NASA-ს მისია მარსზე - რაკეტა Atlas V წითელ პლანეტაზე მარსმავალს და ვერტმფრენს ჩაიყვანს (ვიდეო)
ეს საინტერესოა •  16:40, 30 Jul, 2020     499
ფლორიდაში სტარტი აიღო კოსმოსურმა რაკეტა Atlas V-მა, რომელმაც მარსის ზედაპირზე საკვლევ აპარატ Perseverance-ს ჩაიყვანს, რომლის მისიაც მარსის ზედაპირისა და მასზე სიცოცხლის კვალის გამოკვლევა იქნება.

Nasa-ს გათვლებით, რაკეტა წითელი პლანეტის ორბიტას 2021 წლის 18 თებერვალს მიაღწევს, ხოლო საკვლევი აპარატი დედამიწაზე 2031 წელს დაბრუნდება.

მარსმავალი 7 სამეცნიერო ხელსაწყოს გარდა აღწურვულია ვერტმფრენით, რომელიც პირველად მსოფლიოს ისტორიაში სხვა პლანეტაზე განახორციელებს სადაზვერვო ფრენებს. Perseverance-ის მთავარი ამოცანა წითელ პლანეტაზე სიცოცხლის კვალის აღმოჩენა იქნება. ამასთან, ის მარსის ზედაპირის ნიმუშებსაც აკრეფს.

არის კიდევ ერთი ამოცანა, რომელიც საკვლევმა აპარატმა უნდა შეასრულოს - Perseverance-ი მარსზე დააბრუნებს მცირე ზომის მეტეორიტს, პატარა ქვას, რომელიც დედამიწაზე სწორედ მარსიდან მოხვდა. მეტეორიტი სახელად "Sayh al Uhaymir 008" ომანში 1999 წელს აღმოაჩინეს, 450 მილიონი წლის წინ წარმოიქმნა, ხოლო დაახლოებით 600-700 ათასი წლის წინ, კომეტის ან ასტეროიდის დაცემს შედეგად მოწყდა მშობლიურ პლანეტას და დედამიწისკენ გამოიტყორცნა.

ეს მომცრო ზომის ქვა მეცნიერების მიერ კარგად არის შესწავლილი და ის დაეხმარება Perseverance-ზე მოთავსებულ აპარატურას ზუსტი კალიბრირებისთვის. მას დროდადრო აპარატი "შერლოკი" (SHERLOC) დაასკანირებს და აპარატურას დაარეგულირებს.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ტრაგედიამდე 1 კვირით ადრე, ელექტრონულ ფოსტაზე პაროლი იყო შეცვლილი - რამიშვილი
ივანიშვილის მმართველობა ის გამონაკლისია, როდესაც ქვეყანაში მშვიდობა დამყარდა - ირაკლი ღარიბაშვილი
ვისაც სად უნდა იქ გაერთიანდეს, ვოლსკი უალტერნატივოა - კახა კალაძე
ჯანმო: "კორონავირუსის მსოფლიო ვაქცინაციისთვის $100 მილიარდი დოლარის დახარჯვა იქნება საჭირო"
"სასულიერო პირებს, რომლებიც ჩემს ძმას სტუმრობდნენ საპყრობილეში, მღვდელმსახურება შეუჩერეს" - თორნიკე მამალაძე
ვითიბი ბანკი ავტო სესხზე განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს
მეუფე სპირიდონი: რა კორონა, რა მორონა, სადაც ქრისტეა, იქ რა უნდა კორონას და ვირეშმაკობას?!
ძლიერმა მეწყერმა ამაღლებული ბორცვი მოწყვიტა და მძინარე ოჯახები მიწაში ჩაიტანა - შემთხვევა ინდოეთში
ოჯახი მოითხოვს დამნაშავეების უმკაცრესად დასჯას - მირიან ნიკოლაძე
ვარსკვლავების შვილები, რომლებიც ძალიან ჰგვანან ცნობილ მშობლებს - ფოტოკოლაჟი
22 წლის მომღერალს ღვთიმსგმობი სიმღერის გამო სიკვდილით დასჯიან
მირიან ნიკოლაძე: ოჯახი მიიჩნევს, რომ შაქარაშვილის მკვლელობის ფაქტი გახსნილია
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42