თიბისი დაზღვევის სტრატეგიული პარტნიორი - კლინიკა „რეიმანი" გაიხსნა
ბიზნესი & ეკონომიკა •  14:55, 29 Jul, 2020     393

თბილისში, საოჯახო მედიცინის ამერიკული ცენტრი - „რეიმანი" გაიხსნა, რომელიც თიბისი დაზღვევამ სტრატეგიულ პარტნიორად ჯერ კიდევ ჯანმრთელობის დაზღვევის პროდუქტის გაშვებისას დაანონსა.

თიბისი დაზღვევის მიზანი დაზღვეულების მაქსიმალური კმაყოფილება და მათთვის მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზებაა, რასაც კლინიკა „რეიმანი" 27 წლიანი გამოცდილებითა და მაღალკვალიფიციური მედპერსონალის დახამრებით უზრუნველყოფს.

თიბისი დაზღვევა „რეიმანთან" თანამშრომლობით, კიდევ ერთ ნაბიჯს დგამს ადამიანებისთვის ცხოვრების გასამარტივებლად და მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვას უმაღლესი სტანდარტების კლინიკასთან ერთად აგრძელებს.

„რეიმანი" ამერიკის წამყვანი კლინიკების გამოცდილების გათვალისწინებით შეიქმნა და მომხმარებელს ამბულატორიული მომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს:

• საოჯახო მედიცინა
• პედიატრია
• ქალთა ჯანმრთელობა
• ROCHE-ს უახლესი ავტომატიზებული ლაბორატორია

„რეიმანის" მომსახურების მოდელია - პაციენტი-ცენტრი, რომლის მთავარი ღირებულება ადამიანის საჭიროებებსა და ჯანმრთელობაზე ზრუნვაა. მაღალი ხარისხის მომსახურებასთან ერთად, კომპანიის პრიორიტეტი ადამიანებისათვის მაქსიმალური კომფორტის შექმნაა, რასაც მაღალკვალიფიციურ მედპერსონალთან ერთად, გარემოც ქმნის.

თიბისი დაზღვევის მომხმარებლებისთვის „რეიმანის" მომსახურების მიღება ოჯახის ექიმების დახმარებით კიდევ უფრო მარტივი და კომფორტულია. კლინიკაში სასურველ სპეციალისტთან ჩაწერა შესაძლებელია შემდეგ ნომერზე: (032) 2 42 11 11 ან ვებგვერდის საშუალებით.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ტრაგედიამდე 1 კვირით ადრე, ელექტრონულ ფოსტაზე პაროლი იყო შეცვლილი - რამიშვილი
ივანიშვილის მმართველობა ის გამონაკლისია, როდესაც ქვეყანაში მშვიდობა დამყარდა - ირაკლი ღარიბაშვილი
ვისაც სად უნდა იქ გაერთიანდეს, ვოლსკი უალტერნატივოა - კახა კალაძე
ჯანმო: "კორონავირუსის მსოფლიო ვაქცინაციისთვის $100 მილიარდი დოლარის დახარჯვა იქნება საჭირო"
"სასულიერო პირებს, რომლებიც ჩემს ძმას სტუმრობდნენ საპყრობილეში, მღვდელმსახურება შეუჩერეს" - თორნიკე მამალაძე
ვითიბი ბანკი ავტო სესხზე განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს
მეუფე სპირიდონი: რა კორონა, რა მორონა, სადაც ქრისტეა, იქ რა უნდა კორონას და ვირეშმაკობას?!
ძლიერმა მეწყერმა ამაღლებული ბორცვი მოწყვიტა და მძინარე ოჯახები მიწაში ჩაიტანა - შემთხვევა ინდოეთში
ოჯახი მოითხოვს დამნაშავეების უმკაცრესად დასჯას - მირიან ნიკოლაძე
ვარსკვლავების შვილები, რომლებიც ძალიან ჰგვანან ცნობილ მშობლებს - ფოტოკოლაჟი
22 წლის მომღერალს ღვთიმსგმობი სიმღერის გამო სიკვდილით დასჯიან
მირიან ნიკოლაძე: ოჯახი მიიჩნევს, რომ შაქარაშვილის მკვლელობის ფაქტი გახსნილია
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42