ანტისანიტარია და შიმშილი – რა გელით, თუ სიცხე გაქვთ და სასწრაფომ საავადმყოფოში გადაგიყვანათ! (ფოტოები ერთ-ერთი პრესტიჟული ქართული კლინიკიდან)
11:55, 29 Jul, 2020     2077
რა ხდება მაშინ, როცა მსოფლიოში პანდემია მძვინვარებს და შენ სიცხე გაქვს?!

ბევრი იწერება და მრავალი სიუჟეტი კეთდება ახალი კორონავირუსის საკითხზე. მართალია უკანასკნელი რამდენიმე კვირაა, ეს საკითხი შედარებით ნაკლებად აქტუალურია და ქვეყანაში მიმდინარე სხვა მოვლენებმა გადაფარეს იგი, მაგრამ შემთხვევების რაოდენობის ზრდასთან ერთად, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ კორონავირუსი ყურადღების ცენტრში კვლავ მოექცევა.
მანამდე კი თუ სიცხე გექნებათ და გამოიძახებთ სასწრაფოს, "რა მოგივათ" (დიდი ალბათობით) იმას მოგიყვებით...
ამბავს მოგიყვებით "ნიუპოსტის" ერთ–ერთი მკითხველის მაგალითზე, რომელმაც ერთ–ერთ საავადმყოფოში არსებული ანტისანიტარიის ფოტოც მოგვაწოდა.
თუ დარეკავთ 112–ზე სიცხიანი, პირველი რასაც გკითხავენ არის – "კორონავირუსიანთან ხომ არ გქონიათ კონტაქტი?", შემდეგ ყველაფერი ფორმალობაა და გეტყვიან – "დაელოდეთ სასწრაფოს". მაშინ, როცა ქვეყანაში პანდემია მძვინვარებს, ალბათ მსგავს გამოძახებებზე სასწრაფოს ექიმებიც სპეციალური აღჭურვილობით უნდა მიდიოდნენ, შესაბამისი კომბინიზონით, ქუდითა და ნიღბით, მაგრამ არა, თვენთან სასწრაფოს ექიმები შემოვლენ, ჩვეულებრივი სამედიცინო ნიღბით, დამცავი ფარით, ერთჯერადი სამედიცინო ქუდითა და ერთჯერადი სამედიცინო ხალათით. ბახილები? – ეგ რა არის?
ეს შემდგომი მოქმედებებიდან გამომდინარე, რაც შემდგომი 36 სთ–იდან 48 საათამდე შესაძლოა გელოდეთ ყველაზე "სასიამოვნო" პროცედურაა.
თუ მათ თერმომეტრზეც დაგიფიქსირდათ სიცხე, გეტყვიან – "უნდა გადაგიყვანოთ". შეგეშინდებათ, ანერვიულდებით, მაგრამ დათანხმდებით, შემდეგ გეტყვიან, რომ სჯობს საკუთარი "ჯამ–ჭურჭელი" წაიღოთ, განსაკუთრებით ჭიქა და კოვზი. აქ უკვე დაეჭვდებით, შესაძლოა კითხვებიც გაგიჩნდეთ, მაგრამ არ დასვამთ. წაყვებით სასწრაფოს, გზაში გეტყვიან "სჯობს სასწრაფომ მიგიყვანოთ, თორემ თქვენთვითონ რომ მიხვიდეთ 300 ლარი გექნებათ გადასახდელი", ერთგვარი მადლიერების გრძნობა გაგიჩნდებათ. იკითხავ რომელ საავადმყოფოში მივდივართო და გიპასუხებენ – "სადაც ადგილი იქნება!".
ამ შემთხვევაში საუბარია "საქართველოს საპატრიარქოს წმიდა იოაკიმეს და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრზე".
როცა ამ საავადმყოფოში შეგიყვანენ – დარეგისტრირდებით და წაგიყვანენ პალატაში, სადაც თქვენს გარდა კიდევ 5 კაცი წევს, აქედან რამდენიმეს ძალიან ახველებს – არც იფიქროთ, რომ 2 საათში ერთხელ ვინმე ვინმეს სამედიცინო ნიღაბს უცვლის! ამიტომ, უფრო მეტად ანერვიულდებით.
შემდეგ შემოვა ექიმი, თუ ღამეა გეტყვით, რომ დილით აგიღებენ ცხვირ–ხახის ნეცხს, რომლის პასუხიც შესაძლოა საღამოსვე იყოს და "რახან კორონიანის არაფერი გეტყობა, საღამოს გაგიშვებთ სახლში". გაგეხარდებათ, ნერვიულობაც ცოტა ხნით მიგავიწყდებათ. დღის განმავლობაში ფილტვებზე რენდგენს გადაგიღებენ და სისხლის საერთო ანალიზსაც გაგიკეთებენ.
შემდეგ შემოვა ექიმი და გეტყვით, რომ ორმხრივ პნევმონიაზე აქვთ ეჭვი და ამიტომ საღამოს სახლში აღარ გიშვებენ. ისევ ანერვიულდებით, მაგრამ ამ დროს ანალიზების პასუხი მოგისწრებთ და სხვა ექიმი გეტყვით, რომ ყველა მაჩვენებელი იდეალურია. შესაბამისად, სხვა რა გზა აქვთ, ყველას ავიწყდება ის ფაქტი, რომ ორმხრივ პნევმონიაზე ჰქონდათ ეჭვი, თქვენც მშვიდდებით და ელოდებით საღამოს 10 საათს, სახლში რომ წახვიდეთ რადგან "კორონიანის არაფერი გეტყობათ".
კვებაზე თავად უნდა იზრუნოთ, წყალი ონკანის, არავითარი დისპენსერი. საპირფარეშო საერთო... თუ არავინ გყავთ საჭმლის მომწოდებელი, დაახლოებით 2 დღე უნდა იშიმშილოთ, რადგან დარწმუნებული იქნებით, რომ საღამოს გაგიშვებენ "კორონიანის ხომ არაფერი გეტყობათ?".
მოვა საღამოს 10 საათი, გაგიხარდებათ, პასუხების მოლოდინში, გეტყვიან – "წუთი წუთზე ველოდებით", ძალიან გიხარიათ, გშიათ, გწყურიათ, მაგრამ წუთი წუთზე სახლში უნდა წახვიდეთ... გახდება 11 საათი და "არსით ხმა, არსით ძახილი", გახდება 00:00 საათი, კორიდორში თავისუფლად გადაადგილდებით, ხალხს თავისუფლად ეკონტაქტებით, არავითარი იზოლაცია, მიუხედავად იმისა, რომ "შეიძლება კორონა გჭირდეთ".
ასე ლოდინში დაგათენდებათ მთელი ღამე, გათენდება და მშიერ–მწყურვალი იმის მოლოდინით, რომ პასუხი მალე იქნება და საჭმლის გამოძახებას რა აზრი აქვს, ბოლთის ცემას დაიწყებთ კორიდორში. შემდეგ აღმოაჩენთ თქვენს პალატაში ვიღაცის ნახმარ ნიღაბს თქვენს საწოლთან მიგდებულს და მკვდარ მწერებს – ეს ბონუსია.
მოვა დილის 10 საათი და გეტყვიან – "უარყოფითია", ბედნიერი წამოხვალთ მინუს 4–5 კილოგრამით, დასტრესილი, მშიერი–მწყურვალი, მაგრამ რაც მთავარია "კორონინას არ გავხართ და არც გაქვთ", მერე რა, რომ საღამოს მოსასვლელი პასუხი მეორე დღეს მოვიდა, საავადმყოფომ თქვენით სახელმწიფოს ორი დღის ფული წაცინცლა, ექიმს კი თვეში ხელფასის სახით 300 ლარს გადაუხდის!

"ნიუპოსტზე" გასულ აღნიშნულ ისტორიას სასწრაფო სამედიცინო დახმარების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური გამოეხმაურა. მათ კომენტარს უცვლელად გთავაზობთ:

"სასწრაფო სამედიცინო დახმარება კორონავირუსთან დაკავშირებულ გამოძახებებს სპეციალური, სრული აღჭურვილობით ასრულებს.

112-ში სასწრაფო დახმარების გამოძახების დაფიქსირების დროს, ხდება გამოძახებათა ფილტრაცია და მათი წინასწარი იდენტიფიცირება - რამდენად მიეკუთვნება შემოსული ზარი კორონავირუსთან დაკავშირებულ საეჭვო შემთხვევას, რის შემდგომაც, საჭიროებისამებრ, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ეკიპაჟები მოქალაქეებს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას C დონის ბიოლოგიური დაცვის უსაფრთხოების ტანსაცმლით ემსახურებიან.

სასწრაფო სამედიცინო დახმარება ასევე ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით ემსახურება ყველა სხვა დანარჩენ გამოძახებას, რომელიც არ არის დაკავშირებული კორონავირუსთან. საჭირო ინდივიდუალური საშუალებების მინიმალური ჩამონათვალია - დამცავი სახის ფარი/სათვალე, სამედიცინო პირბადე, სამედიცინო ხალათი, ხელთათმანები. შესაბამისად, თუ გამოძახების დაფიქსირების დროს, ზარი არ განისაზღვრა როგორ კოვიდ-19-თან დაკავშირებული საეჭვო შემთვევა, სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები მოქალაქეებს აღნიშნული ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით უწევენ გადაუდებელ დახმარებას" - აცხადებენ "სასწრაფო სამედიცინო დახმარების" პრესსამსახურში.






მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ავტოავარია თბილისში - ავტომობილი სკვერში შევარდა და ახალგაზრდა ქალს დაეჯახა
ანდრეა პირლო "იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელი ხდება
არეულობა ახალქალაქში და გადამწვარი სახლები - სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის პირველი კომენტარი
ჩვენ დავასრულებთ ამ ომს მშვიდობიანად, მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს - თორნიკე ჯანაშვილი
სისხლიანი დაპირისპირება ახალქალაქში - მოკლულია ახალგაზრდა მამაკაცი
პოლიციის თავდასხმა ტვ პირველის გადამღებ ჯგუფზე - სოფელ ნიქოზში ჟურნალისტებს ძალის გამოყენებით მიკროფონი და კამერა წაართვეს
სასამართლომ ლერი სულაბერიძეზე თავდასხმის საქმეზე დაკავებულ კიდევ ერთ პირს პატიმრობა შეუფარდა
"ლეჰჰეი, ლეჰჰეი"– რას ნიშნავს სიტყვა, რომლის მნიშვნელობა ბაჩანა ლობჟანიძეს თამარ ბაჩალიაშვილისთვის არ განუმარტავს
მედვედევის განცხადება რუსეთის სისხლიანი პირის ჩამორეცხვის უსუსური მცდელობაა - ბარამიძე
მამაკაცს, რომელმაც მეგობარი გოგონა საკუთარ დაბადების დღეზე გააუპტიურა და მოკლა 29 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42