ნარკოდამოკიდებულმა ადამიანმა სოციალურ ქსელში განათავსა ფოტო, რომელიც მისი აზრით, ჯანმრთელი ცხოვრების ერთგგვარ შთაგონების მაგალითად უნდა იქცეს წამალდამოკიდებულთათვის.
ყოფილი ნარკომანი ახალგაზრდა მამაკაცის მიერ გამოქვეყნებულმა ფოტოებმა დიდი პოპულარობა ჰპოვა სოციალურ ქსელებში- იგი აცხადებს, რომ მისი ცხოვრება სრულად შეიცვალა და უკვე ფხიზელ გონებაზე ყოფნის 745-ე დღეს აღნიშნავს. მის მიერ ატვირთულ ფოტოებზე ჩანს, თუ როგორ გამოიყურებოდა იგი ნარკოტიკის მოხმარების პერიოდში და როგორია იგი ახლა - „ მე საბოლოოდ ცოცხალი ვარ“.
ტვიტერზე ატვირთული პოსტი ძალზე სწრაფად გადააზიარეს სხვადასხვა გვერდებმა. კომენტარებში უწერდნენ : „ ბიჭი, რომელმაც საკუთარი თავი გადაარჩინა, აღიარებას იმსახურებს“.
„მივატოვე გაზიანი სასმელებისა და სწრაფი კვების პროდუქტების მოხმარება, ვსვამ ტონობით წყალს და ჩემს სახეს არც კი ვეხები“ - განაცხადა ტრევისმა.
მასალის გამოყენების პირობები