დაპირისპირება ხულოს საკრებულოში - ანზორ ბოლქვაძემ და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ
10:53, 31 Jul, 2020     375
ხულოს საკრებულოს შენობაში "ქართული ოცნების" მიერ ხულოს, ქედის, შუახევისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დასახელებული ანზორ ბოლქვაძე და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თამაზ აბაშიძე ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ.


დაპირისპირება ხულოს მერის კაბინეტში მოხდა. ჩხუბი კი, მოახლოებულ არჩევნებში მაჟორიტარობის კანდიდატად ანზორ ბოლქვაძის დასახელებას მოჰყვა.

როგორც ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ირაკლი ჯორბენაძე აცხადებს აბაშიძესა და ბოლქვაძეს შორის დაპირისპირება, გუშინ, ალპური ბოტანიკური ბაღის გახსნაზე დაიწყო.

ოპოზიციის ინფორმაციით, თამაზ აბაშიძე მძიმედაა ნაცემი, ჭრილობები თავის არეში აქვს მიყენებული და ამ დროისთვის საავადმყოფოში იმყოფება.

ანზორ ბოლქვაძე კი საცხოვრებელ სახლშია.

შეგახსენებთ, რომ ანზორ ბოლქვაძე "ქართულმა ოცნებამ" ხულოს, ქედის, შუახევისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარადგინა.

ანზორ ბოლქვაძე პარლამენტში 2008 წელს "ნაციონალური მოძრაობის" კვოტით, მაჟორიტარული წესით მოხვდა. 2012 წელს კი ის "ოცნების" რიგებს შეუერთდა. 2016 წელს ხულოს, შუახევისა და ქედის საარჩევნო ოლქები ისევ "ოცნების" სახელით მოიგო და 2020 წლის არჩევნებში მოსაგებადაც "ოცნების" სახელით იბრძვის.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
რატომ არ ეცვა თამარ ბაჩალიაშვილს ფეხსაცმელები და ნახა თუ არა დედამ შვილის ცხედარი? (ვიდეო)
"ჩვენი მთავარი ამოცანა ივანიშვილის ხელისუფლების დამარცხებაა, ენმ-ს მთლიანი კამპანია და სტრატეგიაც ამ მიზნის მისაღწევად იქნება აგებული"- ზაალ უდუმაშვილი
რე|ბანკი 1 წლის აღსანიშნავად განვადებაზე უპრეცედენტო აქციას აანონსებს
"ქართული ოცნება“ წარსულია... ახლა ჩვენზეა დამოკიდებული რამდენად კონსოლიდირებულად დავამარცხებთ მას და პოლიტიკურ სანაგვეზე გავისტუმრებთ" - მიხეილ სააკაშვილი
ფოთში - ბოკერია, ზუგდიდში - უგულავა და სხვები... - ევროპულმა საქართველომ 14 ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა
რას დაუპირისპირებს ოპოზიცია არჩევნებზე შესაძლო გაყალებებასა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას - სააკაშვილის კომენტარი
კორონავირუსმა დებს ერთმანეთი 50 წლის შემდეგ აპოვნინა
გიორგი შაქარაშვილის ბურუსით მოცული მკვლელობა - საქმეში არსებული ერთ-ერთი მანქანა შსს-მ მხოლოდ 2 თვის შემდეგ დალუქა
"ვაშაძის გადაწყვეტილება ივანიშვილის ინტერესებს ემსახურება, ასევე, ძალიან ბევრი შეკითხვაა, თუ ვინ აფინანსებს ამ პოლიტიკურ პროექტს"- სამადაშვილი
"მართვით სუნთქვაზეა" – გოგი თოფაძე დაჭრილი შვილიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42