რამდენი მედიკოსია COVID-19-ით დაინფიცირებული საქართველოში - ოფიციალური სტატისტიკა
14:33, 29 Jul, 2020     452

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ანგარიშის თანახმად, საქართველოში COVID-19-ით სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი სამსახურების 129 თანამშრომელი დაინფიცირდა, რაც ქვეყანაში რეგისტრირებული შემთხვევების (980 დადასტურებული შემთხვევა) 13.2%-ს შეადგენს. 129 შემთხვევიდან 111 (86.1%) არის სამედიცინო პერსონალი, ხოლო- 18 (13.9%) - ტექნიკური პერსონალი.

„სამედიცინო პერსონალის დაინფიცირების 111 შემთხვევიდან ერთი კლასიფიცირდა, როგორც საზოგადოებაში შეძენილი. შესაბამისად, სამედიცინო მომსახურების მიწოდებისას ინფიცირებული სამედიცინო პერსონალის რაოდენობა საქართველოში განისაზღვრა როგორც 110, რაც ქვეყანაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 11.2%-ია.”,-აღნიშნულია ანგარიშში.

რაც შეეხება სამედიცინო პერსონალის ინფიცირების შემთხვევათა განაწილებას პროფესიული ჯგუფების მიხედვით, მათ შორის 62 ექთანია, 31- ექიმი, 16-უმცროსი სამედიცინო პერსონალი და 1 ეპიდემიოლოგი. ლეტალურად დასრულდა 1 შემთხვევა (70 წლის ექთანი ქალი, ქვემო ქართლი).

ანგარიშის თანახმად, სამედიცინო პერსონალის შემთხვევაში დაავადებულთა საშუალო ასაკი 46 წელია, ასაკობრივი დიაპაზონი 19-72 წელი. სქესის მიხედვით, დაინფიცირებულ სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელთა 85.5% იყო ქალი, 14.5% - კაცი.

შენიშვნა - მონაცემები 11 ივლისისთვის არსებულ მდგომარეობას ასახავს,





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
"თითქოს ყველაფერი ჩემს წინააღმდეგაა, რთულია ამით ცხოვრება" – ნანუკა ჟორჟოლიანი
ბიზნესსაქმიანობის გასამარტივებლად საქართველოს ბანკი ახალ შეთავაზებაზე აცხადებს
კალიფორნიაში ხანძარს ვერ უმკლავდებიან- იწვის საცხოვრებელი სახლები, მოსახლეობა მასობრივად ტოვებს სტიქიის ზონას
პარტია "რეფორმერი" სახელოვნებო სკოლების ინსტრუმენტული მუსიკის პედაგოგების პრობლემებს ეხმაურება
"ჰერმესის“ ჩანთა ნილოსის ნიანგის ტყავისგან – თეთრი ოქროთი და ბრილიანტებით დაფარულმა აქსესუარმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა
რატომ არ ეცვა თამარ ბაჩალიაშვილს ფეხსაცმელები და ნახა თუ არა დედამ შვილის ცხედარი? (ვიდეო)
"ჩვენი მთავარი ამოცანა ივანიშვილის ხელისუფლების დამარცხებაა, ენმ-ს მთლიანი კამპანია და სტრატეგიაც ამ მიზნის მისაღწევად იქნება აგებული"- ზაალ უდუმაშვილი
რე|ბანკი 1 წლის აღსანიშნავად განვადებაზე უპრეცედენტო აქციას აანონსებს
"ქართული ოცნება“ წარსულია... ახლა ჩვენზეა დამოკიდებული რამდენად კონსოლიდირებულად დავამარცხებთ მას და პოლიტიკურ სანაგვეზე გავისტუმრებთ" - მიხეილ სააკაშვილი
ფოთში - ბოკერია, ზუგდიდში - უგულავა და სხვები... - ევროპულმა საქართველომ 14 ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42