"უნდა დაიწყოს მუშაობა, რათა მოსახლეობამ გაიგოს, რომ კორონავირუსის ვაქცინა არ არის მტერი" – ინფექციონისტი
19:01, 29 Jul, 2020     1194

"თუ კორონავირუსის აღმავლობა სეზონურ გრიპს დაემთხვევა, ეს ჯანდაცვის სისტემას ძალიან დააწვება", - ამის შესახებ ინფექციონისტმა და კლინიკა „ნეოლაბის“ ექიმმა მაია ბუწაშვილმა ჟურნალისტებთან ქვეყანაში შექმნილ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე საუბრისას განაცხადა.
„მეორე ტალღა, შესაძლოა, აგვისტოშიც იყოს, სექტემბერში ან საერთოდ არ იყოს. მაგრამ, მეორე მხრივ, თუ კორონავირუსის მეორე ტალღა ოქტომბერში იყო, ეს დაამძიმებს სიტუაციას, იმიტომ, რომ გრიპი გარდაუვალია, კანონზომიერებაა და სეზონური გრიპი აუცილებლად გვექნება.

ამიტომ შიშობენ, რომ თუ კორონავირუსის აღმავლობა ამ პერიოდს დაემთხვევა, ეს ძალიან დააწვება ჯანდაცვის სისტემას. გრიპი სახუმარო თემა არ არის, ყოველ წელს სერიოზულ პრობლემებს ქმნის. აქვე მინდა მოსახლეობას ვუთხრა, როგორც კი გრიპის ვაქცინაცია დაიწყება, აუცილებლად გაიკეთონ და უარი არ თქვან.

ჯერ არარსებულ ვაქცინაზეა პროპაგანდა, რომ არ გაიკეთონ კორონავირუსის ვაქცინა. ეს არის დანაშაულის ტოლფასი. ძალიან მკაცრად უნდა იყოს ამის რაიმე ფორმით კონტროლი. არსებობს კანონი, რომელიც ადამიანს იცავს სხვა ადამიანების ზემოქმედებისგან. ანტივაქცერები სხვა ადამიანების ჯანმრთელობას უქმნიან საფრთხეს. უნდა დაიწყოს მუშაობა, რათა მოსახლეობამ გაიგოს, რომ კორონავირუსის ვაქცინა არ არის მტერი. პირიქით, ეს არის ერთადერთი ხსნა პანდემიასთან ბრძოლაში“, - განაცხადა მაია ბუწაშვილმა.




მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
Re|Bank celebrates its first birthday with unprecedented installment offers
რე|ბანკი 1 წლის აღსანიშნავად განვადებაზე უპრეცედენტო აქციას აანონსებს
"ქართული ოცნება“ წარსულია... ახლა ჩვენზეა დამოკიდებული რამდენად კონსოლიდირებულად დავამარცხებთ მას და პოლიტიკურ სანაგვეზე გავისტუმრებთ" - მიხეილ სააკაშვილი
ფოთში - ბოკერია, ზუგდიდში - უგულავა და სხვები... - ევროპულმა საქართველომ 14 ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა
რას დაუპირისპირებს ოპოზიცია არჩევნებზე შესაძლო გაყალებებასა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას - სააკაშვილის კომენტარი
კორონავირუსმა დებს ერთმანეთი 50 წლის შემდეგ აპოვნინა
გიორგი შაქარაშვილის ბურუსით მოცული მკვლელობა - საქმეში არსებული ერთ-ერთი მანქანა შსს-მ მხოლოდ 2 თვის შემდეგ დალუქა
"ვაშაძის გადაწყვეტილება ივანიშვილის ინტერესებს ემსახურება, ასევე, ძალიან ბევრი შეკითხვაა, თუ ვინ აფინანსებს ამ პოლიტიკურ პროექტს"- სამადაშვილი
"მართვით სუნთქვაზეა" – გოგი თოფაძე დაჭრილი შვილიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე
"როდესაც "ბრეზპრიდელი“ მართავს ქვეყნას, შედეგიც ასეთი დგება... "ოცნების“ მმართველობა მთავრდება" - მიხეილ სააკაშვილი
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42