თბილისში დაკავებული "კანონიერი ქურდის“ ძმა - რა სქემით მოქმედებდა ლაშა ბარათელის ძმა და საიდან იღებდა მითითებებს (ყველა დეტალი)
10:13, 30 Jul, 2020     3864
ხმაურიანი სპეცოპერაციის ახალი დეტალები - ”ქურდული სამყაროს” წევრობის, ცეცხლსასროლი იარაღისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში დაკავებული ორივე პირი იდენთიფიცირებულია. დაკავებულია ე.წ. „კანონიერი ქურდის“, ლაშა ბარათელის ძმა, 28 წლის ლევან ბარათელი.

"ნიუპოსტის" ინფორმაციით, დაკავებულებს გამოძალვასაც ედავებიან.

გამოძალვის ფაქტი ჩანს საქმის მასალებში არსებულ ფარულ ჩანაწერშიც.

საქმის მასალების თანახმად, ლევან ბარათელი, ძმასთან ათანხმებს დეტალებს, როგორ უნდა მოხვდეს მიღებული თანხა ლაშა ბარათელთან.

რაც შეეხება მეორე დაკავებულს ის კობა კვარაცხელია, იგივე "ბაჯუნაა".

არსებული ინფორმაციით, კვარაცხელია და ლევან ბარათელი "კანონიერი ქურდების" დავალებით თბილისში ბიზნესმენებს თანხას სძალავდნენ. ბოლოს კი ბიზბესმენმა შსს-ს ინფორმირება გადაწყვიტა, რის შემდერგადაც დაიგეგმა მათი აყვანის ოპერაციაც.

ორივე დაკავებული წარსულში ნასამართლევია.

რაც შეეხება ლაშა ბარათელს - „ჭიას“, ის ერთ-ერთ გავლენიანი ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტია და ჯანგველაძე-ონიანის კლანის წევრია.

"ჭია" "ქურდად" 2014 წელს როვშან ჯანიევმა აკურთხა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ლაშა ბარათელი ამჟამად ესპანეთში იმყოფება.

ნახეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადება.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ავტოავარია თბილისში - ავტომობილი სკვერში შევარდა და ახალგაზრდა ქალს დაეჯახა
ანდრეა პირლო "იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელი ხდება
არეულობა ახალქალაქში და გადამწვარი სახლები - სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის პირველი კომენტარი
ჩვენ დავასრულებთ ამ ომს მშვიდობიანად, მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს - თორნიკე ჯანაშვილი
სისხლიანი დაპირისპირება ახალქალაქში - მოკლულია ახალგაზრდა მამაკაცი
პოლიციის თავდასხმა ტვ პირველის გადამღებ ჯგუფზე - სოფელ ნიქოზში ჟურნალისტებს ძალის გამოყენებით მიკროფონი და კამერა წაართვეს
სასამართლომ ლერი სულაბერიძეზე თავდასხმის საქმეზე დაკავებულ კიდევ ერთ პირს პატიმრობა შეუფარდა
"ლეჰჰეი, ლეჰჰეი"– რას ნიშნავს სიტყვა, რომლის მნიშვნელობა ბაჩანა ლობჟანიძეს თამარ ბაჩალიაშვილისთვის არ განუმარტავს
მედვედევის განცხადება რუსეთის სისხლიანი პირის ჩამორეცხვის უსუსური მცდელობაა - ბარამიძე
მამაკაცს, რომელმაც მეგობარი გოგონა საკუთარ დაბადების დღეზე გააუპტიურა და მოკლა 29 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42