საქართველოს ბანკის ფულბრაიტის სტიპენდიატი უკვე ცნობილია
11:43, 31 Jul, 2020     183

საქართველოს ბანკის ფულბრაიტის წლევანდელი სტიპენდიატი უკვე ცნობილია და ის გუგა ბურდულია. გუგა საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ფილადელფიაში, Temple University-ში ორი წლით გაემგზავრება. ფულბრაიტის სტიპენდიის წლევანდელი გამარჯვებული სწავლას კომპიუტერულ მონაცემთა მეცნიერების პროგრამაზე გააგრძელებს. ის აშშ –ში მომავალ სასწავლო წელს გაემგზავრება.

წელს ფულბრაიტს სულ 10 გამარჯვებული ჰყავს, მათ შორის ერთი საქართველოს ბანკის სტიპენდიატია.

„განათლების მხარდაჭერა საქართველოს ბანკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტ ნიჭიერ ახალგაზრდას მივცეთ შესაძლებლობა, მიიღონ საუკეთესო განათლება. ამ მიზნით ბანკი, საქართველოში თუ მის საზღვრებს გარეთ, აქტიურად არის ჩართული სასტიპენდიო თუ საგანმანათლებლო პროექტების მხარდაჭერაში. აშშ მთავრობასთან ერთად ფულბრაიტის სტიპენდიის დაფინანსების ფარგლებში განხორციელებული თანამშრომლობა ყოველწლიურად ნიჭიერ ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას, აშშ-ს წამყვან უნივერსიტეტებში ორ წლიან სამაგისტრო პროგრამაზე მიიღონ დაფინანსება. ჩვენი მხარდაჭერითა და დაფინანსებით აშშ-ში უკვე გაემგზავრა 6 საუკეთესო სტუდენტი. წელს კი ჩვენი სტიპენდიატი - გიგა ბურდული ფილადელფიაში, Temple University-ში გაემგზავრება. გვინდა მივულოცოთ მას ეს გამარჯვება და ვუსურვოთ წარმატებები“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.

ინფორმაციისთვის:

საქართველოს ბანკისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამაზე აპლიკაციების მიღება ჯერ კიდევ გრძელდება. კონკურსში მონაწილეობის მსურველებს დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ ამერიკის საელჩოს ვებგვერდზე: https://ge.usembassy.gov/education-culture/exchange-programs/fulbright-graduate-student-program-announcement/. აპლიკაციების მიღება ხვალ, 1 აგვისტოს 18:00 საათზე დასრულდება.

ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამა ღია კონკურსია, რომელსაც ადმინისტრირებას უწევს თბილისში აშშ საელჩო. ფულბრაიტის სტიპენდია წარმოადგენს აშშ-ის მთავრობის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ პროგრაგრამას მთელს მსოფლიოში. ფულბრაიტის სასტიპენდიო პროგრამა ითვალისწინებს აშშ-ის უნივერსიტეტების სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის სრულ დაფინანსებას. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტთან ერთად ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამის თანადამფინანსებელია საქართველოს ბანკი, განათლების საერთაშორისო ცენტრი და ჯორჯია კაპიტალი.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
"ქართული ოცნება“ წარსულია... ახლა ჩვენზეა დამოკიდებული რამდენად კონსოლიდირებულად დავამარცხებთ მას და პოლიტიკურ სანაგვეზე გავისტუმრებთ" - მიხეილ სააკაშვილი
ფოთში - ბოკერია, ზუგდიდში - უგულავა და სხვები... - ევროპულმა საქართველომ 14 ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა
რას დაუპირისპირებს ოპოზიცია არჩევნებზე შესაძლო გაყალებებასა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას - სააკაშვილის კომენტარი
კორონავირუსმა დებს ერთმანეთი 50 წლის შემდეგ აპოვნინა
გიორგი შაქარაშვილის ბურუსით მოცული მკვლელობა - საქმეში არსებული ერთ-ერთი მანქანა შსს-მ მხოლოდ 2 თვის შემდეგ დალუქა
"ვაშაძის გადაწყვეტილება ივანიშვილის ინტერესებს ემსახურება, ასევე, ძალიან ბევრი შეკითხვაა, თუ ვინ აფინანსებს ამ პოლიტიკურ პროექტს"- სამადაშვილი
"მართვით სუნთქვაზეა" – გოგი თოფაძე დაჭრილი შვილიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე
"როდესაც "ბრეზპრიდელი“ მართავს ქვეყნას, შედეგიც ასეთი დგება... "ოცნების“ მმართველობა მთავრდება" - მიხეილ სააკაშვილი
სისხლიანი დაპირისპირება ბუსა ჟვანიას და ლევან თოფაძეს შორის - გოგი თოფაძეს დღეს გამოკითხავენ
"არსებობს მაღალი საფრთხე წყაროს გამჟღავნებისა, ოქმში ეს პოზიცია დავაფიქსირე" - დავით ქაშიაშვილმა საგამოძიებო უწყება დატოვა
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42