"ხელისუფლებამ, რომელიც უნდა იყოს სამართლიანობის გარანტი, თავზე დაგვახია კონსტიტუცია და კანონი... თუ ჩემი გაჩერება გინდათ, შეგიძლიათ პირდაპირ მესროლოთ ტყვია!" - მეუფე გიორგის სკანდალური ქადაგება
20:34, 26 Jul, 2020     3638

მივმართავ ჩემ სამწყსოს, ჩვენ აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს: ვინც პირდაპირ ან ირიბად ხელს შეუწყობს ზაურ დარგალის შესვლას საკანონმდებლო ორგანოში, თანამონაწილე იქნება იმ სახელმწიფოებრივი დანაშაულისა, რომელიც მან ჩაიდინა - ამის შესახებ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა, მეუფე გიორგიმ საკვირაო ქადაგების დროს განაცხადა.
მეუფეს თქმით, ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის დადგმას ის არ შეეგუება და ბოლომდე იბრძოლებს.

"ჩემ წინააღმდეგ ცილისმწამებლური კამპანია, თითქოს მე ვაღვივებ ეთნიკურ შუღლს, წამოიწყეს იმ ადამიანებმა, იმ ძალებმა, რომლებიც ემსახურებიან სიცრუეს.

უკანასკნელი 3 თვის განმავლობაში ჩვენი ვიხილეთ უდიდესი შეურაცხყოფა; ღირსების, სინდისის შელახვა, როდესაც ქალაქის არჩეულმა მერმა ჩაიდინა სახელმწიფოებრივი დანაშაული – პირსისხლიანი, ჩვენი დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის დამამხობელის, ნარიმან ნარიმანოვის, რეინკარნაცია.

მივმართავ ჩემ სამწყსოს, ჩვენ აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს: ვინც პირდაპირ ან ირიბად ხელს შეუწყობს ზაურ დარგალის შესვლას საკანონმდებლო ორგანოში, თანამონაწილე იქნება იმ სახელმწიფოებრივი დანაშაულისა, რომელიც მან ჩაიდინა.

ხელისუფლებამ, რომელიც უნდა იყოს სამართლიანობის გარანტი, თავზე დაგვახია კონსტიტუცია და კანონი. დღე და ღამე მუშაობენ იმაზე, რომ სხვადასხვა საშუალებით შემაჩერონ. პირდაპირ მივმართავ მათ: თუ ჩემი გაჩერება გინდათ, შეგიძლიათ პირდაპირ მესროლოთ ტყვია!

გუშინ გარეჯი დაგვიკეტეს, წაგვართვეს. ვინც თავის დროზე გარეჯი მიაკუთვნა მეზობელ სახელმწიფოს, დღეს მისი ძეგლი პატივითა და ღირსებით შეამკეს" - განაცხადა მეუფე გიორგიმ.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
"თითქოს ყველაფერი ჩემს წინააღმდეგაა, რთულია ამით ცხოვრება" – ნანუკა ჟორჟოლიანი
ბიზნესსაქმიანობის გასამარტივებლად საქართველოს ბანკი ახალ შეთავაზებაზე აცხადებს
კალიფორნიაში ხანძარს ვერ უმკლავდებიან- იწვის საცხოვრებელი სახლები, მოსახლეობა მასობრივად ტოვებს სტიქიის ზონას
პარტია "რეფორმერი" სახელოვნებო სკოლების ინსტრუმენტული მუსიკის პედაგოგების პრობლემებს ეხმაურება
"ჰერმესის“ ჩანთა ნილოსის ნიანგის ტყავისგან – თეთრი ოქროთი და ბრილიანტებით დაფარულმა აქსესუარმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა
რატომ არ ეცვა თამარ ბაჩალიაშვილს ფეხსაცმელები და ნახა თუ არა დედამ შვილის ცხედარი? (ვიდეო)
"ჩვენი მთავარი ამოცანა ივანიშვილის ხელისუფლების დამარცხებაა, ენმ-ს მთლიანი კამპანია და სტრატეგიაც ამ მიზნის მისაღწევად იქნება აგებული"- ზაალ უდუმაშვილი
რე|ბანკი 1 წლის აღსანიშნავად განვადებაზე უპრეცედენტო აქციას აანონსებს
"ქართული ოცნება“ წარსულია... ახლა ჩვენზეა დამოკიდებული რამდენად კონსოლიდირებულად დავამარცხებთ მას და პოლიტიკურ სანაგვეზე გავისტუმრებთ" - მიხეილ სააკაშვილი
ფოთში - ბოკერია, ზუგდიდში - უგულავა და სხვები... - ევროპულმა საქართველომ 14 ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42