეა, იქ რა უნდა კორონას და ვირეშმაკობას?!
ძლიერმა მეწყერმა ამაღლებული ბორცვი მოწყვიტა და მძინარე ოჯახები მიწაში ჩაიტანა - შემთხვევა ინდოეთში
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42