ევროპაში კორონავირუსის ახალ აფეთქებაში ახალგაზრდები არიან დამნაშავე - ჯანმო
COVID-19 •  15:52, 30 Jul, 2020     638
BBC-ის ინფორმაციით, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია აცახდებს, რომ ევროპაში კორონავირუსის ახალ აფეთქებაში ახალგაზრდები არიან დამნაშავე, რადგან სწორედ ისინი არ იცავენ სოციალური დისტანცირების წესებს და ცდილობენ ისეთივე ცხოვრებით იცხოვრონ, როგორც COVID-19-ის პანდემიამდე.

ჯანმოს რეგიონალურმა დირექტორმა ჰანს კლიუგემ ბრიტანულ მედიასაშუალებას განუცხადა, რომ ევროპის ქვეყნების ხელისუფლები ვალდებულნი არიან უფრო მკაცრად დაიცვან კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო პირობები.

"უფრო და უფრო მეტი ევროპული ქვეყანა განიცდის ლოკალურ აფეთქებებს და კორონავირუსით დაავადების ზრდას. სხვადასხვა ქვეყნების ჯანდაცვის უწყებები გვატყობინებენ, რომ მატულობს დაავადების რიცხვი ახალგაზრდებს შორის. ჩვენ მივდივართ დასკვნამდე, რომ აუცილებელია ახალგაზრდობასთან მუშაობის გააქტიურება," - აცხადებს იგი.

კლუგე ამბობს, რომ თავად არის 2 ქალიშვილის მამა და კარგად ესმის, რომ ახალგაზრდებს არ სურთ "ზაფხულის დაკარგვა", მაგრამ მათ უნდა გაიცნობიერონ, რომ აქვთ დიდი პასუხისმგებლობა საკუთარი ოჯახის, ასაკოვანი ხალხისა და ზოგადად,მათი გარემოცვის წინაშე.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ტრაგედიამდე 1 კვირით ადრე, ელექტრონულ ფოსტაზე პაროლი იყო შეცვლილი - რამიშვილი
ივანიშვილის მმართველობა ის გამონაკლისია, როდესაც ქვეყანაში მშვიდობა დამყარდა - ირაკლი ღარიბაშვილი
ვისაც სად უნდა იქ გაერთიანდეს, ვოლსკი უალტერნატივოა - კახა კალაძე
ჯანმო: "კორონავირუსის მსოფლიო ვაქცინაციისთვის $100 მილიარდი დოლარის დახარჯვა იქნება საჭირო"
"სასულიერო პირებს, რომლებიც ჩემს ძმას სტუმრობდნენ საპყრობილეში, მღვდელმსახურება შეუჩერეს" - თორნიკე მამალაძე
ვითიბი ბანკი ავტო სესხზე განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს
მეუფე სპირიდონი: რა კორონა, რა მორონა, სადაც ქრისტეა, იქ რა უნდა კორონას და ვირეშმაკობას?!
ძლიერმა მეწყერმა ამაღლებული ბორცვი მოწყვიტა და მძინარე ოჯახები მიწაში ჩაიტანა - შემთხვევა ინდოეთში
ოჯახი მოითხოვს დამნაშავეების უმკაცრესად დასჯას - მირიან ნიკოლაძე
ვარსკვლავების შვილები, რომლებიც ძალიან ჰგვანან ცნობილ მშობლებს - ფოტოკოლაჟი
22 წლის მომღერალს ღვთიმსგმობი სიმღერის გამო სიკვდილით დასჯიან
მირიან ნიკოლაძე: ოჯახი მიიჩნევს, რომ შაქარაშვილის მკვლელობის ფაქტი გახსნილია
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42