საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების წარმომადდგენლები ვარაუდობენ, რომ COVID-19-ით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისისგან ქალები მამაკაცებზე მეტად დაზარალდებიან.
"Covid-19-ის პანდემია საფრთხეს უქმნის ყველა იმ მიღწევას, რომელიც გვქონდა ბოლო 30 წლის განმავლობაში ქალებისთვის ეკონომიკური შესაძლებლობების გაფართოების კუთხით და კვლავ გააფართოებს ამ საკითხში არსებულ უფსკრულს, რომელიც ისედაც არ იყო ბოლომდე აღმოფხვრილი," - წერს საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელ თანამდებობაზე მომუშავე ოთხი ქალი - კრისტალინა გეორგიევა, სტეფანია ფაბრიციო, ჩენგ ჰოონ ლიმი და მარინა მ. ტავარესი.
მათ გამოყვეს ის ოთხი ძირითადი მიზეზი, რის გამოც ეკონომიკური კრიზისი უფრო მძიმედ იმოქმედებს ქალებზე.
ისინი აცახდებენ, რომ ქალები წარმოადგენენ სამუშაო ძალის ძირითად ხერხემალს იმ სექტორებში, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდნენ კარანტინის რეჟმის გამოცხადების გამო. ისინი, მამაკაცებზე მეტად, მუშაობენ ე.წ. ფარულ სექტორში, სადაც ისეთი საკითხები, როგორიცაა სოციალური დაცვა და თანაბარი ხელფასი არ მოქმედებს. მათ უფრო გაჭირდებათ სამსახურში დაბრუნება, თუ ოჯახში არიან ბავშვები აბ ხანდაზმულებვი. და ბოლოს, მძიმე პერიოდში, განსაკუთრებით ღარიბ ქვეყნებში, გოგონები უფრო ხშირად სწირავენ განათლების მიღებასა და შესაბამისად, მომავალს, ოჯახის დახმარების გამო.
ანალოგიური სიტუაციაა ბიზნესშიც. გაეროს უახლესი კვლევები ცხადყოფს, რომ საშუალო და მცირე ბიზნესში კორონაკრიზისის გამო უფრო მეტად მეწარმე ქალები დაზარალდნენ: 64%, 52%-ის წინააღმდეგ. ამაზე თუნდაც ის ფაქტიც მეტყველებს, რომ რადგან სკოლები დახურულია, ბიზნესმენი ქალი უფრო მეტ ყურადღებას უთმობს ბავშვებს, მეტად აწყდება ოჯახურ ძალადობას და უფრო ნაკლებად არიან მზად ონლაინ ბიზნესისთვის.
სტატისტიკის თანახმად, არამდიდარ ქვეყნებში ქალებს 23%-ით ნაკლებად აქვთ წვდომა ინტერნეტთან, ვიდრე მამაკაცებს, ხოლო საოჯახო საქმეებისთბის ისინი 3 საათით მეტ დროს ხარჯავენ, ვიდრე მაამაკაცები.
ამასთან, სავალუტო ფონდის წარმომადგენელთა აზრით, ყველა ზემოთ დასახელებული ფაქტორი კიდევ უფრო მძიმეს გახდის მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისს, რომელიც კორონაპანდენმიამ გამოიწვია და შემაცირებს მისგან თავის დაღწევის ტემპს.
მასალის გამოყენების პირობები