უნდა ვასწავლოთ შვილებს შენდობა, დანდობა, პატიება, სხვისი პატივისცემა და სხვისი სიცოცხლის მოფრთხილება - მამა ილია ნასიძე
რელიგია •  14:40, 26 Jul, 2020     1071

უნდა ვასწავლოთ შვილებს შენდობა, დანდობა, პატიება, სხვისი პატივისცემა და სხვისი სიცოცხლის მოფრთხილება - ამის შესახებ სამების საკათედრო ტაძრის წინამძღვარმა მამა ილია ნასიძემ საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"უნდა ვასწავლოთ შვილებს შენდობა, დანდობა, პატიება, სხვისი პატივისცემა და სხვისი სიცოცხლის მოფრთხილება. მაგრამ ჯერ ამისთვის მშობლებმა უნდა ვისწავლოთ ქრისტეს სიყვარულით ცხოვრება. შურისძიება, ღვარძლი, სამაგიეროს გადახდა არის საშინელება.

დღეს, როცა ახალგაზრდა ადამიანი გარდაიცვალა, მისი მშობელი დედა და ბებია დაიჩოქა გარდაცვალებული შვილის წინაშე და თქვა: შეუნდე უფალო ჩემი შვილის მკვლელსო. ეს დიდი სულიერებაა.

ქრისტეს სიყვარულით გაზრდილი შვილები არასდროს გაიმეტებენ სხვის სიცოცხლეს. ქრისტეს სიყვარულია ყველაზე უმთავრესი. როცა ქრისტეს სიყვარულით მოქმედებ, ცხოვრობ და ზრდი შვილებს, ე.ი. სწორი გზით მიდიხარ და ცხონების გზას ადგიხარ. უფალმა გაგვაძლიეროს, შეგვაძლებინოს სწორად ცხოვრება. ღმერთმა შეგვინდოს ჩვენ, სრულიად საქართველოს და მთელ მსოფლიოს" - განაცხადა ილია ნასიძემ.






მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
თოფაძემ გამომძიებლებთან აღნიშნა, რომ დაზიანებები ბუსა ჟვანიასთან შეხლა-შემოხლის შედეგად მიიღო, თუმცა, განმარტა, რომ დანა, ან მსგავსი საგანი არ დაუნახავს - ლევან თოფაძის გამოკითხვა დასრულდა
პროკურატურის ვერსიის ერთ-ერთი საფუძველი ამირხანაშვილის ჩვენება იყო - მირიან ნიკოლაძე
"გიორგი ჩაიგდეს ხელში და..." - რატომ მოკლეს მაინცდამაინც შაქარაშვილი?
12 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
ბაჩალიაშვილის Gmail-ი გაიხსნა, ვიღაცას აქვს წვდომა - მიხეილ რამიშვილი
თამარ ბაჩალიაშვილის დედას, შსს-ში ცუდად გახდა - მას სასწრაფოს გამოძახება დასჭირდა
"თელასი" იყიდება - აქციები შესაძლოა რუსულმა "რაო ესმა" იყიდოს
თან ცემეს და თან ჩაახრჩეს წყალში - მირიან ნიკოლაძე გიორგი შაქარაშვილზე
ქართველი კაცის ქართულ მიწასთან ბმა არის სულ სხვა ემოციური სფერო - გახარია
გამომძიებლები ლევან თოფაძეს კითხავენ - მას შესაძლოა, კიდევ ერთი ოპერაცია დასჭირდეს
უბედური შემთხვევა ფონიჭალაში - საცხოვრებელი კორპუსიდან ახალგაზრდა მამაკაცი გადმოვარდა
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42